... (A-530), XIX ს.

391. შევჯე წამოველ მსდიოდა, ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოვე ხელ ქმნილსა, ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქენ, მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია მეწადა, არ გათენება დილისა

392. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსულისა დრონია სიტყვანი შემოეთვალნეს, ლაღნი და უკადრონია არცა რამ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არ ციხე უმაგრონია ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია

აქა წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად,

393. მოეწერა რამაზ მეფე, წიგნს გიწერ ტარიელსა გამიკვირდა რა ეწერა, წიგნსა შენგან მონაწერსა რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ პატრონობ ბევრსა ერსა ამის მეტსა ნუღა ვნახავ, კულავღა წიგნსა შენ მიერსა

394. უბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია იგი ვარსკულავთა ურიცხვი, მოკრბეს ინდოთა სპანია შორით და ახლოთ ყველანი, მართ ჩემკენ მონასხრპანია ერთობ ლაშქრითა აივსო, მინდორი კლდე კაპანია

395. ფიცხლა მოვიდეს არ ექმნა, მათ შინა ხანდაზმულობა აღლუმი ვნახე მეკეთა, ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიკეთე, აბჯართა ხვარაზმულობა

396. ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ შავითა დილასა ვბრძანე გამართვა, ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვსტიროდი ვიტყოდი, ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა

397. შინა მიველ დაღრეჯილსა, გულსა სევდა მიიეფდა თვალთა ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური, ვთქვი ჯერთაცა ვერ გამეფდა ხელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოკრეფდა

398. მონა შემოდგა მივეცი, საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მამართვა, მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიხმობს შენი მზე, შენ მისთვის მოსურვებუსა მოდი ჰსჯობს მადა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა

399. ვითა მართებდა ეგზომი, რამცა ვით გავიხარეო შეღამდა წაველ ბაღისა, მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო

400. შემავლო სახლი ნაგები, კეკლუცად ბანის ბანითა გამოჰსჩნდა მთვარე ნათლითა, გარე შუქ მონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე, შესამოსლითა მწვანითა საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა

401. შეველ წავსდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი განმინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალახში შემოეგდო, მზისა შუქსა ჰსჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამსა ჭვრეტად

402. უბრძანა თუ მოახსენე, ასმათ დაჯდეს ამილბარსა მან ბალიში დამართებით, დასდვა მას ზედ საქებარი დავსჯე მივსცენ გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა მიკვირს სულნი რადღა მიდგან, გულსა ვიტყვი მისგან ნაუბარსა

403. მიბრძანა ძოღან გეწყინა, გაშვება უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭკნე, ვითა ყვავილი ბარისა დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრამ ჰხამს ჩემგან სირცხვილი, და რიდი ამილბარისა

404. თუმცა მართებს დედაკაცსა, მამაცისა დიდი კრძალვა მაგრამ მეტი უარეა, არა თქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზე პირ მიცინია, ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქენ მართლისა შემოთვალვა

405. ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ, მითვე პირითა მტკიცითა გეცრუო ღ~თნ მიწა მქნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა ამას შეჯერდი დიდითა, ზენარითა და ფიცითა

406. წადი შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე ღმერთმან ჰქმნას და გაგიმარჯოს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვქნა კულაცა ნახვა, მამხვდებოდეს შენი ვირე გული მამეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე

407. აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არვინ ღირსა მოწყალება იჩქითია, ღ~თისა ამად არა მკვირსა შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა ჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა, დამიყოფდეს მიწა პირსა

408. ზედან წიგნსა საფიცარსა, შევფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყუარული, ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება, ვისცა მისცა გულსა მიცა ღ~თი მამკლავს ამას იქით, თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა

409. დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვჰთქვენით ვსჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით მერე ავდექ წამოსავლად, ტირილით და ცრემლთა დენით მისთა შუქთა შვენებანი, ნათლად მადგა გულსა ფენით