... (Q-622), XIX ს.

334. კულავ დაიწყო თქმა ანბისა მან რა ხანნი მოიტირა დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით გვენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ხელი ხელთა დამიჭირა მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გვიკვირა

335. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა კარსა ზედა მოფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა

336. მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოუხუენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა

337. იცოდი სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ჴმა მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამილბარისა

338. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედე ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცნე დურაჯნი მთხოვა ცეცხლითა დაგულსა ვაიმე მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა

339. აწ წახდეს იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გასძლო ხსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი ტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილნი ვაი გმირთ მემუქარენი

340. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქვა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარედ სულთ ითქუნა ცრემლი მიწათა გარია თქვა ჩემგან მისი ჴსენება ვაიმე რა დიდი ზარია

341. მიმდომი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან

342. დურაჯნი მთხოვეს გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა რა სულად მოველ შემესმა ხმა ტირილისა და ვისა აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი ვითა ჩამსხდომნი ნავისა

343. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა პირსა იხოკდეს ხელითა ღაწვისა გამპობელითა ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა მუყრნი მოასხეს სენითა მთქვეს გამაბელზებელითა

344. მე რა მნახა თვალ ახმული მეფე ყელსა მამეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალღა ხარ სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა გავეც ვითა შმაგი შევკრთი დია კულავ დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია

345. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შამომცვიდიან მათ ხელთა ქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან მტერ დაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჩმახვიდია სამ დღემდის ვიყავ უსულო ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

346. აქიმნიცა იკვირვებდეს ესე სენი რაგვარია სამკურნალო არა სჭირს რა სევდა რამე შემოყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყვა მცდარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქს მას რომ ცრემლი დაუღვრია

347. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკუდარი მერმე ცნობა მამივიდა მივხუდი რასმე მიუმხვდარი თქვა თუ ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლე გარდამჴდარი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა ვჰკადრე სიტყვა სამუდარი

348. ვთქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა აღმადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე ღ~თ ქნა და მორევსჯობდი გული წყლული გავიკურნე

349. წამ წამოვჯე მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავ შიშველი არ იცოდა რას იქმოდა იგი ღმერთსა ადიდებდა სხვა ყველაი უჩუმობდა

350. იქით და აქათ მომისხდეს მახვრიტეს სახვრეტელია მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მამინდა ვნახე წყალნი და ველია ცხენი მომგვარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია

351. გამოვედით მოვიარეთ მაედანს და წყლისა პირსა ჩემსა მიველ დავაბრუნვე მეფე მამყვა სახლთა ძირსა შინა მიველ უარ გავხდი სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქვი თუ მოვჰკვდე ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა

352. ზაფრანის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა დანამან გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან საწოლის მეკრე შემოდგა მოლარე გაიყვანა მან ვთქვი თუ რა იცის ამბავი ნეტარ ან იმან ან ამან

353. მონააო ასმათისი რა იცისო ვარქვი ვკითხე შემოვიდა სააშიყო წიგნი მომცა წავიკითხე გამიკვირდა სხვად ვითამცა ვქენ გულისა მწველთა სითხე მისგან ეჭვი არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მით ხე