ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (A-654), XIX ს.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ინდოეთს შინა

59. ტახტსა ზედა ერთათ მსხდომი ტარიელ და ცოლი მისი ერთმანერთსა შეჰფერობდეს ქალი ყმისა შესატყვილი გონება და ანუ ენა გამოსთქმიდა მათმცა ვისი ვინმცა ჰგვანდა Ãორციელი სოფელს შვილი ადამისი

60. დედოფალმან მათ ცოლ ქმართა თვითო ხელი დაუჭირა ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა მოიშორვა კაეშანი გული მდედრი აქვითკირა გლოვა ცვალა სიხარულად აღარავინ აატირა

61. დედოფალმან შეიმოსა შავი ძაძა აიხადა დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა ბრძანა ჭირი დავივიწყოთ რათგან ლხინი დაგვებადა

62. ტახტსა ზედა ერთათ მსხდომი ტარიელ და ცოლი მისი ასე გვანდნენ მზე მნათობსა ვით ნათელი სამოთხისი ლხინი ჰქონდათ სიხარულით არ ეძინათ ღამე დღისი ვინცა ნახოს შენატრიდის კაცთა ძენი ადამისი

63. ტახტსა ზედა ერთათ მსხდომი ტარიელ და ცოლი მისი ერთმანერთსა შეჰფერობდეს ქალი ყმისა შესატყვისი გონება და ანუ ენა გამოსთქმიდა მათმცა ვისი რამცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი

64. ტარიელს და ცოლსა მისსა მიუხდა მათი საწადელი შვიდი ტახტი სახელმწიფო საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი

65. თÂთ ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს ქოსნი ხმათა დაატკბობდეს მისცე კლიტე საჭურჭლეთა თავთა მათთა მიანდობდეს ესეაო მეფე ჩვენი იზახდეს და ამას ხმობდეს

66. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედა დასხდეს ხელმწიფურად დიდებანი უდიადნეს ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს ამბობდიან ჭირთა მათთა ყველაკასა გაუცხადნეს

67. სმა პურობა გახარება ქნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწილობა ხამს ეგეთსა გარდიხდიდეს მათ ოთხთავე თავისთავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს

68. დედოფალმან ესრეთ ბრძანა ობოლ ქვრივნი მოასხენით ყველაკაი დაამდიდრეთ საბოძვრითა აავსენით უბოძა უსაზომო რომ არ ითქმის ყოლა ენით ულოცეთო დღეგრძელობა ესე ღმერთსა შევედრენით

69. ტარიელ თქვა დედოფალო გკადრებ ერთსა მოსახსენსა შეიწყალე რამაზ მეფე მიავალე ღმერთსა შენსა ვნახე მეტად შემებრალნეს შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა ღმერთი ალხენს მოცთომილსა მონანულსა ცრემლ ნადენსა

70. დედოფალმან ლმობიერად შეუნდობო ესე ბრძანა მოიყვანეს რამაზ მეფე ხელმწიფეთა ათაყვანა ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა ჭირთა მათგან გარდახდილთა ესე ლხინი შეაგვანა

71. ოქრო თვალი მარგალიტი შვენიერი სანახავად ყოვლგნით იდვის ვითა გორი მოდის ველთა მოსარწყავად ვისცა სწადდის ალაფობდის წაიღიან უკითხავად მანდატური არვის სცვიდეს ბოლოს ვინ ჯდის ანუ თავად

72. ავთანდილ და ფრიდონისთა ყმათა ეტყვის მეფე დიდი სტუმარნი ხართ შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვ რიდი თითოს კაცსა თითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი ესე მისცა საბოძვარსა სხვასა ყველას ვერ დავსთვლიდი

73. ავთანდილ და ფრიდონისთვის საჩუქარსა ვინ დასთვალავს ვერ გამოსთქვამს სიმრავლესა ენა ამად თავსა კრძალავს რაცა იდვა უკეთესსა დედოფალი არ დამალავს მათ უხმობდა მხსნელად მათად ტკბილად უჭვრეტს არა ლალავს

74. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს ღმრთად ხადოდიან თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი მართ ამას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭვრეტდიან რაც სწადდის მას იტყოდიან სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან

75. ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია უბრძანა ხარკსა მოგვცემდი მართ ვითა შენი გვარია მან თაყვანის სცა პირსა ქვე მდაბლად დამდებარია წავიდა მისი მლოცველი არ ომთა მომკვეხარია

76. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს მისსა შეკდომილსა რაცა შენ ჰქენ არ უქნია არ გამზრდელსა არცა ზრდილსა აწ ჰინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა ზედა დაგსვამ შენი იყოს გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა

77. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე სამეფოსა ეპატრონე მუნიდაღმა გვმსახურებდი თავი შენი დაგვამონე ასმათ ფერხნი გარდუკოცნა შენგანაო ჩემი ღონე მონობისა უკეთესი რამც გიშოვნე რამც ვიქონე