... (Q-622), XIX ს.

276. მან უბრძანა თუ მაჩვენებ ვნახავ, დიდად გავიხარებ სიყვარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ არას უზამ უგემურსა არათ ოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან იამების ვაამებ და შევიყვარებ

277. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უამბობს არს მისად მაგულვანებლად ხელი მოჰკიდა მოყვანდა ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა ნახა ტარიელ თქვა მზისა დასამგვანებლად

278. გამოეგება ტარიელ მართებს ორთავე მზე დარად ანუ ცით მთვარე უღრუბლოდ შუქთა მოფენდეს ქვე ბარად რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად გვანდეს შვიდთავე მნათობთა სხვადმცა რისა ვთქვი მე დარად

279. მათ აკოცეს ერთმანერთსა უცხოობით არ დარიდეს ვარდსა ხლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს ყელი ყელსა გადააჭუდეს ერთმანერთსა აუტირდეს ქარვად შექნეს იაგუნდი მათნი თუცა ლალად ღირდეს

280. მობრუნდა ყმამან ავთანდილს ჴელი შეუპყრა ჴელითა ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა თავთა ნუ დახოცთ ნუ ბნელ იქთ მზესა თქვენისა ბნელითა

281. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული არ დაზრული ყმასა უთხრა მესწრაფების მითხარ შენი დაფარული ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ სადაური სით მოსრული მე სიკუდილსა აღარ ვახსოვ ვარ მისგანცა გაწირული

282. ავთანდილ გასცა პასუხი სიტყვები ლამაზებია ლომო და გმირო ტარიელ ვის თავი გინაზებია მე ვარ არაბი არაბეთს არს ჩემი დარბაზებია მიჯნურობითა დამწვარვარ ცეცხლი უშრეტი მგზებია

283. მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ მაგრებია თუცა არ მიცნობ გინახავ თავი ვით გიაზრებია გახსოვსცა ოდეს დაჰჴოცე მონები მკლავ მაგრებია

284. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი ჩვენ ზედა გარდგეკიდენით პატრონი ჩემი გაგიწყრა ჩვენ ხაფად წაგეკიდენით გიხმეთ არ მოხველ ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით

285. ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაკვეთეთ მეფე შეჯდა დაგვეკარგე კვალი შენი ვერ მოვჰკვეთე ვითა ქაჯი დაიმალე მონებიცა დავაფეთეთ ამან უფრო დაგვაშმაგა თავი სრულად გავაშეთეთ

286. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით ხელმწიფე ნებიერია მოგნახეს გძებნეს ყოველგან მათ რუკა დაუწერია ვერ ნახეს შენი ნახული; ვერცა ყმა ვერცა ბერია აწ გამომგზავნა რომელსა ვერ მზე ჰგავს ვერ ეთერია

287. მიბრძანა მიცან ამბავი მის მზისა წახდომილისა მაშინ ვარ მქმნელი საქმისა მის შენგან მონდომილისა სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა არ გიკვირს გავძელ ვერ ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა

288. აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა ქურთნი ვნახენ რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა მათრახითა ჩამოგეგდო ერთი მკუდართა დაგესახა მათ მასწავლეს ძმა რომელსა სულ მობრძავი სამე გლახა

289. ტარიელსცა გაეხსენა ომი მათი მაშინდელი იტყვის მახსოვს ეგე საქმე თუცა არის ადრინდელი ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი მით ვჰტიროდი მამეგონა მე გლახ ჩემი წამწყმედელი

290. რას მაქნევდით, რა გინდოდათ ერთმანერთსა რითა ვგვანდით თქვენ მორჭმულნი თამაშობდით ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით რა მონანი მამწიენით შესაპყრობლად დაგულვანდით აწ ვეჭუ რომ ჩემად ნაცვლად თანა მკუდართა მიიტანდით

291. მოვიხედე მომეწია რა პატრონი შენი ვნახე ხელმწიფობით შემებრალნეს ამად ჴელი არ შევახე თვალთა წინა გამოვექეც მეტი არა შევუზრახე ჩემი ცხენი უჩინოსა გავს და სხვამცა რად ვასახე

292. კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა დაწამწამება მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არას ვსცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება

293. აწ ვაშად მოხველ მიამა ნახვა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე მამაცად მსგავსი გმირისა მაგრამ გარჯილხარ არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა ღ~მრთვ ზეცით განაწირისა

294. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცულად რამცა ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა ზეცით მნათისა ზენისა რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა

295. ამა დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური იგი იქნას რაცა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს ათასჯერმცა მინა მინდა შენ გეახლო სიკუდილამდე ამის მეტი არა მინდა