... (H-1128), XIX ს.

1062. ავთანდილ უთხრა წადიო აგრე ქენ რაცა გწადიან მებაღე მირბის იხარებს ოფლი მკერდამდის ჩადიან ხათუნსა უთხრა ამბავი მე ესე დამიქადიან ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან

1063. ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა შვენის ჯუბა და მოხვევნა ძოწეულისა რიდისა მე მიხმო მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა

1064. ფატმან ხათუნს გაეხარნეს გააგება მონა ათი მოუკაზმეს ქარვანსრანი დააყენა ბარგი მათი შემოვიდა ღაწვი ვარდი ბროლ ბალახში მინა სათი მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი ლომსა თათი

1065. ზარი გახდა შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად იქით აქათ იჯრებოდეს უჭვრიტოთო ამას სრულად ზოგნი ნდომით შეფრფინვიდეს ზოგნი იყვნეს სულ წასულად მათთა ცოლთა მოიძულვეს ქმარნი დარჩეს გაბასრულად

ავთანდილისაგან ფატმანის ალაგში მისვლა ფატმანის მიგებება და სიხარული

1066. ფატმან ცოლი უსენისა გაეგება კართა წინა მხიარულად უსალამა სიხარული დაიჩინა ერთმანერთი მოიკითხეს შევიდეს და დასხდეს შინა ფატმან ხათუნს მოსვლა მისი შევითვატყე არ ეწყინა

1067. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე არ ყმაწვილი მაგრამ მზმელი ნაკუთად კარგი შავ გრემანი პირ მსუქანი არ პირხმელი მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული ღვინის მსმელი დია ედვა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი

1068. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს ღ~თო არ დაკარგა სვეს და ჭამეს დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ გა

1069. დილასა ლარი ყველაი უჩვენა გაახსნევინა ტურფანი სეფედ გარდასხეს ფასიცა დაათვლევინა ვაჭართა უთხრეს წაიღეთ აჰკიდა გააწევინა თქვა ვითა გინდა ვაჭრობდით ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა

1070. ყმა ვაჭრულად იმოსების არ ჩაიცვამს არას მისსა ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა ზოგჯერ იყვის ფატმანისსა ერგან სხდიან უბნობდიან საუბარსა არა მქისსა ფატმანს ჰკვლიდა უმისობა რამინისა ვითა ვისსა

ფათმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა

1071. სჯობს სიშორე დიაცისა ვისგან ვითა დაითმობის გილიზღებს და შეგიკვეთებს მიგინდობს და მოგენდობის მართ ანაზდად გიღალატებს გაჰკვეთეს რაცა დაესობის მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის

1072. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა სიყვარული მეტის მეტი მაემატა ცეცხლებრ სწვიდა დამალვასა ეცდებოდა მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა იტყვის რა ვქნა რა მერგების აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა

1073. მიღმა უთხრა ვაი თუ გასწყრეს შეხედვაცა დამიძვირდეს თუ არა ვსთქვა გავსძლებ ცეცხლი არა უფრო გამიხშირდეს ვსთქვა და მოვჰკვდე ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

1074. დაწერა წიგნი საბრალო მის ყმისა მისართმეველი მისისა მიჯნურობისა მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი შემარხეველი უსტარი შესანახავი არ ცუდად დასახეველი

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი

1075. ჱე მზეო ღ~თსა ვინადგან მზედ სწადდი დასაბადებლად მით შენგან მოშორვებულთა ლხინად არ ჭირთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწველად მათგან ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩანს დასაქადებლად

1076. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი შენთვის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან შენი შვენება ყოველთა აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან სრულად დამწვარვარ თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან

1077. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი თქვენსა ამისა თხრობასა მაგრა რა ვირგო დღე კრულმან სრულად გავყრილვარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწივე თვარა მივხვდები ცნობასა

1078. მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მამივიდოდეს ვსცნობდე გინდოდე საკლავად ან ჩემი რა გაგივიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს