... (Q-622), XIX ს.

354. მე გამიკვირდა სით უყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა დავსწერე რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა

355. დღენი გამოხდეს მე გული უფრორე დამწვეს მე ალთა ვეღარ უჭურეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა დამიწყეს მოსულა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა

356. მათ ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა სხვამან ვერავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა სისხლი დამწამეს მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა გავიხსენ ფარვად პატიჟთა არვისგან საეჭველისა

357. ხელ გახსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავის წინა ჩემი მონა შემოვიდა შევხედენ თუ თქვას რა მინა მონააო ასმათისა შამოყვანა უთხარ შინა გულსა შინა დაუძრახე რა მპოვაო აქა ვინა

358. მონამან წიგნი მომართვა მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატეევ ლამობდა მოსვლისა მოსწრაფებასა პასუხად ვსწერდი ჟამია მართალ ხარ გაკვირვებასა მოვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა

359. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ ამილბარი ვარ ხელმწიფე სრულად ინდონი მმონებენ აზრად შეიქმენ საქმესა ათასჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ

360. კაცი მოვიდა მეფისა სწადსო ამბვისა სმინება მოყვანა უთხარ ებრძანა ქნაცა სისხლისა დინება მე ვკადრე ჴელი გავიხსენ დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის კულავ უფრო მართებს ლხინება

361. დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს ამის მეტსა ნუ იქ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო წელთა არა არ შემაბა შეჯდა ქორნი მოუტევნა დურაჯები დაინაბა მშვილდოსნები გასაგანნა იტყოდიან შაბაშ შაბა

362. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყუნეს სულ დაღებულნი მეფემან გასცა მრავალნი თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი

363. ვეცდებოდი არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად ჩემნი სწორნი წავიტანენ ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად შევქენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვა

364. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე იკითხავსო ინახვისცა ამილბარი ზეწრით თავი მოუხურავს პირი ბრძენთა საქებარი ვარქუი საწოლს წაიყუანე ჩემგან არის ნაჴმობარი

365. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად შარდი უთხარ ნუ ასდგებით მოვალ ხანსა დაუზმელად გამოველ და საწოლს შეველ მონა დადგა კარსა მცველად გული მივეც თმობა ქნათა აუგისა საკრძალველად

366. კარსა შევდეგ ქალი წინა მომეგება თაყვანი მცა ჩემი მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულა რამან ღირმსცა გამიკვირდა მიჯნურისა თაყვანება ექნა ვისმცა ვთქვი არ იცის აშიკობა თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

367. მითხრა დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყვი მაკლია ღ~თისა წყალობა

368. ადგა მითხრა თქვენს მკრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭუ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია აზომს დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია ამა წიგნმან გაგაგონოს ჩემთვის ვისცა უთქმევია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მიწერილი პირველი

369. წიგნი ვნავხე მისი იყო ვისი მდაგავს ალი გულსა მოეწერა მზისა შუქსა ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოჰკუდები მაგრა ბნედა ცუდი მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს ყუელაკასა ჩემგან თქმულსა

370. ბედითი ბნედა სიკუდილი რა მიჯნურობა გგონია სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია ხატაეთს მყოფნი ყუელანი ჩვენნი მოხარაჯენია აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია

371. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად კულავ ჟამი არ მამხდომია ძუღან ხელ ქმნილსა გიჭურეტდი კუბოსა შიგან მჯდომია მანდა ყველაი მასმია რაცა შენ გარდაგჴდომია

372. მართლად გითხრობ მომისმინე ესე რაცა მოგახსენე წა შეები ხატაელთა თავი კარგათ გამაჩვენე გიჯობს ცუდათ ნუღარა სტირ ვარდი კულავდმცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს აჰა ბნელი გაგითენე