... (H-1128), XIX ს.

1404. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღ~თისა კრონოს წყრომით შემხედველმან მოიშორვა სიტკბო მზისა მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა ველი მკუდართა ვერ იტევდა გადიადდა ჯარი მკვდრისა

1405. კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა აბჯარსა ფრეწდის გაცუდდეს სიმაგრე ჯავშან ქაფისა სამგნითვე კართა შესჯარნეს ჭირი არ ნახეს კაფისა რა ქალაქს შეჰხდეს შეიქნა სიხარკე ციხეს სწრაფისა

1406. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს მტერნი სრულად აეწყვიტნეს სისხლი მათნი მოეღვარნეს უყივლეს და ერთმანერთი ნახეს დიდად გაეხარნეს სთქვეს ტარიელ რა იქნაო მისთვის ჭვრეტად თვალნი არნეს

1407. ერთმანცა არა იცოდა ვერა ცნეს ტარიერისა ციხისა კარსა მიმართეს რიდი არ ჰქონდა მტერისა მუნ ნახეს რიყე აბჯრისა ნალეწი ჴმალთა წვერისა ათი ათასი ნობათი უსულო მსგავსი მტვერისა

1408. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული თავით ფერხამდი დაჭრილი აბჯარი მუნ დახეული ციხისა კარნი განხმულნი კართა ნალეწი სრეული სცნეს ნაქმრად ტარიელისად საქმე არს ეს მისეული

1409. გზანი დახუდეს შეკაზმულნი ავიდეს და აძურეს ხვრელსა ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა მუზარადი მოეხადა შვენის აკვრა თმასა ლელსა მკერდი მკერდსა შეეწება გარდაეჭდო ყელი ყელსა

1410. ეხვეოდეს ერთმანერთსა აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს ამას ჰგვანდეს ოდეს ერთგან მუშთარ ზუალ შეიყარნეს მზე რა ვარდსა შემოადგეს დაშვენდენ და შუქნი არნენ აქანამდის ჭირ ნახულთა ამას იქით გაიხარნეს

1411. მათ ერთმანერთსა აკოცეს დგანან ყელ გარდაჭდობილნი კვლავ შეეწებნეს ხშირ ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი აწ ესენიცა გავიდეს შეჰკრბეს სამივე ძმობილნი მას მზესა მისცეს სალამი წარდგეს მართ ვითა ხმობილნი

1412. მზე მოეგება პირითა ტურფითა მოცინარითა აკოცა მისთა მშველელთა ლაღმან ცნობითა წყნარითა მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა ორნივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა

1413. ტარიელსცა უსალამეს მას ალვისა მორჩსა ვით ხეს მიულოცეს გამარჯვება ერთმანერთი მოკითხეს არა სჭირდა არ ინანეს რომ აბჯარი არ გაითხეს თავნი მათნი გაალომეს მათნი მბრძოლი იშვლეს ითხეს

1414. სამასისა კაცისაგან ასსამოცი შეჰყოლოდა ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა მაგრა ერთკერძ უხაროდა მონახეს და არ აცოცხლეს რაცა მბრძოლი დარჩომოდა რომე პოვეს საჭურჭლენი აწმცა თვალვით ვით ითქმოდა

1415. მოჰკრიფეს ჯორი აქლემი რაცა ვით პოვეს მალები სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები თვალი ყველაი დათლილი იაგუნდი და ლალები იგი მზე შესვეს კუბოსა არს მათგან განაკრძალები

1416. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია წამოიყვანეს იგი მზე მათიღა წაგვრა ძნელია ზღვათა ქალაქსა დამართეს თუმცა გზა მუნით გრძელია თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა გვაცს მისი გარდუხდელია

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა

1417. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი შესთვალა მოველ ტარიელ მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე ჩემი ლახვართა მსობელი მწადიან გნახო პატივით ვითა მამა და მშობელი

1418. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია მეფეო კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე დედებია და სდებია ამისად მუქაფად რა გიძღვნა მძულს ცუდი ნაქადებია

1419. მოდი გნახენ გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი ჩემგან შეიწირე კაცნი შენნი შეაყენენ ციხე მაგრად დაიჭირე მე ვისწრაფი ვერა გნახავ შენ წამოდი ჩემ კერძ ირე

1420. თქვენ უბრძანე ჩემმაგიერ უსენს ქმარსა ფატმანისსა გამოგზავნოს იამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა ვინ მზესაცა უნათლეა ასრე ვითა ბროლი ფისსა

1421. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა წესია გული გაკრთების ამბავსა გასაკრთომელსა მისცა მადლი და დიდება ღ~თსა მართლისა მბრჭობელსა მაშინვე შეჯდა არ უნდა მისვლა სხვასაღა მხმობელსა

1422. ბარგი აჰკიდა გააგო ქმნა ქორწილისა მათისა მას მოაქუს რიცხჳ ტურფათა არს სიდიადე სათისა ფატმან ჰყავს თანა იარეს სავალი დღისა ათისა უხარის ნახვა ლომისა და მზისა ხმელთა მნათისა