... (A-530), XIX ს.

488. ასრე წვა რომე არ გვანდა, მკვდარი სამარის კარისა ორგნით ჰსჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს ჰსდის ღვარი ცრემლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა კულა წყალსა ასხამს უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა

489. ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა მერმე სულად მოაქცია , ცეცხლი წყლითა დაუშრიტნა თქვა ცოცხალვარ საწუთრომან, ჯერცა ჩემი სისხლი ჰხვრიტნა

490. ზე წამოჯდა ფერ მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად ვარდი სრულად შექნილიყო, ზაფრანად და ვითა სპეტად დიდხან მათად აღარ ცალდა, საუბრად და არცა ჭვრეტად დარჩომა და არ სიკუდილი, მას უმძიმდა მეტის მეტად

491. ავთანდილს უთხრა ისმენდი, ცნობა მიძს ვითა ხელისა გითხრა ამბავი ჩემი და, ჩემისა დამმარხველისა ლხინად მიჩანს შეყრა მოყურისა, მის შენგან შეუყრელისა მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა

492. ასმათის ნახვა მიამა, ჩემად მის საესავისა წიგნი რა ვნახე მამართვა, ესე საბამი მკლავისა მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რისმე შავისა

აქა წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად მინაწერი ,

493. მიუწერა მზეო შუქი, შენი შენგან მონაფენი გულსა მეცა გამიცუდდეს, სიჩაუქე სიალფენი ხელმანგავიცადენ შენნი, სინატიფე სიტურფენი სულთა ნაცულად სამსახურნი, რამცა ვითა გიმუქფენი

494. მაშინ ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე აწ ჩემთვისცა ესე ჟამი, მასვე ჟამსა დავადარე სამხრე შენი მამივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე რომე მართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე

495. გაღანამცა ვიწინაშე, აჰა რიდე რომე მთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ჰპოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა მარგე მოვე სოფელს მყოფსა უშენოსა, კაცსა ვისმცა შევეპოვე

496. ქალი ადგა გამეყარა, დავწევ ამოდ დამეძინა მაგრა შევკრთი საყვარელი, ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძა აღარა მყვა, სულდგმულობა მამეწყინა ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა

497. დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ ვსცან მათი ამბავი, წასლვა ვჰქენ მითვე წამითა ვნახე ორნივე ერთგან სხდეს, სახითა ოდენ სამითა რა მიველ მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა

498. გვიბრძანეს თუ ღ~თნ, ასრე დაგვაბერნა დაცაგვლია ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია ყმა არ მოგვცა ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია ყმისა არ სმა არა გვაგვა, ამად ზედან წაგვითვლია

499. აწ ქალისა ჩვენისათვის, ქმარი გვინდა სად მოვნახოთ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევინახოთ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა, რხმალი ჩვენთვის არ ვამახოთ

500. ვთქვით თქვენი ძისა არა სმა, გულსა ვით მიეფარების მაგრამ ხმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების ვისცა თხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების სხვამცა რა გკადრეთ თვით იცით, მაგას რა მოეგვარების

501. დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული უც თუცა მელია ვთქვი ჩემგან დაშლა, ამისი არ ითქმის არ საქმნელია მეფემან ბრძანა ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ, მისებრივ არ რომელია

502. რომე პირველვე დაესკუნა, მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება, მართ ამბად არ ეგებოდა ოდენ დავმიწდი დავნაცრდი, გული მი და მო ჰკრთებოდა

503. დედოფალმან თქვა ხვარაზმშა, მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოდ, ჩვენთვის სხვა სჯობდეს რომელი შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რადგან თვით იყვნეს მდომელნი მოწმობა დაესკუნა დავრთე, დღე ჩემი სულთა მხდომელი

504. გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას, წინა შვილისა მთხოველი შესთვალეს გახდა უმკვიდროდ, სამეფო ჩვენი ყოველი არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე გასათხოველი თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი

505. კაცი მოვიდა აევსო, ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდა ხვარაზმშას, სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგვხუდა ღ~თისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილსამცა, ჩვენ ხელსამცა რასა ვხდიდითა

506. კულა გაგზავნეს სხვანი კაცნი, სასიძოსა მოყვანებად დავედრეს ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშვრალი ნაბურთალი, საწოლს შეველ მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა, ვიწყავ ჭირთა მოპოვნებად