... (Q-622), XIX ს.

ამა ამბისა დასაწყისი პირველი ამო და სასმენელად მშვენიერი სწავლისათვის მოშაირეთ ტარიელს და ნესტან დარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით უხმობენ

1. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზეგარდმო არსნი სულითა ყუნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგუცა ქვეყანა გუაქუს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა

2. ჰე ღ~თო ერთო შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა მომეც მიჯნურთა სურვილი სიკუდიდმდე გასატანისა ცოდვათა შესუბუქება მუნ თანა წასატანისა

3. ვის შვენის ლომსა ხმარება შუბისა ფარ შიმშერისა მეფისა მზის თამარისა ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა მას არა ვიცი შევკადრო შესხმა ხოტბისა ხშირისა მისთა მჭურეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მშიერისა

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ დათხეული ვთქვენი ქებანი ვისნიმე არ ავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი გულსა ხეული

5. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა თმათა და ბაგე კბილისა ბროლ ბალაჴშისა თლილისა მით მიჯრით მიწყობილისა გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყუიისა ლბილისა

6. აწ ენა მინდა გამოთქმად გული და ჴელოვანება ძალი მამეც და შეწევნა შენგნით მაქუს მივსცე გონება მით შევეწივნეთ ტარიელს ტურფადცა უნდა ხსენება მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის; ცრემლი გვდის შეუშრობილი მისებრი მართ დაბადებით ვინცა ყოფილა შობილი დავჯე რუსთველმან გავლექსე მისთვის გულ ლახვარ სობილი აქამდის ამბად ნათქვამი აწ მარგალიტი წყობილი

8. მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ ვითა მზეობა სიბრძნე სიმდიდრე სიუხვე სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისაც ეს სრულად არა სჭირს აკლია მიჯნურთ ზნეობა

9. მიჯნურობა არის ტურფა საცოდნელად ძნელი გვარი მიჯნურობა სხვა რამეა არ სიძვისა დასადარი იგი სხვა არს სიძვა სხვაა შუა უზის დიდი ზღვარი ნურვინ გარევთ ერთმანერთსა გესმის ჩემი ნაუბარი

10. მას მიჯნური ჴანიერი არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს მოყვარესა გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს კუშტი მიხუდეს თუნდა ქუში მძულს უგულოდ სიყვარული ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში

11. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა გავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგია ვინ იქმს სოფლისა თმობასა

12. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა ჭირთა მალვა თავის წინა იგონებდეს ნიადაგმცა ქონდა ჴალვა შორით ბნედა შორით კდომა შორით დაგვა შორით ალვა დასთმოს წყრომა მოყვრისაგან მისი ჰქონდეს შიში კრძალვა

13. ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად ჰაი ზმიდეს მოყვარესა აყივნებდეს არსით აჩნდეს მიჯნურობა არა სადა იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

14. მას უშმაგო ვით მიენდოს ვინ მოყვარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგოს მას ავნოს და თვითანც ივნოს რათამცაღა ასაჴელოს რა სიტყვითა მოაყივნოს რა გავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს

15. მე რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი ვის მორჩილობს ჯარი სპათა მისთვის ვხელობ მისთვის მკუდარი დაუძლურდი მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი ანუ მამცეს განკურნება ანუ მიწა მე სამარი

16. ესე ანბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი ჴელის ჴელ საგოგმანები ვპოვე და ლექსად გარდავჰთქუი საქმე ვჰქენ საჭოჭმანები ჩემან ჴელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები

17. თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა მიმხდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ხორცთა დაწვა კმარის მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ლევნა

18. რაცა ვის რა ბედმან მისცეს; დასჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწყივ მუშაობდეს მეომარი გულოვნობდეს კულავ მიჯნურსა მიჯნურობა უყუარდეს და გამოსცნობდეს არცა ვისგან დაიწუნოს არცა სხვათა უწუნობდეს

19. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი საღ~თო საღ~თოდ გასაგონი მსმენელთათვის დიდი მარგი კულავ აქაცა იამების ვინცა ისმენს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი