... (Q-1369), 1823 წ.

947. მოი მთვარეო შემიბრალე ვილევი და შენებრ ვმჭლდები მზე გამავსებს მზევე გამლევს ზოგჯერ ვსხვდები ზოგჯერ ვწვლდები მას უამბენ სჯანი ჩემნი რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები მიდი უთხარ ნუ გამწირავს მისი ვარ და მისთვის ვკვდები

948. აჰა მმოწმობენ ვარსკულავნი შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშთარი და ზუჰულ ჩემთვის ბნდებიან მთვარე ასპიროზ მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან მას გააგონენ რანიცა ცეცხლი უშენოდ მდებიან

949. აწ გულსა ეტყვის ვითამცა გდის ცრემლი არ გაგხმობია რას გარგებს მოკლვა თავისა ეშმა ძმად თურე გძმობია მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ ლხინი რა დასათმობია

950. თუ დავრჩეო ესე მიჯობს სიცოცხლისა იტყვის თუსა ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა ნუ ვიზახი მიწყივ უსა მიიმღერის ხმასა ტკბილსა არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა

951. რა ესმოდის მღერა ყმისა სმენად მხეცნი მოვიდიან მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან ისმენდიან გაჰკვირდიან რა ატირდის ატირდიან იმღერს ლექსთა საბრალოთა ღვარისაებრ ცრემლნი სდიან

952. მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი კლდით ნადირნი წყალშიგ თევზნი ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი ჰინდოარაბსაბერძნეთით მაშრიყით და მაღრიბულნი რუსნისპარსნი მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა

953. ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა შორით ნახა მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადნა ჰკითხა ვინ ხართ თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა ეს სამეფო ვისი არის ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა

954. მათ მოახსენეს ტურფაო სახითა და ნაგებითა გვეუცხოვე და გვეკეთე მით გეუბნებით ქებითა აქამდის ზღვარი თურქთაა მომძღვრე ფრიდონის ზღვრებითა ჩვენცა ვისნი ვართ გიანბობთ თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა

955. ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა მოყმე მხნე უხვი ძლიერი ფიცხლად მამხლტომი ცხენისა ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა იგია ჩვენი პატრონი მსგავსი ცით შუქთა მფენისა

956. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქვენსა ვეძებ მასწავლეთ თუ სით წავიდე რა ვიარო ოდეს მივალ ან გზასა აქვს რა სიდიდე მენავეთა უწინამძღვრეს არ დააგდეს გზამდის კიდე

957. მოახსენეს ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი მშვილდფიცხელი მახვილხრმალი აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო ფერად ლალი ვა რად დაგვწვენ უცხომ უცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი

958. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო რად ხართ ჩემთვის გულმოკლულნი ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერნაკლულნი თქვენმცა მაშინ გენახენით ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით ჩვენგან სხდიან მხიარულნი

959. იგი წავიდა დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა მიაცორვებს და მიუბნობს მოსთქუამს მისსავე ლხინასა ნარგისნი ქუხან ცრემლსა წვიმს ჩარცხის ბროლსა და მინასა

960. ვინცა გზას ნახნის უცხონი მსახურებდიან ჰყმობდიან მოეხვივნიან საჭვრეტლად მას ზედა სტრფიალობდიან ეძნელებოდის გაშვება გაყრასა ძლივ დასთმობდიან გზის ყოლაუზი მისციან ჰკითხის რა უამბობდიან

961. მულღაზანზარს მიეახლა ადრე დალევს გზასა გრძელსა მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა ყოვლგნით ალყა შემოეკრა მოსდგომოდეს გარე ველსა ისვრიან და იზახიან მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა

962. კაცი ემთხვია მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა უბრძანა ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა მან უთხრა ფრიდონ ხელმწიფე მეფე მულღაზანზარისა იგი ნადირობს შეუკრავს ნაპირი ველშამბნარისა

963. მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა გამხიარულდა შვენება მის ყმისა ვჰთქვიმცა მე ვითა მისთა გამყრელთა დააზრობს შემყრელთა დასწვავს მზე ვითა ნახოს მჭვრეტელთა ახელებს ტანი ლერწამობს ხე ვითა

964. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა ყმამან ცხენი შეუტია გაამაყდა არ შეშინდა შესტყორცნა და ჩამოაგდო დაეცა და სისხლი სდინდა გარდახდა და ფრთენი დასჭრა წყნარად შეჯდა არ აქშინდა

965. იგი რა ნახეს მესროლთნი სროლასა მოეშლებოდეს ალყა დაშალეს მოვიდეს მოეხვეოდეს ბნდებოდეს იქით და აქათ უვლიდეს ზოგნი უკანა ჰყვებოდეს ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო ვერცა რას ეუბნებოდეს