ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (A-654), XIX ს.

ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა

1. ქედსა ზედა გარდმოადგა, მეტად დიდი ქარავანი კაცები და სახედრები, ერთობ იყო შაოსანი გარეშემო მოეკვეცნეს, უკანამო დალალანი მეფე ბრძანებს მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი

2. მოასხნა იგი ვაჭარნი, და მათი უხუცესია უბრძანა ვინ ხართ შავითა, რად ტანი შეგიბლესია მათ მოახსენეს სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია ინდოეთს მისრით მოსრულთა, გვივლია გზა უგრძესია

3. გაეხარნეს მათ ვაჭართა, ჰინდოეთით მომავლობა მაგრა თავი უმეცარ ყვეს, არა მისცეს ყოლა გრძნობა უცხოურად ეუბნების, მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა არ ესმოდა ჰინდოური, არაბულად ყვეს უბნობა

4. უბრძანეთ გვითხარ ვაჭარნო, ამბავი ჰინდოეთისა მათ ჰკადრეს ზეცით მოსრულა, ჰინდოეთს რისხვა ზეცისა დიდსა და წვრილსა ყველასა, ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა, ცნობა აქვს ვითა შეთისა

5. თÂთ მათვე მათსა ამბავსა, უამბობს არის წყლიანი ფარსადან მეფე ჰინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი კბილ მარგალიტი ტან ალვა, ღაწვ ბადახშ ყორან თმიანი

6. მას ქალსა და ამირბარსა, ერთმანერთი შეუყვარდა ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა იგი ქალი პატარაი, მამის დასა გაეზარდა ბუქთა მისგან მონაქროლთა, ჰინდოეთი გარდაჰქარდა

7. მამიდა ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა თვითცა მოკვდა უბედური, მართ სიცოცხლოდ არად ვარგა იგი ქალი დაუკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა

8. სცნა ამირბარმან წავიდა, ლომი მის მზისა მძებნელად იგიცა წახდა ჰინდოეთს, გახდა მთვარე და მზე ბნელად ორნივე წახდეს პოვნაღა, მათი არს აწ საძებნელად მეფემან ბრძანა ჰე ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად

9. მეფე გაშმაგდა მათისა, უღონოქმნილი ძებნისა ვად შეიცვალა ჰინდოეთს, ხმა ქოს წინწილთა ებნისა ცოტასა ხანსა გავესძლო, დება სახმილთა გზნებისა აწ თვითცა მოკვდა შეიქმნა, ბოლო სრვისა და ტკეპნისა

10. რა ვაჭარმან ესე სიტყვა, თქვა საქმენი გააკვლადნა ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა ნარგისთაგან ნაწვიმარი, ღვარი ადგა თოვლი გადნა

11. მამკალ ქალსა თავმოხდილსა, თუ მზე ვითა ეურჩოსა სული ვარდსა დავამსგავსე, თავმოხდილი ყაყაჩოსა თუ ბრძენიცა მაქებარი, მისი იხმობს ვირებ ჩოსა ჰგავს თუ ტყუბი მარგალიტი, ზის ბროლისა ხარხაჩოსა

12. ქალი საბრალოდ მამასა, სტირს ბულბულისა მსგავსია თმა გაიგლიჯა გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია ვარდი შექნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა მხავსია მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია

13. იხოკს და იგლეჯს ზახილით, ტირს სიტყვახაფი უარე სისხლი და ცრემლი თვალთაგან, ჩამოსდის გარე უარე მოვჰხეო შენთვის მამაო, შვილი ყოველთა უარე ვერა გმსახურე ასულმან, ვერცა რა შეგაგუარე

14. ჩემთვის ბნელქმნილო მამაო ნათელო თვალთა ჩემთაო ჩემთა რა გაცნევს ამბავსა გულისა მონაცემთაო მზეო რადღა გაქვს სინათლე რადღა ანათობ თემთაო რად არ დაიქეც ქვეყანავ რადღა ჰმართიხარ ზე მთაო

15. ტარიელ მოსთქუამს გამზრდელო ჰა ჰა რა საქმე მსმენია მიკვირს თუ მზეღა რად ჰნათობს რად არა დაუჩენია მზე მოჰკვე ყოვლთა სულდგმულთა სოფელი აღარ შენია ღმერთსა მოჰმადლე შემინდევ რაცა შენ ჩემგან გწყენია

16. მაშინ გახდეს ყველაკანი მტირალად და ცრემლთა მღვრელად დიდი ხანი მოიტირეს თავის თავის გაუყრელად ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულ სადაგად არ თუ ჭრელად მაგრა ექმნნეს სულსა მღებელ კათოლიკოს მაწყვერელად

17. ზე ადგეს და მოახსენეს ჰე მნათობნო ცისა მზენო დასთმეთ გული დაიწყნარეთ ქენით რაცა მოგახსენო იგი ღმერთმან გაამაღლა ვითა ორბი მისნო ფრთენო აქ ყოფნა არა გვმართებს არცაღა გვცალს გლოვად ჩვენო

18. მადლი უბრძანეს აწვივნეს ქვე დასხეს ზე ადგომილნი მუნვე დგეს იგი ვაჭარნი პირსა ფერ ჰაერ კრთომილნი გაკვირვებულნი საბრალოდ მართ ვერას ვერ მიხდომილნი ებრძანა ძმაო რა გიკვირს ჩვენ იგი ვართ წახდომილნი

19. კვლავ უბრძანებდეს გვიამბეთ ამბავი დანარჩომია მათ მოახსენეს პატრონო ჰინდოეთს დიდი ომია მოსულა ხათა ლაშქარი ქალაქსა შემოსდგომია რამაზ არს ვინმე ხელმწიფე მათად პატრონად მჯდომია