... (A-530), XIX ს.

334. ბახჩა ვნახე უტურფესი, ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ხმა ისმოდა, უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები, ვარდის წყლისა აბანოსა კარსა ზედა მოფარვიდა, ფარდაგები ოქსინოსა

335. მეფემან აღხმა დურაჯთა, მითხრა მიტანად ქალისა გამოუხვენ და წავედით, ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდახდა, მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ჰხამს ლახვარი, ლახვრად გულისა სალისა

336. ვიცოდი სწადდა არვისგან, ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვდეგ და მეფემან, შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედვიდი ოდენ ხმა, მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა, დურაჯთა ამილბარისა

337. ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარეთ ვსდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხვედე ლახვარი, მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა ვაჲმე მას აქათ სახმილსა, დავუწვავ ნიადაგულსა

338. აწ წახდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი სტიროდეს, ხმას ჰსცემდეს იგი არენი ჭმუნვით ჰსთქვეს მკლავნი ცუდ ქმნილნი, ვაი გმირთ მემუქარენი

339. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა ჰსთქვა სევდამან, გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარედ სულთ ითქვნა, ცრემლი მიწათა გარია თქვა ჩემგან მისი ხსენება, ვაიმე რა დიდი ზარია

340. მიმდომი საწუთროსანი, მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ, ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან

341. დურაჯნი მთხოვეს გავიღე, სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიხდა, ძალი მხართა და მკლავისა რა სულად მოველ შემესმა, ხმა ტირილისა და ვისა აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა

342. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა, ტურფითა საგებელითა ზედ დამტიროდეს მეფენი, ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხეს სენითა, მთქვეს გამაბელზებელითა

343. მე რა მნახა თვალ ახმული, მეფე ყელსა მამეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო, ცოცხალღა ხარ სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა გავე, ვითა შმაგი შევკრთი დია კულა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია

344. სრულნი მუყრნი და მულიმნი, მე გარე შამომცვიდიან მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან მტერ დაცემული ვეგონე, არ ვიცი რას ჩმახვიდია სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

345. აქიმნიცა იკვირვებდეს, ესე სენი რაგვარია სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცდარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია

346. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მამივიდა, მივხუდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ, მე სიცოცხლე გარდამხდარი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვკადრე სიტყვა სამუდარი

347. ვარქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე მანვე ჰქმნა და მორევსჯობდი, გული წყლული გავიკურნე

348. მე წამოვედ მეფისაგან, კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოსჯდაო, დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავ შიშველი, არ იცოდა რას იქმოდა იგი ღ~თსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმობდა

349. იქით და აქათ მამისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია მე მოვახსენე პატრონო, გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მამინდა, ვნახე წყალნი და ველია ცხენი მომგვარეს შეცავჯექ, მეფე ჩემთანა მვლელია

350. გამოვედით მოვიარეთ, მაედანს და წყლისა პირსა ჩემსა მიველ დავაბრუნვე, მეფე მამყვა სახლთა ძირსა შინა მიველ უარ გავხდი, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქვი თუ მოვკუდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა

351. ზაფრანის ფერად შესცვალა, ბროლი ცრემლისა დანამან გული უფრორე დამიჭრა, ათიათასმან დანამან საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყუანა მან ვთქვი თუ რა იცის ამბავი, ნეტარ ან იმან ან ამან

352. მონააო ასმათისი, რა იცისო ვარქვი ვკითხე შემოვიდა სააშიყო, წიგნი მომცა წავიკითხე გამიკვირდა სხვად ვითამცა ვქენ, გულისა მწველთა სითხე მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე

353. მე გამიკვირდა სით უყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა ვსწერე რაცა პასუხად, მართებდა აშიკობასა