ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (A-654), XIX ს.

213. ცხენი მოჰგვარეს და წყნარად შესვა მართ ვითა მხმობელი მოვიდა გააშვებინა დიდი ხვარაზმთა მფლობელი მივიდეს მისნი ძმად ფიცნი მოლოცვა წარმომთხრობელი უქეს ხვარაზმშას დარჩომა ყოლ არა იყვნეს მგმობელი

214. მობრუნდეს გამარჯვებულნი ჩამოხდეს ჩრდილთა ხეთასა ტურფათა რასმე ბაღთასა ყოლ არ კატართა ტყეთასა მათ ნაომართა ჰშვენოდა მჯობდა მჯობთა ყოველთა მხნეთასა თქვეს თუ ვაჯობოთ ესე დღე მეტად ყოველთა დღეთასა

215. გამოისვენეს მაშვრალთა აბჯრითა ტანსა ახდითა პურობა სმა სიმღერითა სოფლისა ხელთა დახდითა მათი მებრძოლი მას დღესა მკვდრად ჩნდა არმისა წახდითა ხვარაზმშაჰ იჯდა ფერხითა მსგავსად ფერისა დახდითა

216. დილას ფრიდონ ავთანდილ და სხვათა სპათა თავნია ტარიელისსა მოვიდეს დახვდეს ლაშქარნი შავნია აწ მათგან სამოციქულოდ კაცი ჩანს შენაგზანია შესთვალეს ღმერთმან პატივგცა ტყვედ გყვანან შენნი მავნია

217. ვინადგან ღმერთმან პატივი ეგზომი დაგდვა დიდებით გმართებს რომ იყო საღმრთოსა საქმესა ზედა რიდებით აწ შენ რადმცა ჰქენ ეგ საქმე პირველსა ზედა მიდებით პირი აიღეთ გაუშვით ხვარაზმშას ამოდ მშვიდები

218. ტარიელ გასცა პასუხი მეტად წყნარი და მჭევრები ღმრთისაგან მე მჭირს წყალობა და თქვენგან დიდი ბევრები აწ სამჯერ თქვენგან დადგმულა ჩვენთვის შუბისა ტევრები დარჩეს გაუშვით ხვარაზმშაჰ აგრევ თავადი ბევრები

219. შევიდეს ნახეს ტარიელ და მადლსა გარდაიხდიდეს მერმე ადგეს და ხვარაზმშაჰ სად იყო მუნა მივიდეს უსალამეს მათ ორთავე თავის თავის მოიმშვიდესა გვერდსა დაუსხდეს ნაკრავთა უქებდეს და გაიცდიდესა

220. მერმე ჰკადრეს ჰე ხვარაზმშა ხელმწიფეო ბედნიერო მორჭმულო და თვით მპყრობელი ზნე უკლებო გონიერო გვიკვირს რაცა თქვენ გიქნია პირველ კაცო მეცნიერო რად აშვილეთ შვილი თქვენი ყოვლით ზნითა შვენიერი

221. თუ გასმიოდა ტარიელ ნახვითა ანუ სმენითა მემკვიდრე სადმე არისო რად არა მოიხსენი თა აწ გარდაუშვით პირველი სისხლი პირითა ჩვენითა აქათ წადით და მეფობით ბრძნითა გონებაენითა

222. ხვარაზმშა წყნარი სიტყვები თქვნა ბრძენთა სწავლა რიგისა პირველად ქება ავთანდილს და ნურადინს მიუგისა მე თქვენი ქება ვითა ვთქვა ბუდე ვარ აწ აუგისა მკლავს სირცხვილისა ლახვარი ბასრისა შუბ დაუგისა

223. ოდეს ძე ჩემი ეთხოვა სასიძოდ ჰინდოთ მეფესა მაშინ არსადით ვიცნობდით ტარიელს სისხლთა მჩქეფესა უმკვიდროდ ყოფა ეწერა მას წიგნსა მათსა სეფესა ამად ვერ მივხვდი მიგმობდით ჭკუასა დანაყეფესა

224. მართებდა თუმცა ტარიელს ებრძანა ჩემთვის კაცითა მართ ერთხელ ვითა ეგრეცა არ მრავლად კვლა და კვლაცითა მე ვარ მემკვიდრე პატრონი მე მმართებს ღმრთითა და ცითა ნუ მოსცემ შვილსა თვარ დავხვდე რაზმითა ცემა ტკაცითა

225. თუ მაშინ არ დამეშალა თქვენ უმართლე ხართ მდურვასა მე თავსაცავე ვაბრალობ მას საშინელსა ურვასა მაგრა უმეცრად შთავიჭერ ცრემლთა მორვისა ცურვასა ამად ვერავინ დამიშლის გულსა სისხლისა წურვასა

226. ეს ასრე იყო რაც გკადრე თქვენცა გასმოდეს მგონია თვარ გაიკითხენ ჰინდონი გკადრებენ უშმაგონია ავთანდილ ჰკადრა მეფეო ესე ვერ გაგიგონია მაგისთანანი სიტყვანი აწ არად სავარგონია

227. თავმან თქვენმან თუ მოგვისმენ ამას გკადრებთ დაუცდომლად სჯობს წახვიდეთ ტახტსა თქვენსა იყვნეთ სისხლთა დამთმო მჯდომლად არა გაკლდეს დიდებისა ხელი ცათა შეუცთომლად შენდობა ხამს რადგან ადამ აღარ დარჩა შეუნდობლად

228. ხვარაზმშა ბრძანებს ვინათგან თქვენ გწადს აგრე ვქნათ ვით ბრძანეთ მაგრა ნახეთ რა ძნელია ესე კარგად გაიგონეთ წინაშე ვარ გარდაუშვებ რადგან ასრე მიძაბუნეთ შემაკითხეთ სპათა ჩემთა თარას გვერდსა შემაგონეთ

229. ადგეს ფრიდონ და ავთანდილ ტარიას გამოეზრახნეს ხვარაზმშას სიტყვა ყოველი წყნარად თქვეს არ დაიზახნეს თარა ვაზირსა უხმობთო ვინ ბრძენთა გამოესახნეს მიდგეს ფრიდონ და ავთანდილ შიგანთა არ უვაგლახნეს

230. შიგნითა შეჰყივლეს ისმინეთ ჩვენი ხმა თქვენთვის ზარისა თარა ვაზირი გარდმოდგეს სახასო ბრძენთა თავისა ხვარაზმშა ბრძანებს ნახვა სწადს შენი არ ჭკუვად ავისა გამოდი ჩვენ გამოგინდობთ არ მიზდი გინდა ნავისა

231. გამოვიდა თარა ბრძენი პლატონისა დიდად დარი ხვარაზმელის მართ ნახვისა ღმრთისა ხვეწით მემუდარი რა ხელმწიფე მისი ნახა მუნ გაცოცხლდა ვითა მკვდარი თქვა თუ ღმერთო კურთხეულ ხარ აღარ ვნახე სასუდარი

232. თაყვანისსცა მერმე ყელსა მოეხვივა თარა ბრძენი მოახსენა ღმერთო რა ვთქვა მადლთა შენთა მე სიგრძენი ამა ომთა მოარჩინენ არ უობლენ წვრილნი ძენი რა მადლი ვთქვა რომ ასეთნი წყალობანი მიბოძენი