... (H-1128), XIX ს.

1194. მის მთვარისა სადაობა კვლავ გიამბო საქმე კვლაცი აწ უწინა ესე გითხრა რას მექადა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი

1195. მით არ ვჯერ ვარ ქმარსა ჩემსა მჭლე არის და თვალად ნასი ისი კაცი ჩაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი არ გვაცვია თუცა ფლასი ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი

1196. ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად ხელურად ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად მტერულად აწ ისრე მკუდარსა ვიგონებ იშ თავი ვიხსენ მე სრულად

1197. დამექადის რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა ოდეს მეხმე არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა მოსრულ იყო მოსვლა ეთქვა შენცა მოხველ შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხვალო მოგაგებე მონა წინა

1198. აღარ დაბრუნდით მოხვედით შუქნი თქვენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე ჩემზედან დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა არ ენით

1199. თუმცა ისი არ მოგეკლა მისრულიყო დარბაზს მითა შემასმენდა ჯავრიანი გული ედვა ცეცხლებრ წვითა მეფე მწყრალი გარდასწმენდდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა შვილთა ღ~თო დამაჭმევდა დამქოლვიდა მერმე ქვითა

1200. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამხსენ მშვიდობით ამა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკვდილისა ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა

1201. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის წიგნსაცა აგრე სწერია მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგანც უფრო მტერია არ მიენდობის გულითა თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან აწ იგი მკუდართა ფერია

1202. იგივე მითხარ მას აქათ ქალი გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ამბავი ანუ რა მისი გსმენოდეს კვლავ იტყვის ფატმან ტირილით კულავ თვალთა ცრემლი სდენოდეს წახდესო შუქი რომელი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა

1203. ვაი საწუთროო სიცრუვით თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა ცნას შენი სიმუხთლე სად არე პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ სად არე მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი სადარე

1204. ფატმან იტყვის მამეშორა მზე მნათობი სრულად ხმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა მონაგები ჩემთა ხელთა მას უკანით გაუწყვეტლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა ვერ გავახმე წყარო ცრემლთა თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა

1205. სახლი და შვილნი მამძულდა ვჯდი უგულოსა გულითა მას ვიგონებდი მღვიძარე რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა მიჩნს უსჯულოთა სჯულითა ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა

1206. დღესა ერთსა საღამო ჟამ ჩასლვა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარიჯაგთა კარი მიჩნდა ხანაგისა ვიგონებდი სევდა მკვლიდა მისისავე გონებისა ვთქვი კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა

1207. მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა მონა მონურად მოსილი სხვანი მგზავრულად ხამითა სასმელ საჭმელი მოიღეს ქალაქს ნასყიდი დრამითა სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს სხდეს მხიარულნი ამითა

1208. მე უყურებდი უჭვრეტდი თქვეს ამოდ გავიხარენით მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით არცა რა ვიცით ვინ ვინა ანუ სით მოვიარენით ჴამს ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით

1209. მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა ჱე ძმანო განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოგიმკი თქვენ ქვრიმა დაგითესია ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია

1210. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა ქაჯთა მფლობლისა მათ მიხვდა ცემა სენისა მათისა დამამჴობლისა მოგვიკვდა შემწე ქურივისა შემწყნარებელი ობლისა აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის უმჯობესად მშობლისა

1211. გვესმა ამბავი ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვეზირნი დაშალეს ქნა ხალვათისა ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა ხმელთა მნათისა როშაქ მონაა თავადი მონისა ბევრ ათასისა

1212. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს მე ტირილსა არ დავხვდები მინდორს წავალ ვიმეკობრებ ალაფითა ავივსები შინა მოვალ შოვებული ადრე ზედა მოვესწრები მეფე დისა დატირებად წავიდოდეს წაცავყვები