... (Q-622), XIX ს.

256. იმა მოყმისა ამბავი არსად არა იპოვების თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის არ ვისგან დაიჯერების მოილოდინე მოვიდეს რაზომცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვნდების

257. გითხრა თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა მე ასმათ მქვიან რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა მაშა თუ არ ერთხელისა

258. ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა მე მაჯანსა ვჭამ გლახ მარტო ნადირისას მისგან ჴორცსა მონატანსა აწვე მოვა არა ვიცი თუ დაყოვნის დიდსა ხანსა

259. ამას გვედრებ მოიცადო თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს შევეხვეწო ნუთუ ვით რა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამცნიო თავი შენი შევაყვარო თვით გიამბოს საქმე მისი საყვარელსა გაახარო

260. ქალსა ყმამან მოუსმინა დამორჩილდა დართო ნება ამა ზედა მოიხედეს ჴევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული ვნახე შუქთა მოვანება უკურიდეს და აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება

261. ქალმან უთხრა ყმაო ღ~თნ მოგცა ჟამად რაცა გინა მაგრამ თავი უჩინოდ ქმენ დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე ჴორციელი არავინა ნუთუ ვით რა მოვაგვარო შენი ნახვა არ ეწყინა

262. ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა შვენოდა კაპარჭ ჴრმალითა ატირდეს მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა

263. ამარტის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი ცხენიცა შეიყვანა მან დადუმნეს ცრემლნი მოჰკვეთეს შავმან გიშრისა დანამან

264. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ტყვე საკნით ნააზატები მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები მას ზედა დაჯდა იგი ყმა სულთქვამს ჭირ მონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები

265. მან ქალმან ხელჰყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ჴორცისა შემწვრისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი ახლიჩა ქნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა

266. ცოტად მიწვა მიიძინა თუცა ყოლა ვერა მეტი შეჰკრთა დიდნი დაიზახნა წამოიჭრა ვითა რეტი იძახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ტირს და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭურეტი

267. რად დაბრუნდი მოახსენა მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა დაეფანჩუა მარეკი და

268. სევდად მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე არ მივეო ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე თქვა ნუთუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე

269. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ას ნაკეცნი ბევრის ბევრად მოახსენა მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

270. ყოვლი პირი ქუეყანისა ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევლად შენად ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე თუცა ჭირი არ გაკლია შენ მოკუდე და იგი წახდეს ესე შენთვის რა მადლია

271. უბრძანა დაო ეგეა მგზავსი შენისა გულისა მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა ვის ძალ უცს პოვნა კაცისა თვით სოფლად არ მოსრულისა ჩემი ლხინია სიკუდილი გაყრა ჴორცთა და სულისა

272. ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემისა რადმცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ჴორციელი დაო მივის არასადა

273. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე ვიშიშვი და ვიაჯ დია რადგან ღ~თსა ვეზირობა შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესა რაცა საქმე დამიცდია არა ვარგა უსაზომო თავი ზომსსა გარდგიჴდია

274. ყმამან უთხრა რას მენუკევ არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღ~თოდ მემცა ვით დავბადე ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა მემცა რას ვეცადე გაღანამცა გავნადირდი თავი ასრე გავიჴადე

275. ქალმან კულავ ჰკადრა გაგსაჯე მეტითა შეგონებითა მაგრამ თუ კაცი მოგგვარო მოგყვეს თავისა ნებითა იგი გიახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა ჰფიცე არ მოკლა არ იყო არ სავნებლისა ვნებითა