... (Q-622), XIX ს.

296. ტარიელ უთხრა მე შენი გული აწ მემჴურვალების მიკვირს თუ ნაცულად მაგისად შენ ჩემი რა გევალების მაგრამ წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების შენ საყვარელსა გაგყარო ესე რად გენაცვალების

297. წამოსრულხარ ჩემად ძებნად პატრონისა სამსახურად ღ~თნ ქნა და გიპოვნივარ შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრა ჩემსა რა გიამბობს გამოჭრილვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი ცხელი შემიქს ალად მურად

298. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი დავალებული ასმათს უბრძანა მას აქეთ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული კულავ ესე ყმა მწვავს მტირალი ცრემლითა დავალებული

299. კაცმან ვით ჰპოვოს ღ~თისაგან რაცა არ დანაბადია მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია კულავ გზასა მიკრავს მიჭირავს მითქს ბადე დანაბადია აწ ხელთა ნაცულად ლხინისა ჩალა მაქუს და ნაბადია

300. მაგრამ ღ~თნ მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მამცა ამა გზითა პირველ შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა კულავ ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

301. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს ხამს მისთვისა სიკუდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიამბობ რაღა გინდა წამეკიდოს

302. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მომიტანე დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე მკუდარი მნახო დამიტირე სულთქნა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკუანე

303. ღილ ჩახსნილი საამბობლად დაჯდა მჴარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა ვერა გახსნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიძახნა ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

304. მოთქვამს აჰი აჰი საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგუწვა გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი

305. ისმენდი მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ხელმქნა მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შეუცავ სევდასა სისხლისა ღვართა დენასა

306. ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

307. მამაჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელი მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ კადრებდის წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი

308. ხალვა მოსძულდა შეექნა გულს კაეშანთა ჯარები თქვა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით განისხმან მორჭმით ვზი მაქუს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები

309. ფარსადანს წინა დაასკუნა გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქუს მეფობა ინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქუენსა წინაშე მეცა ვსცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად სამსახურისა

310. ფარსადან შექნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღ~თსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან რადგან ეგე ქმენ მეფემან ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი ასრე პატივ გცე ვითა ძმამან მშობელმან

311. ერთი სამეფო საკარგყმო უბოძა ამილბარობა თვით ამირბარსა ინდოეთს აქუს ამირსპასალარობა მეფე რა დაჯდა არა სჭირს ხელისა მიუმცდარობა სხვად პატრონია მართ ოდენ არა აქვს კაისარობა

312. თვით მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა თქვა ჩემებრი ამილბარი ნაძლევი ვარ ვისცა ყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა ვგავ ასრე ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა

313. ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო მით აეხვნეს სპანი ზარსა ვაი კრული დღემცა იგი მე მივეცი ამილბარსა მეფემან სთქვა შვილად გავზრდი თვით ჩემივე გვარი არსა

314. მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა ქნათად მოვიწიფე დავემზგავსე მზესა თვალად ლომსა ნაკუთად