... (H-1128), XIX ს.

1023. თქვა ქარავანი ეგჳპტით გამოვემართეთ ერითა ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ ფერითა მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს ძელის სახნისის წვერითა ყველაი წახდა არ ვიცი აქა მოსრულვარ მე რითა

1024. ლომო და მზეო ესეა მიზეზი აქა დგომისა დაბრუნდეთ გვეცემის ზიანი ას საზომისა შევიდეთ ვა თუ დაგუხოცნენ ძალი არა გვაქვს ომისა ვერ ვდგევართ ვერცა წავსულვართ ღონე წაგვსვლია რჩომისა

1025. ყმამან უთხრა ვინცა სჭმუნავს ცუდია და ცუდად სცთების რაცა საქმე მოვა ზენა მამავალიარ აგვცთების მე მივინდობ სისხლთა თქვენს ა შემოვისხამ დაცამწვთების ვინცა გებრძვის ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების

1026. მოქარავნენი აივსნენ სიხარულითა დიდითა თქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი არ ჩვენებრვე რიდითა აქვს თავისაგან იმედი ვიყვნეთ გულითა მშვიდითა შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა გამართეს ზღვისა კიდითა

1027. სიამოვნისა დარითა იარეს არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა მას ნავის ნავთა სალეწლად სახნისი გია ძელითა

1028. კიოდეს და მოდიოდეს იძახდეს და ბუკსა კრესა შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა ნუ იშიშვით თქვენ ამათსა სიალფესა ანუ დავხოც ამ ყველასა ან სიკვდილი ჩემი დღესა

1029. უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებნენ ჴმელთა სპანი განგებაა არ დავრჩები ლახვარნია ჩემთვის მზანი ვერ მიხსნიან ვერ ციხენი ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე ასრე ჩემებრვეა გულოვანი

1030. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ ომისაცა უმეცარნი შორს ისრითა არ დაგხოცნენ ჩაიხრჩენით თანა კარნი მარტო მნახეთ ვით შევიბა ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი მეკობრესა ნავისანი სისხლნი ნახოთ მონაღვარნი

1031. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ჴელითა ცალითა ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ შეუალითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა მტერნი დაჰხოცნა ხმალითა

1032. კიოდეს იგი ლაშქარნი ხმა მათი არ გასწყდებოდა აძგერეს ძელი რომელსა ზედა სახნისი გებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა არ თურე კრთებოდა კეტი ჰკრა ძელი მოტეხა სხვით არათ არ მიტყდებოდა

1033. ძელი მოსტეხა ავთანდილ დარჩა ნავ დაულეწელი შეშინდეს იგი ლაშქარნი გზა ძებნეს გარდსახვეწელი ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა მტერთა მი და მო მლეწელი არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი

1034. მათ ლაშქართა გულ უშიშრად ასრე ხოცდა ვითა თხასა ზოგნი ნავსა შეანარცხის ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა ერთმანერთსა შემოსტყორცის რვა ცხრასა და ცხრა კრის რვასა დამალულნი მკუდართა შუა იმალვიან ჰმალვენ ჴმასა

1035. გაუმარჯვდა ომი მათი ვითა სწადდა გულსა მისსა ზოგთა ჰკადრეს ზენაარი ნუ დაგვხოცო შენსა სჯულსა არ დახოცნა დაიმონა დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად იტყვის მოციქული შიში შეიქს სიყვარულსა

1036. კაცო ძალსა ნუ იკვეხი ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრუალი არას გარგებს ძლიერება თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი დიდთა ხეთა მოერევის მცირე დასწვავს ნაბერწკალი ღ~თი გფარავს სწორად გაკვეთს შეშა ვის ჰკრა თუნდა ხმალი

1037. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შეატყუბნა ქარავანსა დაუძახნა უსამ ნახა მხიარულმან გაეხარნეს არ იახნა ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად სასახავნი დიდნი სახნა

1038. ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა უნდა ვერცა მათ თქვეს ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა ქარავანმან იზრიალა თქვეს უფალო მადლი შენდა მზემან შუქნი შემოგვადგნა ღამე ბნელი გაგვითენდა

1039. მოეგებნეს აქ აკოცებდეს თავსა პირსა ფერხთა ხელსა ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა ვითა ჴელსა შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა

1040. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა შემოქმედსა არსთა მხედსა ვისგან ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქნადსა იგი იქმნას ყველაკასა იდუმალსა ზოგსა ცხადსა ჴამს ყოვლისა დაჯერება ბრძენი ჯერა მოწევნადსა

1041. ღ~თნ სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი თავით ჩემით რამცა ვქენი აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი გავასრულე რაცა ვთქვენი ნავი სრულად საქონლითა მამიღია ვითა ძღვენი

1042. ამოა კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს ამხანაგთათვის ეჯობნოს ვინცა მას თანა ხლებოდეს მიულოცვიდენ აქებდენ მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს შვენოდეს დაკოდილობა ცოტაი რამე ვნებოდეს