... (H-1128), XIX ს.

1253. რომე შენ ქალი გყოლია მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა მის მზისა მონაცვალისად მისთვის გაჭრილი მინახავს წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად გამცუდებელად თავისად მის გულისა და ძალისად

1254. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა ამბავი ტარიელისგან შემოსვა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ხშირისა ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა

1255. მოდი და ფატმან მეწიე ვეცადნეთ მისა რგებასა უშველოთ იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს კაცი ყველანი ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუთუ კვლავ მიხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა

1256. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყველაი ამბავი ჩვენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი ვქნათ მისი გამორჩეული ღ~თმან ქნას ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული

1257. ფატმან თქვა ღ~თსა დიდება საქმენი მომხვდეს მორანი დღეს რომე მესმნეს ამბავი უკვდავებისა სწორანი მოჰგვარა მონა გრძნეული შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი წა გზანი გისხენ შორანი

1258. აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემი შენისა გრძნებისა ფიცხლად დამივსო სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა მან უთხრა ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი

1259. ფატმან ჰსწერს აჰა მნათობო სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო ამაზრზენაო სიტყვა მჭევრო და წყლიანო ტურფაო ლამაზ ენაო ბროლო და ლალო ორივე კვლავ ერთგან შენათხზენაო

1260. თუმცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვსცან მართალი მით გულსა მოვალხენიე შენთვის ჴელქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე ორნივე მიხვდეთ წადილსა იგი ვარდობდეს შენ იე

1261. მოსულა შენად საძებრად მისი ძმად შეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი არაბეთს შიგან ქებული სპასპეტი როსტენ მეფისა ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ამბავსა ლაღი ბრძნად გაგონებული

1262. ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა ვსცნათ ამბავი ქაჯეთისა მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი ან თავადი მათი ვინა

1263. რაცა იცი მანდაური მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე ღ~თსა უნდეს მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე

1264. წადი უსტარო ისწრაფე თუ მუხლი გქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგხვდების ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობხარ უსტარო გნახვენ დამწველის თვალები შენს უკან ჩემი სიცოცხლე თუ გესმის არ გებრალები

1265. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ჴელოვანსა ესე წიგნი მიართვიო ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა მასვე წამსა გარდაიკარგა გარდაფრინდა ბანის ბანსა

1266. წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ ფიცხელისა რა ქაჯეთს შეხდა ქმნილ იყო ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა უჩინლად შევლო სიმრავლე მოყმისა კართა მცველისა მას მზესა ჰკადრა სალამი მისისა სასურველისა

1267. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირ შავი თმა გრძელი ტან ნაბდიანი იგი მზე დაჰკრთა ეგონა სამოსი რამე ზიანი შესცვალა ვარდი ზაფრანად ლაჟვარდის ფერად იანი

1268. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისა თქუენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან განმამართლოს არ ტყუვილად გეუბნები მზისა შუქნი მოიცადე ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1269. პირ მზე გაჰკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა სულთქვამს იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა

1270. მონასა ჰკითხა მიამბე ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი მიწასა ზედან მტკებნელი მან მოახსენა ვიკადრებ რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულ ხარ მას აქეთ შენგან ჩვენია მზე ბნელი

1271. ფატმანის გული მას აქეთ ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდიოდეს ზღვათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლავ მიმირთმევია ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ ტირილი არ დამლევია