ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

20. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს, ხუალე სხუა, სთმობდეს გაყრისა თმობასა; ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა. კარგი მიჯნური იგია, ვინ იქს სოფლისა თმობასა

21. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა ჭირთა, მალვა, თავის წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა, შორით ბნედა, შორით კდომა, შორით ალვა, შორით დაგვა, დასთმოს წყრომა მოყურისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

22. ჴამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს, არ ბედითად ჰაჲ ჰაჲ-ს ზმიდეს, მოყუარესა აყივნებდეს, არსით უჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს მისთუის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთუის ცეცხლსა მოიდებდეს.

23. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყუარე გაამჟღავნოს? ამის მეტი რამცა ირგო, მას ავნოს და თუითანც ივნოს, რითამცაღა ასახელოს, რა სიტყუითა მოაყივნოს რა ჰგავა, თუ მოყუარესა კაცმან გული არ ატკივნოს.

24. მიკუირს, კაცი რად იფერებს საყუარლისა სიყუარულსა: ვინცა უყუარს, რად აყივნებს მისთუის მკუდარი, მისთუის წყლულსა! თუ არ უყუარს, რად არა სძულს, რად აყივნებს, რაცა სძულსა?! ავსა კაცსა ავი სიტყუა ურჩევნია სულსა, გულსა.

25. თუ მოყუარე მოყურისათვის ტირს, ტირილსა ემართლების; სიარული, მარტოობა შუენის, გაჭრად დაეთულების; იგონებდეს, მისგან კიდე ნურა ოდეს მოეცლების, არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა იახლების.

26. ჩემი აწ ცანით ყუელამან, მას ვაქებ, ვინცა მიქია; ეს მიჩანს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია! იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია; მისი სახელი შეფარვით ქუემორე მითქუამს, მიქია.

27. ვთქუა მიჯნურობა პირველი და ტომი გუართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა; იგია საქმე საზეო, მამცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობაცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

28. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკუიანნი ვერ მიხუდებიან, ენა დაშურების, მსმენლისა ყურნიმცა დავალდებიან; ვთქუენ ხელობანი ქუენანი, რომელნი ჴორცთა ხუდებიან; მართ მასვე ბაძავენ, თუ ოდეს არ სიძუენ, შორით ბნდებიან

29. მიჯნური შმაგსა გუიქუიან არაბულითა ენითა, მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიჴვდომისა წყენითა; ზოგთა აქუს საღმრთო სიახლე, დაშურების აღმაფრენითა, კულა ზოგთა ქუე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.

30. მიკუირს, კაცი რად იფერებს საყუარლისა სიყუარულსა: ვინცა უყუარს, რად აყივნებს მისთუის მკუდარი, მისთუის წყლულსა! თუ არ უყუარს, რად არა სძულს, რად აყივნებს, რაცა სძულსა?! ავსა კაცსა ავი სიტყუა ურჩევნია სულსა, გულსა.

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

31. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სუიანი, მაღალი, უხუი, მდაბალი, ლაშქარ მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თუით მეომარი უებრო, კულა მოუბარი წყლიანი.

32. სხუა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული, სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული; მან მისთა მჭურეტთა წაუღის გული, გონება და სული, ბრძენი ჴამს მისდა მაქებრად და ენა ბევრად ასული.

33. მისი სახელი თინათინ – არს ესე საცოდნარია! რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია. მეფემან იჴმნა ვაზირნი, თუით ზის ლაღი და წყნარია, გუერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბარია.

34. უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:– რა ვარდმან მისი ყუავილი გააჴმოს, დაამჭნაროსა, იგი წაჴდების, სხუა მოვა ტურფასა საბაღნაროსა,– მზე ჩაგუისვენდა, ბნელსა ვსჭურეტთ, ღამესა უმთუაროსა.

35. “მე გარდასრულ ვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხუალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია! ჩემი ძე დავსუათ ჴელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

36. ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ბრძანეთ თქუენი ბერობა? ვარდი თუ გაჴმეს, ეგრეცა გუმართებს მისივე ჯერობა: მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა. მთუარესა მცხრალსა ვარსკულავმან ვითამცა კადრა მტერობა!

37. მაგას ნუ ბრაძანებთ, მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია, თქუენი თათბირი ავიცა სხუისა კარგისა მჯობია; ჴმდა გაღანამცა საქმნელად, რაცა თქუენ გულსა გლმობია: სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.

38. თუცა ქალია, ჴელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქუენოდ გუითქუამს კულა დია; შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია, ლეკუი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხუადია”.