ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (A-654), XIX ს.

308. მოვიდა ფრიდონ ტირილით ზახილით თავსა მცემელი იხოჭს და იგლეჯს და მოსთქვამს არ უნდა გარდამცემელი მოიღო მეტად დიადი გლახაქთა მისაცემელი უნდოდა თუმცა ეშოვნა ლახვარი დასაცემელი

309. ტაგრუცსა მოსთქმიდა ამ გზითა და მითვე შვენიერითა იგლეჯდა თეთრსა თმა წვერსა გაჰყრის ბროლისა ჭერითა მაღლად იზახდა ვაგლახსა ტირილით არ სიმღერითა მართ წმინდად გაგლეჯილიყო ერთობ თმითა და წვერითა

310. თქვა მეტად კარგი სიტყვანი ფილასოფოსთა ცნობასა რომე ხორხითა იტყოდა მსგავსი დავითის ძნობისა მე გლახ ვით მოვჰთქვა სიკეთე თქვენისა ცხენოსნობისა ან ვით მოვთვალო მოკლული თქვენისა მშვილდოსნობისა

311. რაზმთა მლეწელნო ყოველთ მებრძოლთა თქვენთა მძლეველნო კვლავ ასპარეზად ტურფანო უსწოროდ დამნაძლეველნო თქვენ ვისცა შველა უბრძანით უცხონონო შესაძლეველნო აწ ცრემლთა ჩემთა დენასა სამს თუ ვით გაუძლე ველნო

312. თქვენებრ ტახტსა ვის დაჯდების ვინ მოჰკაზმავს სრასა სრულად ან ნადიმსა ვინ გარდიხდის ზნე უკლებსა ჯავარ სრულად ვითამც დავრჩი მე უთქვენოდ ვიგონებდე ამას რულად ცოცხალი მე არ ვიქნები გაკიცხული გაბასრულად

313. ფრიდონ ნესტან დარეჯანს თÂთ მოუთქვნა სინაზენი ტანი მჭევრი ალვის მორჩი პირი მჭვრეტთა ამაზრზენი ბროლ ბადახში ლალ გიშერი მარგალიტთა შენათხზენი საუბარი სიტყვა ტკბილი ვერ მჭვრეტელთა ამაგზენი

314. ფრიდონ მოსთქმიდა ოთხთავე ორთა და ორთა ტიროდა მაღლად იზახდა ვაგლახსა მართ ვითა ლომი ყვიროდა თქვენის პირისა ჯავარი აღარა ლალდ ჭვიროდა იტყვის თუ მოვჰკვდე რა მგამა რადგან დამაგდე გმიროდა

315. ნურადინ ფრიდონ მოსთქმიდა ორთავე მისთა ძმობილთა უქებს სიუხვე ჯავარსა ძოწ მარგალიტთა წყობილთა სისხლისა ცრემლთა ადენდა უკლებთა დაუშრობილთა ავსებდა სიბრალულითა ყოველთა მუნ შესწრობილთა

316. თინათინ ნესტანდარეჯანს კვლავ მოუთქვნა სინაზეენი პირი მზისა უნათლესი თმა გიშერი ვითა ტევრნი აწ ვაგლახ მე ვით დამალეთ შუქთა სხივნი ბევრის ბევრნი ჰი ჰი ჩემთვის მოიწივნა საშინელნი მოსაწევრნი

317. ამასთანათა სიტყვათა გრძლად და გულმდუღრად ტიროდა მერმე ადგა და ქვანიცა ტიროდეს ასრე სულთქმიდა ტაგრუცსა გაესალამა ტანსა ძაძასა იცმიდა თავსა ნაცარსა იყრიდა არა გვირგვინსა ირქმიდა

318. შინა მოვიდა შინ მოკვდა ფრიდონ მათისა სევდითა მათს უკან აღარ ვარგიყო არცა კარგისა ბედითა თვალნი დაუდგა ბედკრულსა საგონებლითა მეტითა ნურადინ იყო მორჭმული ლარ საქონლითა დიდითა

319. ქართველთა ღმრთისა დავითის ვის მზე მსახურებს სარებლად ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად ორგულთა მათთა დამწველად ერთგულთა დამამაგრებლად

320. მე ვთქვი ქება თამარისა და ხმელთა შინა მნათისა ვთქვი მათი ქება მიზეზად მქონდა ქებისა მათისა რომანულისა თვალისა მის ბრილისა და სათისა მემცა ვით მექო ვერ აქებს ბრძენნი თუ შეკრბენ ათისა

321. დავითის ქნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე სიხაფეთანი ესე ამბავი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი პირველ ზნენი და საქმენი ქებანი მათ მეფეთანი ვპოვენ და ლექსად გარდავჰთქვენ ამითა ვილაყფეთანი

322. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ ბედია მაყივნებელივის არ შეუცვლის კარგია ორისავ იყოს მხლებელი

323. დასრულდა ესე ამბავი მათ ხელმწიფეთა დიდისა ამოდ სასმენი ბოლოჟამ საბრალო არსთა კიდისა მოყვრენი ვინცა იყურებთ არ ჩავარდნაა ხიდისა ნახეთ გასინჯეთ სიცრუე სოფლისა ამა ფლიდისა

324. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა აბდულმესია შავთელსა ლექსი მას უქეს რომელსა დილარგეთ სარგის თმოგველსა მას ენა დაუშრომელსა ტარიელ მისსა რუსთველსა მისთვის ცრემლ შეუშრომელსა