... (Q-622), XIX ს.

391. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა ზენარი სულთა ნუ გამყრი ამბვითა მშრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყუეტ შენ ზედა ზედა მავალსა თუ რას სცნობ ჩემთვის არ ვეჭუ მე შენგან არ დანამალსა

392. შევჯე წამოველ მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოვე ხელ ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქენ მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია მეწადა არ გათენება დილისა

393. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს მათგან მოსულისა დრონია სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია არცა რამ ჩვენ ვართ ჯაბანნი არ ციხე უმაგრონია ვინ არის თქვენი ჴელმწიფე ჩვენზედა რა პატრონია

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად

394. მოეწერა რამაზ მეფე წიგნს გიწერსა ტარიელსა გამიკვირდა რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა რაგვარა თუ მანდა გეხმე ვინ პატრონობ ბევრსა ერსა ამის მეტსა ნუღა ვნახავ კულავღა წიგნსა შენ მიერსა

395. უბრძანე წვევა ლაშქართა გავგზავნე მარზაპანია იგი ვარსკულავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია შორით და ახლოთ ყველანი მართ ჩემკენ მონასხრპანია ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი კლდე კაპანია

396. ფიცხლა მოვიდეს არ ექნა მათ შინა ხანდაზმულობა აღლუმი ვნახე მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე კეკლუცად დარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიკეთე აბჯართა ხვარაზმულობა

397. ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელ შავითა დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვტიროდი ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი ვიარო ვითა და ვითა

398. შინა მიველ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა თვალთა ვითა საგუბარი ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური ვთქვი ჯერთაცა ვერ გამეფდა ხელმან ვარდი რად იხელთა რადგან ასრე ვერ მოკრეფდა

399. მონა შამოდგა მივეცი საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მამართვა მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიხმობს შენი მზე შენ მისთვის მოსურვებუსა მოდი სჯობს მადა ტირილსა საქმესა ბედით ვებულსალსა

400. ვითა მართებდა ეგზომი რამცა ვით გავიხარეო [შე]ღამდა წაველ ბაღისა მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახაასმათი მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოვლე მოგელის ლომსა მთვარეო

401. შემავლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანის ბანითა გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ მონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა საკრძალავი და ღარიბი უცხო პირად და ტანითა

402. შეველ წავდეგ ნოხთა პირსაგულსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი განმინათლდა ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალახში შემოეგდო მზისა შუქსა სჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარვიდა აიხედის წამსა ჭვრეტად

403. უბრძანა თუ მოახსენე ასმათ დაჯდეს ამილბარსა მან ბალიში დამართებით დადვა მას ზედ საქებარი დავჯე მივსცენ გულსა ლხინი საწუთროსა დამგმობარსა მიკვირს სულნი რადღა მიდგანგულსა ვიტყვი მისგან ნაუბარსა

404. მიბრძანა ძუღან გეწყინა გაშვება უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭკნე ვითა ყვავილი ბარისა დაგრჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრამ ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამილბარისა

405. თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა მაგრამ მეტი უარეა არა თქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზე პირ მიცინია ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა ძუღან ქალი გამოვგზავნე ვქენ მართლისა შემოთვალვა

406. ერთმანერთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა ამას შეჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა გეცრუო ღ~თნ მიწა მქნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

407. წა შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე ღმერთმან ქნას და გაგიმარჯოს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვქნა კულაცა ნახვა მამხვდებოდეს შენი ვირე გული მომეც გაუყრელად ჩემი შენთვის დაიჭირე

408. აწ რასაცა მე მაღირსებ ხორციელი არვინ ღირსა მოწყალება იჩქითია ღ~თისა ამად არა მკვირსა შენთა შუქთა შემომადგამ ბნელსა გულსა ზედა ჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა

409. ზედან წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება ვისცა მისცა გულსა მიცა ღმერთი მომკლავს ამას იქით თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა