ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (A-654), XIX ს.

78. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია თამაშობდიან უსახო მოუდიოდეს ძღვენია რა მარგალიტი ღარიბი რა უკეთესი ცხენია მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია

79. ტარიელ ჰსცნა ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა უბრძანებდა გული შენი განაღამცა მომემდურვა აწ ვაგლახ მე ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა მოგშორდები საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა

80. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა წავიდეო სახლსა ჩემსა ზედაზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა შენთვის ასრე მომსურდების წყაროსათვის ვით ირემსა

81. მასცა უბოძა ფარმანი წა სახლი მოიარეო მე ნუ გამწირავ მიახლე ადრე მობრუნდი გარეო ავთანდილს უთხრა უშენოდ რამცაღა გავიხარეო რათგან ისწრაფი ნუ გაგვა მოგელის ლომსა მთვარეო

82. როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა არ კოვზები არ ჩამჩები ჩემაგიერ მიუტანე წადი ნურას მეურჩები ავთანდილ თქვა არა ვიცი მე უშენოდ ვით დავრჩები

83. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმა დაბურვასა ვინმც ღირს იყო მათგან კიდე ერთი თვალი წამღებელმან ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ გაანათლოს ჩნდის სადაცა შეხედვიდე

84. ავთანდილ შეჯდა წავიდა ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა სრულად ინდონი მისტირან ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ იტყვის მომკლაო სოფლისა მე სამსალამა

85. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი გზამან გაჰყარნა წავიდეს თავისთავ ანატირენი კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი ავთანდილ მიჰხდა არაბეთს ნახნა არ ცუდნი ჭირენი

86. გამოეგებნეს არაბნი სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი მირიდა მისთა სურვილთა წყენამან მის თანა ტახტსა დავეჯდა ილხინა მჭვრეტთა ლხენამან გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან

87. მათ ორთავე Ãელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს ზედა ზედა ნახევდიან საწადელი გაუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთათ დავეწყლულდეს მოიმატნეს სამეფონი გახელმწიფდეს გამორჭმულდეს

88. ფრიდონცა მათი მოყვარე მათთანა მოიყუანიან ერთმან ერთისა მებრძოლნი მებრძოლთა იმაჯანიან მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები ააკვანიან ორგულთა მკლავნი შემუსრნეს ერთგულნი აგულვანიან

89. ყოვლთა თანასწორ სწყალობდეს ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს ავთა მქმნელნი დააშინნეს კრავნი კრავთა ვერ სწოვდეს შიგა მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთათ სძოვდეს

ტარიელისაგან დასნეულება ხვარაზმთა მეფისაგან სისხლის ძებნა

90. ესე ამბავი ნაშთომი მათ ლომთა მორჭმით მგონეთა გალექსვა აკლდა ხვარაზმთა მეტად ვერ მოვიგონეთა ძნელია პოვნა გული ჰკრთა დავვარდი დავეღონეთა კვლავე ვთქვით ლექსი გავმართე მოსმენით გაიგონეთა

91. აწ გონიერნო სიტყვანი თქვენ ჩემნი შეიწყნარენით ძველნი ნარჩომნი ამბავნი ლექსად ვთქვენ გაიხარენით სარგის დაურჩა უთქმელად მას ესე დავაბარენით ლექსნი მიქენით ამისთვის ენანი მომახმარენით

92. მორჭმულია ჰინდოთ მეფე მასზედ მტერნი არ აბუქნა მით მჭვრეტელთა დაადნობდა მოყვარულთა დაუშუქნა აწ გაიღეთ მაედანსა ბარგი მძიმე არ სუბუქნა კარავნი და კვლა ოთაღნი ხატაურნი ვინმცა უქნა

93. ბრძანა წავალ მოსასვენოდ მოვიარო მე მინდორი მრავლად ახლავნ ბაზიერნი და მწყაზარი თეთრი ქორი სუნღული და შავარდნები ბრუნვენ მოჰყავს ერთსა ორი ავაზები გაუშვიან დგიან მჭვრეტნი იდგის გორი

94. მათ მიუთხრობს ჰინდოთ მეფე ჭირნი ამფეხვრეს ნარონები ლხინი გვმართებს აწ მორჭმულთა მოსურნალთ მოსაწონები ტახტსა ზედა ჯდა წინა უთქს ოქრო სარტყელთა მონები მუტრიბნი და მომღრალნი თამაშობენ მოგოსნები

95. ილხენდა და თამაშობდა წამწამთაგან უქრის ქარი მას ნადიმსა მჯდომსა თურემ დაესოო გულსა ნარი ჯალაბები გაიყარეს და დაახრჩვეს მაგრა კარი მანდატურნი გარ უვლიდეს ჩააყენეს მჭვრეტთა ჯარი

96. საწუთროსა უხანოსა სიმუხთლისა სენი გჭირსა პირველ ცადმდე აყვანილსა შიგ ჩააგდებს დიდსა ჭირსა გააყვითლებ ქარვის ფერად პირველ ლალსა განაჭვირსა კარგად ვერვინ ვერა ნახავს ხანგრძლად შენგან დანაჭირსა