ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (A-654), XIX ს.

20. ჯერ დედოფალი ცოცხალა მკვდართაგან უფრო მკვდარია იბრძვის ლაშქარი ჰინდოთა თუც იმედ გარდამწყდარია გარეთ ციხენი წაუხმან ყველაი გარდამხდარია მზეო თქვენ შუქნი მიჰფინეთ ჰაი რა ავი დარია

21. მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა ჩვენცა შავი რამაზს წინა გამოვედით მისრულად ვთქვით ჩვენი თავი მეფე ჩვენი დიდი არის მათ ეწადა მისი ზავი გამოგვიშვა წავიდეთო არა გვიყო ყოლა ავი

22. რა ტარიელს ესე ესმა მეტად ფიცხლად აიყარა ეჯი სამდღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა დროშა მისი აიმართა წინა არა აიფარა აწ ნახეთ თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა

ტარიელისაგან ინდოეთს მისულა და ხატაველთ დამორჩილება

23. ინდოეთს ზედა წაადგა მუნ მთა და დიდი ქედია აჩნდა ლაშქარი უსახო მესაკვირველა მე დია ტარიელ ბრძანა მოყმენო აწ თქვენგან რა იმედია ადრე მოვიცლი იმათგან ღმერთი და ჩემი ბედია

24. იმა ლაშქართა უნახვან კვლავ ხრმალთა ჩემთა კვეთანი ერთხელ შემებნეს დავჰხოცენ შევქნენ აბჯართა ფეთანი ავთანდილ ჰკადრა რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ მიხვდეს ფერხითა ცვეთანი

25. დაეკაზმნეს საომარად გაამაყდეს გაჩაუქდეს ცხენთა შესხდეს უკეთესთა სახედარნი ასუბუქდეს ერთმანერთსა აჯობინეს მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს იგი ქედი ჩაიქროლეს ბუქისაცა უფრო ბუქდეს

26. წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს ტარიასთა გააქცივნეს მიეწივნეს ჩამოჰყრიდეს მოაგებეს მხარდაკრულნი მათ წინაშე მოასხმიდეს აიზიდნეს ვისნი ხართო ჰკითხეს ხანსა დარეზმიდეს

27. მათ მოახსენეს მეფეო ჩვენ ცუდად დაღორებულნი რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი უბრძანა წადით რეგვენნო თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი აცნობეთ თქვენსა პატრონსა მოვლენ გულითა ქებულნი

28. უბრძანა იტყვის ტარიელ მეფე ლაღი და ჯანია იგი ხელმწიფე მაღალი მებრძოლთა მემაჯანია ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენივე დარაჯანია შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა ცუდი ღა დაღრეჯანია

29. დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო ჰინდოეთსა ვით მოადეგ შმაგთაგანცა უფრო შმაგო აჰა მოველ იგი ცეცხლი რომე წმიდად ამოგდაგო ხრმალი ჩემი მოლესული შენსა ზედა დავაბლაგო

30. აწ დაემზადე მოპარვა მე შენი არა მწადიან შემები რაზმი გარდამწყევ წინასვე გამიცხადიან პირბოზო ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან მე ჩაბალახად გახმარნე რაცა გიმუზარადიან

31. დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს რამაზს უთხრეს ყველაკაი დამალვასა ვერა ჰსთმობდეს მოვიდაო ჰინდოთ მეფე ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს ვინცა ვითა გარდეხვეწოს იგი ერთი ორთა სჯობდეს

32. ინდოთ დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია დროშა არაბთა მეფისა მისსა თანავე ჰყუდია არაბთა იცის ყველამან მათი აბჯარი შუბია ფრიდონ მზე მოყმე რომელმან შექმნა სისხლისა გუბია

33. ცოტა წარვლეს გმოჩნდა ხუთასი ცხენოსანანი შეტევებასა ჰლამობდეს ყმანი არაბთა თანანი ტარიელ გაწყრა ნუ იქთო მისცნა სიტყვისა ნანანი მოვიდეს აჩნდეს უაბჯროდ ჰქონდეს არც თუ დანანი

34. ცხენთა ფერხთა მოეხვია მუხლმოყრილი შეეხვეწა მოახსენა შემიბრალე მისსა ძალსა ვინცა გხვეწა ნუ დამარჩენ ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე წა გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა

35. დაიკარგენით წაჰხვედით თქვენ წელნი მეათენია გახდეს ფრინველნი უმეფოდ არწივსა მოსტყდეს ფრთენია ამად შევმართენ საქმენი მათნი საკამათენია ადრე გამიტყდა სოფელი მართ ვითა კაბათენია

36. შინა წავიდეს გარდახდეს ეს თურე არ ლაყაბია რამაზ ჰყავს ორთა დედათა ყელსა მანდილი აბია შეშინებული საბრალოდ დუღდა მართ ვითა ქვაბია შეგცოდე მომკალ მე ხვალემ რამცა ვინ მიასაბია

37. ვიაჯი მომკალ მე ხვალემ ყველაი ჩემი ბრალია მერმე ხუთასი ვაზირი მყავს აქათ წაუვალია თავები დასჭერ ადინე სისხლი მართ ვითა წყალია სპა უბრალოა ნუ დაჰხოც ვტირ ამად გულმდუღარია

38. ყოვლთა მისცეს ზენაარი მიუყარნეს მუხლნი წინა ნუ დაგვხოცო მისსა ძალსა ვინცა აგრე მოგაწყინა ტარიელ დგას დაყმუნვებით რამაზ წინა მოეფინა ღმერთი ალხენს მონანულთა არ შეუნდობს კაცი ვინა