... (A-530), XIX ს.

469. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა, ქალაქი შუკა და ბანი ომ გარდახდილსა მშვენოდეს, მე ენიანნი კაბანი ფერმიხდილ გვარად ვშვენოდი, ვარდი ცრემლითა ნაბანი ვინცა მიჭვრეტდის ,ბნდებოდის, მართალად არის კატაბანი

470. რიდენი რომე მეშოვნეს, ქალაქსა ხატაველთასა იგი მეხვივნეს მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა მეფე გარდახდა დარბაზთა, შევედით ჩემთა მზრდელთასა შევხედენ დავკრთი ელვასა, ღაწვთა მზეებრ ნათელთასა

471. მას მზესა ტანსა ემოსნეს, ნარინჯის ფერნი ჯუბანი ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას დასად უბან უბანი სრულად ნათლითა აევსო, სახლი შუკა და უბანი მუნ ვარდსა შუა შვენოდეს, ძოწ მარგალიტნი ტყუბანი

472. ნაომარსა დაკოდილსა, ხელი ყელსა ჩამომება დედოფალი საჯდომთაგან, ადგა წინა მომეგება ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება მითხრა ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება

473. ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ სადა მიამებოდა პირის პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კუდებოდა მალვით უჭვრეტდი მიჭვრეტდა, სხვად არად მეგონებოდა თვალნი მოვჰსწყვიტდი სიცოცხლე, ამითა მეარმებოდა

474. შეიქნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა სხვა გახარება ასეთი, არს უნახავი თვალისა ჯამი და ჭიქა ყოველი, ფეროზისა და ლალისა არვისი ბრძანა მეფემან, არცა გაშვება მთურალისა

475. მე მუნა მყოფი მივეცი, შვებასა მეტის მეტასა რა შემამხედნის შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი, გულსა შმაგსა და რეტასა რა უამეა პირის პირ, საყვარელისა ჭურეტასა

476. დააგდეს მღერა მუტრიბთა, სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს შვილო ტარიელ, ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი, მით ჩვენნი ვაგლახ არიან მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან

477. აწ თუმცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ მაგა კაბათა, არ აგხდით ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქი მოგიფენიან თვით შეიკერე რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

478. კულაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა კულა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითტა და ჩანგთა ჟღერა დედოფალნი წამოვიდნეს, შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილ პირამდის სიხარულსა, სიხარული ჰგვანდა ვერა

479. ავიყარენით მიგვჭირდა, სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შამოველ შემექმნა, ცნობა მათ ვითა შეთისა ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა, მე იმა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის, გონება მისგან ჭურეტისა

480. მონა მოვიდა მიამბო, ამბავი მე მართალიო თქვენსა ამბავსა იკითხავს, აჯიღოსანი ქალიო მაშინვე ვიცან ავიჭერ, ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალიო მოვიდა ვნახე ასმათი, ჩემს წინა მომავალია

481. მე მისთვის ვკუდები მიამა, ასმათის ნახვა მე მისად აღარ მიუშვი ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის სცემისად ხელი მოვკიდე დავისვი, ახლოს ტახტისა ჩემისად ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა, მორჩი ალვისა ხე მისად

482. მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურას მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არა სთნებია დღეს ერთმანერთი გინახავსთ, და ტურფად მოგწონებია აწ კულაცა ცნობა ამბვისა, მას ჩემგან უბრძანებია

აქა წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთა თანა მოწერილი,

483. წიგნი მამართვა ჩავხედენ, პირისა ხმელთა მნათისა ეწერა ვნახე სიტურფე, წყალ ჯავარისა შენისა ომ გარდახდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა არ ავი მიმჩანს მიზეზი, ჩემისა ცრემლთა დენისა

484. ღ~თნ თუმცა ენა ჩემი, ქებად შენად უშენოს შენთვის მკუდარი აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდ გიშერნი, ბაღი ბაღად უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი, არვის მართებს უშენოსა

485. თუმცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარ იდენ, გულსა ჭირსა არიდენო შენი მჭვრეტნი შენთა მჭვრეტთა, აგინებენ მარიდენო რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო

486. იგი მე მამცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს რა მნახო გიამოს, შენეულითა მშვენოდეს ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი განღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა, სხვა ღამე არ გაგთენოდეს

487. აქა მხეც ქმნილი ტარიელ, ტირს ჭირი ეათასების თქვა მე მაქვს სამხრე რომელი, კვლა წინას მკლავსა მას ების იგი შეიხსნა აიღო, თვალვით არ დაიფასების პირსა დაიდვა დაცაბნდა, ქვე მკვდართა დაედასების