... (A-530), XIX ს.

354. დღენი გამოხდეს მე გული, უფრორე დამწვეს მე ალთა ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა, დამიწყეს მოსულა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდახდა, სოფლისა ლხინთა და ვალთა

355. მათ ვერა მარგეს მე გულსა, ბინდი დამეცა ბნელისა სხვამან ვერავინ შემატყო, დება ცეცხლისა ცხელისა სისხლი დამწამეს მეფემან, ბრძანა გახსნევა ხელისა გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა

356. ხელ გახსნილი სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა ჩემი მონა შემოვიდა, შევხედენ თუ თქვას რა მინა მონააო ასმათისა, შამოყვანა უთხარ შინა გულსა შინა დაუზრახე, რა მპოვაო აქა ვინა

357. მონამან წიგნი მამართვა, მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატყევ ლამობდა, მოსვლისა მოსწრაფებასა პასუხად ვსწერდი ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა მოხვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ, მოსლვისა დაზარებასა

358. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი, ეგე ვით დაგაღონებენ ამილბარი ვარ ხელმწიფე, სრულად ჰინდონი მმონებენ აზრად შეიქმენ საქმესა, ათასჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა, არეთა არ მარონებენ

359. კაცი მოვიდა მეფისა, ჰსწადსო ამბვისა სმინება მოყვანა უთხარ ებრძანა, ქნაცა სისხლისა დინება მე ვჰკადრე ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის, კულა უფრო მართებს ლხინება

360. დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს, ამის მეტსა ნუ იქ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა შეჯდა ქორნი მოუტევნა, დურაჯები დაინაბა მშვილდოსნები გასაგანნა, იტყოდიან შაბაშ შაბა

361. შინა დავსხედით ნადიმად , მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი, არ იყვნეს სულ დაღებულნი მეფემან გასცა მრავალნი, თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს, მას დღესა მათნი ხლებულნი

362. ვეცდებოდი არა მცალდა, სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო, მედებოდა გულსა ალვად ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად შევქმენ სმა და ნადიმობა, პატიჟთა და ჭირთა მალვა

363. მოლარემან შინაურმან, ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე იკითხავსო, ინახვისცა ამილბარი ზეწრით თავი მოუხურავს, პირი ბრძენთა საქებარი ვარქვი საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი

364. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით, აემზადნეს ასაყრელად შარდი უთხარ ნუ ასდგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად გამოველ და საწოლს შეველ, მონა დადგა კარსა მცველად გული მივეც თმობა ქნათა, აუგისა საკრძალველად

365. კარსა შევდეგ ქალი წინა, მომეგება თაყუანი მცა მითხრა მოსლვა თქვენს წინაშე, კურთხეულა რამან ღირმსცა გამიკვირდა მიჯნურისა, თაყვანება ექნა ვისმცა ვთქვი არ იცის აშიკობა, თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

366. მითხრა დღე ეგე სირცხვილად, მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე, მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა, შენგან ცდისაღა მალობა ამას თუ ღირს ვარ ვერ ვიტყვი, მაკლია ღ~თისა წყალობა

367. ადგა მითხრა თქვენს მკრძალვასა, ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭვ რაცა პატრონისა, ბრძანებასა უთქმევია ეზომს დიდი შემართება, გულსა მისსა უთნევია ამა წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის ვისცა უთქმევია

აქა წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი-

368. წიგნი ვნავხე მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა მოეწერა მზისა შუქსა, ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოკუდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს, ყველაკასა ჩემგან თქმულსა

369. ბედითი ბნედა სიკუდილი, რა მიჯნურობა გგონია ჰსჯობს საყვარელსა უჩვენნე, საქმენი საგმირონია ხატაეთს მყოფნი ყველანი, ჩვენნი მოხარაჯენია აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა, ჩვენგან არ დასათმონია

370. შენგან ჩემისა ქმრობისა, წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად, კულა ჟამი არ მამხდომია ძოღან ხელ ქმნილსა გიჭვრეტდი, კუბოსა შიგან მჯდომია მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია

371. მართლად გითხრობ მომისმინე, ესე რაცა მოგახსენე წა შეები ხატაელთა, თავი კარგათ გამაჩვენე გიჯობს ცუდათ ნუღარა ჰსტირ, ვარდი კულავდმცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა ბნელი გაგითენე

372. ასმათი მეუბნებოდა, უშიშრად არ მეკრძალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალვოდა გული მი და მო მიარდა, ჰკრთებოდა და მემალოდა მით პირი ჩემი გაბროლდა, და ღაწვი გამელალვოდა