... (H-1128), XIX ს.

1213. გვითხრა მისთა ჴელისათა წავალ თანა წამომყევით წაგვიტანა მონა ასი ყველაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით ღამეთაცა ვიყვნით თევით დია ვლეწეთ ქარავანი ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით

1214. მინდორ მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა დიდი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა ვთქვით თუ მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედან ხმელსა დაბნეული მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა

1215. ზოგთა თქვეს არის ცისკარი ზოგთა თქვეს არის მთვარეო მას დარაზმულთა მივმართე ახლოსცა ვნახეთ ბარეო შორს მოუარეთ მივედით შემოვადეგით გარეო მით ნათლიდაღმე გამოხდა ხმა ჩვენი მოუბარეო

1216. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო თქვენ სახელნი თქვენი თქვენით გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გვესმა მოვადეგით ალყა გარე მოვერტყენით პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით

1217. უჭვრიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მოელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა ძვირ ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა კბილთაგან შუქი შეადგა ზედა გიშრისა სარებსა

1218. კვლავ ვეუბენით მას მზესა ტკბილ მოუბრითა ენითა არ მონა იყო ტყუოდა ჩვენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა გვერდსა წაუდგა ცხენითა აღარ გაუშვით დაჭირვა ვკადრეთ ხელითა ჩვენითა

1219. კვლავ ვჰკითხეთ გვითხარ მართალი საქმე შენ მზეებრ ნათელისა ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ მანათობელი ბნელისა მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა რა საბრალოა გავსილი მთვარე ჩანთქმული გველისა

1220. არცა რა ცხადი ამბავი არცა რა დასამალავი არა არ გვითხრა ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი ქუშ ქუშათ გვეუბნებოდა კუშტი თავისა მკრძალავი ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი

1221. როშაქ ეუბნა ნუ ჰკითხავთ აწ თურე არ სათქმელია იმისა საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია ბედი მეფისა ჩვენისა ასთაგან სანატრელია მით რომე ღ~თი მას მისცემს რაც უფრო საკვირველია

1222. ესე ღმერთსა მისაგურელად მისად ჩვენთვის მოუცდია მიუტანოთ არმაღანად დაგვიმადლებს მეტად დია თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით მეფე ჩვენი ამაყია პირველ მათი შეცოდება მერმე დიდი აუგია

1223. მივამოწმენით თათბირნი არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ მზესა წინ მოვეკიდენით არცარა ვჰკადრეთ ჴელდაჴელ არცა თუ წავეკიდენით იგი სტირს ღაწვსა გულმდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით

1224. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი კვლავ ადრე თქვენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი მან გამამიშვა აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი თანა წავიტან წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი

1225. მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა მე გავიგონე შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ნიშანი ვცან ჩემისა ღონისა ცოტაი ლხენა მომეცა მსგავსი დრამისა წონისა

1226. მოვიყვანე იგი მონა ახლოს დავსვი ჩემსა წინა ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი გაგონება მეცა მინა მან იგივე კვლავ მიამბო რაცა მუნით მამესმინა ამ ამბავმან განმაცოცხლა სულ მობრძავი დამარჩინა

1227. მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ მივლენ წამოვლენ მათითა ჴელოვნებითა მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ ვარქვი თუ ნუ დასდგებითა მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა

1228. სამ დღე მოვიდეს მიამბეს ფიცხლა ებიჯა გზისადა მიუგვრიაო მეფისა ზღვას იქით წამავლისადა ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი მართ ვითა მზისადა ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა

1229. როსანს შევრთოთო დულარდუხტს მეფესა უბრძანებია ჯერ ქორწილოთ არა მცალს აწ გული ცეცხლ ნადებია შემოვიქცევი შევისძლობ ვინ ცისა მზედ ნაქებია ციხეს დაუსვამს ხადუმი ერთაი უახლებია

1230. ყოვლნი მცოდნენი გრძნებისა მას თანა წაუტანია მით რომე გზა საჭიროა მტერნი საომრად მზანია ქვე დაუყრია მოყმები ვინც უფრო გულოვანია დაეყოვნების წასრულა ჯერეთ ცოტაი ხანია

1231. ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შიგან მაგარნი კლდე მაღალი და გრძელია მას კლდესა შიგან გვირაბი ასაძრომელი ხვრელია მუნ არის მარტო მნათობი მისთა შემყრელთა მწველია

1232. გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ ნასები ათი ათასი ჭაბუკი დგას ყველა კაი ხასები ქალაქის კართა სამთავე სამათას სამათასები გულო გაგსაჯა სოფელმან არ ვიცი და გლახ რას ები