... (A-530), XIX ს.

296. წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად ღ~თნ ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრამ ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი, ცხელი შემიქს ალად მურად

297. ამას დაყმუნდა ტარიელ, დამწვარი დავალებული ასმათს უბრძანა მას აქეთ, შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო, არს ლები ესე ლებული კულა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული

298. კაცმან ვით ჰპოვოს ღ~თისაგან, რაცა არ დანაბადია მით გული ჩემი სახმილმან, აწ ასრე დანაბა დია კულა გზასა მიკრავს მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია აწ ხელთა ნაცულად ლხინისა, ჩალა მაქუს და ნაბადია

299. მაგრამ ღ~თნ მოწყალემან, მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება, დღესცა მამცა ამა გზითა პირველ შეჰყრის მოყვარულთა, ჩემით რათმე მიზეზითა კულა ნუთუმცა სრულად დამწვა, ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

300. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან, ძმა ანუ თუ დაცა იდოს ჰხამს მისთვისა სიკუდილსა და, ჭირსა თავი არ დარიდოს ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიამბობ, რაღა გინდა წამეკიდოს

301. ასმათს უთხრა მოდი მოჯე, თანა წყალი მომიტანე დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე მკუდარი მნახო დამიტირე, სულთქნა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე

302. ღილ ჩახსნილი საამბობლად, დაჯდა მხარნი ამოჰყარნა ვითა მზე ჰსჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახუნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქუნა დაიძახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

303. მოსთქვამს აჰი აჰი საყვარელო, ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო, გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი, ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგუწვა, გულო ასჯერ დადაგულო

აქა ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი,

304. ისმენდი მიეც გონება, ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ხელმქნა მოველი, მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შეუცავ სევდასა, სისხლისა ღვართა დენასა

305. ჰინდოეთს შვიდთა მეფეთა, ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს, ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე რაზმთა მწყობელი

306. მამაჩემი ჰსჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელი, მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი ვერცა მპარავი იხარებდის და იშუებდის, საწუთრო გაუმწარავი

307. ხალვა მოჰსძულდა შაექნა, გულს კაეშანთა ჯარები ჰსთქვა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით განისხმან მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები წავალ და მეფესა ბრძანა, ფარსადანს შევეწყნარები

308. ფარსადანს წინა დაასკვნა, გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქუს მეფობა, ინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქუენსა წინაშე, მეცა ვსცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა, ერთგულად სამსახურისა

309. ფარსადან შექმნა ზეიმი, ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღ~თსა მადლობა, შევსწირე ხმელთა მფლობელმან რადგან ეგე ქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან მშობელმან

310. ერთი სამეფო საკარგყმო, უბოძა ამილბარობა თვით ამირბარსა ჰინდოეთს, აქვს ამირსპასალარობა მეფე რა დაჯდა არა სჭირს, ხელისა მიუმცდარობა სხვად პატრონია მართ ოდენ, არა აქვს კაისარობა

311. თვით მეფემან მამაჩემი, დაიჭირა სწორად თავსა თქვა ჩემებრი ამილბარი, ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა ვგავ ასრე ვითა, მე სხვა კაცი არა მგავსა

312. ძე არა ესვა მეფესა, და დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა ვაჲ კრული დღემცა იგი, მე მივეცი ამილბარსა მეფემან სთქვა შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა

313. მეფემან და დედოფალმან, მიმიყვანეს შვილად მათად საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა, ლაშქართა და ქვეყანათად ბრძენთა მიმცეს სასწავლელად, ხელმწიფეთა ქცევა ქნათად მოვიწიფე დავემზგავსე, მზესა თვალად ლომსა ნაკუთად

314. ასმათ მითხრობდი რაცა ჰსცნა, ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქენ, მსგავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა არა გაოდის ფარსადანს, მისი არა სმა შვილისა