... (H-1128), XIX ს.

1309. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს ქაჯეთს პატიმარია მუნ მისვლა მიჩანს თამაშად თუცა გზა საომარია ნარგისთა წვიმა ბროლისა წვიმს ვარდი ნაწვიმარია ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან მაგრა სპა უამარია

1310. გულ მხიარული ვიხარებ ამად არ ცრემლი მმილდების სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს უცილოდ იქთ იგი არ აქცილდების არ თურე კაცმან დაგიდგნა ვეჭ კლდეცა გაგილბილდების

1311. აწ შემინდევ ვერა გნახე შორს ამისთვის წაგიარე გზა გზა ყოვნა აღარა მცალს პატიმრადა იგი მთვარე ადრე მოვალთ მხიარულნი ჩვენი ნახვა გაიხარე ამის მეტი რაღა გკადრო ძმასა ძმურად მოეხმარე

1312. ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია ამოდ მსახურეს თქვენიმცა გული ამათთვის სრულია ქება რად უნდა მას ვინცა თქვენთანა ხან დაზმულია მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს ესე ბრძენთაგან თქმულია

1313. ესე უსტარი დასწერა შეჰკრა და წაცახვია მან მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და თმითა იამან შესთვალა ზეპირ რაც ხამდა სრულად მართ ვითა გიამან მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან

1314. მონახა ჰპოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ მწუხარისა მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა

1315. ფატმან უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა იტყვიან მზეო რა გვიყავ დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა დაცაგვმარხენო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა

ავთანდილისაგან გულანშაროს წასვლა და ტარიელის შეყრა

1316. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რათმე ნავითა პირ მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა ჴელ განპყრობილი გულითა არს ღ~თისა საესავითა

1317. მოწურვილ იყო ზაფხული ქვეყნით ამოსლვა მწვანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა საროს ტანისა სულთქნა რა ნახა ყვავილი მან უნახავმან ხანისა

1318. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა მითვე ვარდისა დარითა უბრძანა გიჭვრეტ თვალითა გულ ტკბილად შემხედვარითა მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა

1319. რა მოეგონის მოყვარე სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცის ლომ ვეფხნი მოშამბნარენი

1320. ქვაბნი გამოჩნდეს იამა იცნა თქვა იგი კლდენია სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ უამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა ცუდ ჩემი განავლენია

1321. თუ მოსრულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა მხეცისაებრ ველთა ვლიდა სჯობს თუ შამბ შამბ წავიარო იგონებდა იხედვიდა ესე თქვა და მიუქცია მინდორთაკე წამოვიდა

1322. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა მართ საახელდებ უყივის ხმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ დგას ხმლითა მომახულითა

1323. ტარიელს ლომი მოეკლა მით ჴმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი დგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა მისკენ მირბოდა ხლტებოდა

1324. ხმალი გასტყორცა ტარიელ მიმართა მისსა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა მათ ერთმანერთსა აკოცეს ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა ჴმა შაქრის ფერად გაუხდა ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა

1325. ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი მჭევრები სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები ალვისა წყარო ცრემლისა მორწყავს ნაკადი ბევრები რადგან შენ გნახე რა გამა პატიჟი მჭირდეს მე რვები

1326. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწი გააპის კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა იტყოდა ვსცანო ამბავი შენ რომე გიამებოდა აწ გაახლდების ყვავილი ვარდი აქამდის ჭკნებოდა

1327. ტარიელ უთხრა ჱე ძმაო კმარს დღესა რაცა მლხენია ყოველი ჩემი სალხინო მინახავს ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღ~თნ წამალი არცა რა მოგისმენია კაცმანცა სოფელს ვით პოვა რაც არა საქმე ზენია