... (Q-1082), XVII ს.

929. ჩაიცვა: ტანსა: აბჯარი: ქცევითა: ვეფჴვებრ: მკრჩხალითა: მასჴელთა: კეტი: რკინისაჰქონდა: ჴელითა: ცალითა: ნავისა: თავსა: გულითა: წადგა: შიშშეუალითა: ვითა: მჭვრეტელნი: ჭვრეტითა: მტერნი: დაჴოცნა: ჴმალითა:

930. კიოდეს: იგი: ლაშქარნი: ჴმა: მათი: არ: გაწყდებოდა: აძგერეს: ძელი: რომელსა: ზედა: საჴნისი: ჰგებოდა: ყმა: ნავის: თავსა: უშიშრად: ქვე: დგა: არ: თურეკრთებოდა: კეტი: ჰკრა: ძელი: მოსტეხა: სხვად: არად: არ: მოსტყდებოდა:

931. ძელი: მოსტყდა: და: ავთანდილ: დარჩა: ნავდაულეწელი: შეშინდეს: იგი: ლაშქარნი: გზა: ძებნეს: გარდსახუეწელი: ვეღარ: გაესწრნეს: გარდუხლტა: მტერთა: მი: და: მო: მლეწელი: არ: დარჩა: კაცი: ცოცხალი: მუნ: მისგან: დაუფრეწელი:

932. მათ: ლაშქართა: გულუშიშრად: ასრე: ჰჴოცდა: ვითა: თხასა: ზოგი: ნავსა: შეანარცხის: ზოგსა: ჰყრიდა: შიგან: ზღუასა: ერთმანერთსა: შემოსტყორცის: რვა: ცხრასა: და: ცხრა: ჰკრის: რუასა: დაკოდილნი: მკვდართა: შუა: იმალვიან: მალვენ: ჴმასა:

933. გაუმარჯუდა: ომი: მათი: ვითა: სწადდა: მისსა: გულსა: ზოგთა: ჰკადრეს: ზენაარი: ნუ: დაგუჴოცო: შენსა: სჯულსა: არ: დაჴოცნა: დაიმონნა: დარჩომოდა: რაცა: წყლულსა: მართლად: იტყუის: მოციქულიშიში: შეიქს: სიყვარულსა:

934. კაცო: ძალსა: ნუ: იქადი: ნუცა: მოჰკვეხ: ვითა: მთურალი: არას: გარგებს: ძლიერება: თუ: არ: შეგწევს: ღრმთისა: ძალი: დიდთა: ხეთა: მოერევის: მცირე: დასწვავს: ნაბერძკალი: ღ~თი: გფარავს: სწორად: გაჰკუეთს: შეშა: ვის: ჰკრა: თუნდა: ჴრმალი:

935. მუნ: ავთანდილ: საჭურჭლენი: მათეულნი: დიდნი: ნახნა: ნავი: ნავსა: შეატყუბნა: ქარავანსა: დაუზახნა: უსამ: ნახა: მხიარულმან: გაეხარნეს: არ: იახნა: ჰკადრესხოტბა: ქებად: მისად: სასახავნი: დიდნი: სახნა:

936. ავთანდილის: მაქებელად: ათასიმცა: ენა: ენდა: ვერცა: მათ: თქუეს: ნაომრობა: როგორ: ტურფად: დაუშუენდა: ქარავანმან: იზრიალა: თქუეს: უფალო: მადლი: შენდა: მზემან: შუქნი: შემოგუადგნა: ღამე: ბნელი: გაგუითენდა:

937. მოეგებნეს: აკოცებდეს: თავსა: პირსა: ფერჴთა: ჴელსა: ჰკადრეს: ქება: უსაზომო: მას: ტურფასა: საქებელსა: მისი: ჭვრეტა: გააშმაგებს: კაცსა: ბრძენსა: ვითა: ხელსა შენგან: დავრჩით: ჩუენ: ყოველნი: ფათერაკსა: ეზომ: ძნელსა:

938. ყმამან: უთხრა: მადლი: ღ~თსა: შემოქმედსა: არსთა: მხადსა: ვისცა: ძალნი: ზეციერნი: განაგებენ: აქა: ქნადსა: იგი: იქმან: ყუელაკასა: იდუმალსა: ზოგსა: ცხადსა: ჴამს: ყოვლისა: დაჯერება: ბრძენი: სჯერა: მოწევნადსა:

939. ღ~თნ: სულსა: ეგოდენსა: თქუენ: გათნივა: სისხლი: თქვენი: მე: გლახ: რა: ვარ: მიწა: ცუდი: თავით: ჩემით: რამცა: ვქენი: აწ: დავჰჴოცენ: მტერნი: თქუენნი: გავასრულე: რაცა: ვთქუენი: ნავი: სრულად: საქონლითა: მამიღია: ვითა: ძღვენი:

940. ამოა: კარგსა: მოყმესა: რა: ომი: გამარჯვებოდეს: ამხანაგთათვისეჯობნოს: ვისცა: მას: თანა: ჰხლებოდეს: მიულოცვიდენ: აქებდენ: მათ: აგრე: მყოფთა: სწბებოდეს: შვენოდეს: დაკოდილობა: ცოტაი: რამე: ვნებოდეს:

941. იგი: ნავი: მეკობრეთა: მას: დღე: ნახეს: არა: ხვალეს: მუნ: დებულთა: საჭურჭლეთა: ამარიმცა: ვით: დათუალეს: მათსა: ნავსა: გარდმოიღეს: ნავი: სრულად: გარდმოსცალეს: დალეწეს: და: ზოგი: დაწუეს: შეშა: დრამად: არ: გაცვალეს:

942. ავთანდილს: უსამ: მოართვა: ვაჭართა: შემოთულილობა: შენგან: ვართ: გამაგრებულნი: ჩვენ: ვიცით: ჩვენი: ფლიდობა: რაცა: გვაქვსიგი: შენია: ამას: არ: უნდა: ცილობა: რასაცა: მოგვცემ: გუიბოძე: გუიქნია: აქა: ყრილობა:

943. ყმამან: შესთუალა: ჰე: ძმანო: წეღანცა: მოგისმენია: ღ~თსა: შეესმა: ნაკადი: რაცა: თქუენ: თვალთა: გდენია: მან: დაგარჩინნა: მე: რა: ვარ: მე: გლახ: რა: მამილხენია: რა: გინდა: მამცეთ: რას: ვაქნევ: მე: ვარ: და: ჩემი: ცხენია:

944. მე: თუმცა: რამცა: მინდოდა: საჭურჭლე: დასადებელი: ჩემსაცა: მქონდა: ურიცხვი: უსახო: ლარსაგებელი: რას: ვაქნევ: თქუენსა: რასგინდა: ოდენ: ვარ: თანამხლებელი: სხვაგან: რამე: მიც: სხუა: საქმე: თავისა: წასაგებელი:

945. აწ: რაცა: აქა: ვიშოვე: საჭურჭლე: დაუთუალავი: რაცა: ვის: გინდა: წაიღეთ: არვისი: ვიყო: მლალავი: ერთსა: ვიაჯი: მიაჯეთ: სააჯო: არსაკრძალავი: საქმე: რამე: მიც: თქუენშია: თავისა: დასამალავი:

946. ჟამამდის: ჩემსა: ნუ: იტყუით: არ: თქუენსა: პატრონობასა: თვით: თავადია: ჩუენი: თქო: ნუ: მიჴმობთ: ჭაბუკობასა: მე: სავაჭროსა: ჩავიცუამ: დავიწყებ: ჩუბაჩობასა: თქუენ: შემინახეთ: ნამუსი: თქუენსა: და: ჩემსა: ძმობასა:

947. ესე: საქმე: ქარავანსა: გაეხარნეს: მეტად: დია: მოვიდეს: და: თაყუანის: სცეს: ჰკადრეს: ჩვენი: იმედია: რაცა: აჯა: ჩვენ: გვმართებდა: იგი: თქუენვე: გიაჯია: მას: ვმსახუროთ: ვისი: პირი: მზისა: პირად: გაგუიცდია:

948. მუნით: წავიდეს: იარეს: არ: თურე: ხანსა: ზმიდიან: მიხვდეს: ტაროსსა: ამოსა: ნიადაგ: ამოდ: ვლიდიან: შეჰფრფინვიდიან: ავთანდილს: ქებასა: შეასხმიდიან: მას: მარგალიტსა: მას: ყმასა: კბილთაფერსა: სძღვნიდიან: