... (A-530), XIX ს.

410. მეძნელებოდა სიშორე, მისი ბროლ ბალახშ მინისა მე გამიახლდა სინათლე, მქონდა სიმრავლე ლხინისა ჩემად ჰსჩნდა იგი სინათლე, ეთერით მზედ ნაჩინისა აწ მიკვირს მისი გაყრელი, გული მიც კლდისა ტინისა

411. დილასა შევჯე უბრძანე, ჰკარით ბუკსა და ნობასა სრულად სპათასა ვერ გითხრობ, არ შესხდომილად მზობასა ლომმან მივმართე ხატავეთს, ვერვინ მიზრახავს მხრდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდენ გზობასა

412. დავაგდე მზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია მან მითხრა მოციქულობა, გულისა მოსაფხანია ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენნი ინდოთა თხანია

413. მე შემამძღუნეს რამაზისგან, ძღვნად საჭურჭლე საშინელი გითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ, არის შენგან არ საქნელი ზენაარი გამოგვიღე, მით გუაბია წელსა წნელი მოურბევლად მოგახსენნეთ, თავნი შვილნი საქონელი

414. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე, თვით ჩვენცა შეგვინანია თუ ღ~თითა შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია არ ასწყდეს ქვეყანა ჩვენი, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია შენ მოგცეთ ციხე ქალაქი, მოგყვენ ცოტანი ყმანია

415. გვერდსა დავისვი ვაზირნი, ვიუბნეთ გავეზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი, ბერნი მით გკადრებთ გლახ ენით არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კულაცა ვნახენით არამცა მოგკლან ღალატად, არამცა ვივაგლახენით

416. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე, კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, ჰსცნობდენ ამბავსა კაცითა გულ მართლად იყუნენ მიენდე, აფიცე ღ~თითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შერისხდი, რისხვითა კვლა და კვლაცითა

417. მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები შევსთვალე რამაზ მეფეო, ვსცან შენი დანაპირები სიკუდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები ლაშქართა დავყრი ცოტათა, წამოვალ შენ კერძ ვირები

418. მათ ლაშქართაგან სამასნი, კარგნი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს წაცაველ, დავჰყარენ სპანი ყველანი დავედრე სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი ახლოს მამდევდით მიშველდით, გიხმობ თუ მინდა შველანი

419. სამ დღე ვიარე მემთხვია, სხუა კაცი მისვე ხანისა კულა ეძღვნა უცხო მრავალი, შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე, შენ ლაღისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშინ ჰსცნა, შენ ძღნობა ამისთანისა

420. კულაცა ეთქვა მართალია, აზომ ჩემი მონახსენი მე თვით წინა მოგეგები, მესწრაფების ნახვა შენი მოახსენე დია ღ~თო, ბრძანება ვქნა მეცა თქვენი ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა ძენი

421. მუნით წასული ჩამოვხედ, ტევრისა რასმე კიდესა კულა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა, ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი, თქვეს მართლად ინატრიდესა

422. მითხრეს მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული, ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი არ მზირები მეტად ამოდ უალერსე, ერთგან დაწვეს ვით მაყრები

423. კარგი საქმე კაცსა ზედა, აზომ თურმე არ წახდების ერთი კაცი უკუმორესწთა, მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაქვსო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების გაწირვა და დავიწყება, ჩემგან თქვენი არ იქნების

424. მე მამისა თქვენისაგან, ვარ ცოტაი განაზარდი თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვარდი მკუდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი პირი ვარდი ყოველსავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი

425. რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი, სპანი ასჯერ ათასობენ კულა სხვაგან გიდგს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ

426. მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭურეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან რა ერთსა გცემენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან

427. მას კაცსა ამოდ ვეუბენ, და მადლსა გარდვიხდიდია რომე არ მოვკუდე შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი მათთანა ვლიდია თუ დაგივიწყო უთუოდ, მემცა ვარ განაკიდია

428. არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია რაცა იქნების იქნების, ყოვლი თათბირი ჰსწორია მაგრა სპათაკენ გავგზავნე, კაცი თუცა გზა შორია შევთვალე ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია

429. მე დილასა მოციქულთა, სიტყვა ტკბილი შევუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი, მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მამკლავს, ქვემცა სადა დავიმალე