... (Q-622), XIX ს.

488. აქა მჴეც ქმნილი ტარიელ ტირს ჭირი ეათასების თქვა მე მაქუს სამხრე რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების იგი შეიხსნა მოიღო თვალვით არ დაიფასების პირსა დაიდვა დაცაბნდა ქვე მკვდართა დაედასების

489. ასრე წვა რომე არ გვანდა მკუდარი სამარის კარისა ორგნით ჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს სდის ღვარი ცრემლისა ღაწვთაგან ნახოკარისა კულავ წყალსა ასხამს უშველის ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა

490. ავთანდილცა სულთქნა მწარედ დაბნედილსა შემოსჭურიტნა ასმათ ვამნი გაამრავლნა ცრემლმან მისმან ქვანი ხურიტნა მერმე სულად მოაქცია და სამჴილი დაუშრიტნა თქვა ცოცხალვარ საწუთრომან ჯერცა ჩემი სისხლი ხურიტნა

491. ზე წამოჯდა ფერ მიხდილი აყოლებდა თვალთა რეტად ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად დიდხან მათად აღარ სცალდა საუბრად და არცა ჭურეტად დარჩომა და არ სიკუდილი მას უმძიმდა მეტის მეტად

492. ავთანდილს უთხრა ისმენდი ცნობა მიც ვითა ხელისა გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის შენგან შეუყრელისა მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩომა მრთელისა

493. ასმათის ნახვა მიამა ჩემად მის საესავისა წიგნი რა ვნახე მამართვა ესე საბამი მკლავისა მკლავსა შევიბი მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა იგი უცხოა ღარიბი მტკიცისა რისმე შავისა

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად მინაწერი

494. მიუწერა მზეო შუქი შენი შენგან მონაფენი გულსა მეცა გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე სიტურფენი სულთა ნაცულად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი

495. მაშინ ოდეს დამარჩინე სულთა სრულად არ გამყარე აწცა ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე სამხრე შენი მამივიდა შემოვიბი მკლავსა გარე რომე მართებს სიხარული ეგზომიმცა რა ვიხარე

496. გაღანამცა ვიწინაშე აჰა რიდე რომე მთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე ამისებრი ვერა ჰპოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ მიშველე რა მარგე მოვე სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე

497. ქალი ადგა გამეყარა დავწევ ამოდ დამეძინა მაგრა შევკრთი საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძა აღარა მყვა სულდგმულობა მამეწყინა ღამე ასრე გავათენე მისი ჴმაცა არ მესმინა

498. დილასა ადრე სრას მიჴმეს დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ ვცან მათი ამბავი წასლვა ვჰქენ მითვე წამითა ვნახე ორნივე ერთგან სხდეს სახითა ოდენ სამითა რა მიველ მითხრეს დაჯდომა წინაშე დავჯე სკამითა

499. გვიბრძანეს თუ ღ~თნ ასრე დაგვაბერნა დაცაგვლია ჟამი გვახლავს სიბერისა სიყმაწვილე გარდგვივლია ყმა არ მოგუცა ქალი გვივის ვისგან შუქი არ გვაკლია ყმისა არ სმა არა გვაგვა ამად ზედან წაგვითვლია

500. აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი სახედ ჩვენად გამოვსახოთ სამეფოსა ვაპატრონოთ სახელმწიფო შევინახოთ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ

501. ვსთქვით თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების მაგრამ კმა ჩვენად იმედად ვინ მზესა დაედარების ვისაც სთხოვთ შვილსა სასიძოდ მას დიდად გაეხარების მეტი რა გკადრეთ თვით იცით მაგას რა მოეგვარების

502. დავიწყეთ რჩევა საქმისა გული უც თუცა მელია ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის არ საქმნელია თუ შვილსა სთხოვოთ სასიძოდ ხელმწიფე ხვარაზმელია ვეჭ თქვენცა იცით მისებრივ ხელმწიფე არ რომელია

503. რომე პირველვე დაესკვნა მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭურეტდეს სიტყვაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა ოდენ დავმიწდი დავნაცრდი გული მი და მო ჰკრთებოდა

504. დედოფალმან თქვა ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდეს რომელი შეცილებამცა ვით ვჰკადრე რადგან თვით იყვნეს მდომელნი მოწმობა დავრთე დაესკუნა დღე ჩემი სულთა მხდომელი

505. გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოველი შესთვალეს გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი არს ერთი ქალი საძეო არ კიდე გასათხოველი თუ მოგუცემ შვილსა სამისოდ სხვასა ნუღარას მოელი

506. კაცი მოვიდა აევსო ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგუხდა ღ~თისაგან ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ჴელსამცა რასა ვჴდიდითა