... (Q-622), XIX ს.

469. მოვინადირეთ მინდორი ძირი მთისა და გორისა იყო სიმრავლე ძაღლისა შავარდნისა და ქორისა ადრე დავბრუნდით ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა აღარ იბურთეს დაშლა ქნეს თამაშობისა ორისა

470. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი შუკა და ბანი ომ გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი ფერმიხდილ გვარად ვშვენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი ვინცა მიჭურეტდის, ბნდებოდის მათრლად არს არ კატაბანი

471. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაველთასა იგი მეხვივნეს მშვენოდეს ვახელებ გულსა ხელთასა მეფე გარდახდა დარბაზთა შევედით ჩემთა მზრდელთასა შევხედენ დავკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა

472. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის ფერნი ჯუბანი ზურგით უდგს ჯარი ხადუმთა დას დასად უბან უბანი სრულად ნათლითა აევსო სახლი შუკა და უბანი მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ მარგალიტნი ტყუბანი

473. ნაომარსა დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება დედოფალი საჯდომთაგან ადგა წინა მომეგება ვითა შვილი გარდამკოცნა ღაწვი ვარდი დამილება მითხრა ნუ ეჭუ ამას იქით თუღა მტერი შეღაგება

474. ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ სადა მიამებოდა პირის პირ მიჯდა იგი მზე გული ვისთვისცა კუდებოდა მალვით უჭურეტდი მიჭვრეტდა სხვად არად მეგონებოდა თვალნი მოვსწყვიტდი სიცოცხლე ამითა მეარმებოდა

475. შეიქნა სმა და პურობა მგზავსი მათისა ძალისა სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა ჯამი და ჭიქა ყველაი ფეროზისა და ლალისა არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთურალისა

476. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის მეტასა რა შემამხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა რა უამია პირის პირ საყვარელისა ჭურეტასა

477. დააგდეს მღერა მუტრიბთა სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გვაქუსო მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან მართალან შენნი მჭურეტელნი არ ცუდად იმკვეხარიან

478. აწ თუცა გმართებს შემოსვა ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ აგხდით ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი კლიტენი ვის შუქი მოგიფენიან თვით შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

479. კულაცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა კულავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითტა და ჩანგთა ჟღერა დედოფალნი წამოვიდნეს შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილ პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა

480. ავიყარენით მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შამოველ შემექმნა ცნობა მათ ვითა შეთისა ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა მე იმა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭურეტისა

481. მონა მოვიდა მიამბა ამბავი მე მართალიო თქვენსა ამბავსა იკითხავს ჰაჯიღოსანი ქალიო მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალიო მოვიდა ვნახე ასმათი ჩემს წინა მომავალია

482. მე მისთვის ვკუდები მიამა ასმათის ნახვა მე მისად აღარ მიუშვი ვაკოცე ქნადღა თაყვანის სცემისად ხელი მოვკიდე დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად

483. მიამბე მისი ამბავი სხვად ნურას მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ მართაკსა აწ ჩემგან არა სთნებია დღეს ერთმანერთი გინახავსთ და ტურფად მოგწონებია აწ კვლაცა ცნობა ამბვისა მას ჩემგან უბრძანებია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთა თანა მოწერილი

484. წიგნი მამართვა ჩავხედენ პირისა თემთა მნათისა ეწერა ვნახე სიტურფე წყალ ჯავარისა შენისა ომ გარდახდილი შვენოდი შენატევები ცხენისა არ ავი მიმჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა

485. ღ~თნ თუმცა ენა ჩემი ქებად შენად უშენოს შენთვის მკუდარი აღარ ვიტყვი მაშა მომკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდ გიშერნი ბაღი ბაღად უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა

486. თუმც მიგდის ღვარი ცრემლთა მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარ იდენ გულსა ჭირსა არიდენო შენი მჭურეტნი შენთა მჭურეტთა აგინებენ მარიდენო რომე წეღან მოგეხვივნეს იგი ჩემთვის არიდენო

487. იგი მე მამცენ რიდენი რომელნი წეღან გშვენოდეს ვეჭუ რა მნახო გიამოს შენეულითა მშვენოდეს ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გაღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს