... (Q-622), XIX ს.

236. ეგრე უთხრა მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო როგორა თუ ამატირო ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღ~თნ მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო

237. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი თუ არ მამკლავ არ მოვკუდები მრთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი კულავ თუ მამკლავ სასაუბროდ აღარ მებას ზედან თავი

238. კულავ ეტყუის ყმაო რად მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლევინო ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო

239. ჩემი სიკუდილი შენ ჩემად პატიჯად ნურად გგონია მით რომე დამხსნი ტირილსა შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა სიტყუანი მისანდონია

240. ყმამან თქვა თუ არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა სხვასა რასმე მოვიგონებ სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა

241. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქვე ზის ტირილად აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია კულავ იქით ქალი ატირდა მისთვის გულ ნალმობარია

242. ყმა მტირალი შეებრალა ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა მაგრამ უჯდა უცხოს უცხო არ ბაგენი აუბარნა ყმამან ცნა თუ გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა ცრემლ დენილი შეეხვეწა ადგა მუხლნი მიუყარნა

243. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასანდობლად გაგარისხე დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება შვიდ გზის თქმულა შესანდობლად

244. თავი ჩემი სამსახურად თუმცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება ჴამს ესეცა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არვინ არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათვის სხვა მეტიმცა რა გამონე

245. რა ქალსა მიხუდა ყმისაგან მიჯნურობისა სმონება გულამოხნეჩით დაიწყო ასკეცად ცრემლთა დინება კულავ გაამაღლა ზახილით ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღთ~ნ წადილი მისცა გულისა ლხინება

246. იტყვის თუ ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების კულავ უთხრა დაო მიჯნური მიჯნურთა შეებრალების ესეცა იცი სიკუდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების

247. ვარ მიჯნური ჴელი ვინმე გაუძლედლად სულთა დგმისად ჩემან მზემან გამომგზავნა საძებარად ამა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიჴუდების მე მისრულვარ სადა ვლისად გული შენი მიპოვნია; მისი შენდა შენი მისად

248. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე მისთვის ჴელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ ტყვე მყავ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მამკალ ჭირი ჭირსა მამიმატე

249. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი

250. მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით თუმცა თავი არ გამონე არ შენ მოგცე თავი ჩემი დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვკუდე ამისებრივ მემცა საქმე რა ვიღონე

251. აწ რაცა გითხრა თუ ამა საქმესა დამმორჩილდები რასაცა ეძებ მიხუდები უცილოდ არ ასცილდები თუ არ მამისმენ ვერ ჰპოებ;ლ რაზომმცა ცრემლსა მილდები მოგხუდების მდურვა სოფლისა მოჰკვდები გაცასწბილდები

252. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას გავსო არა სხვასა ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა უკანამან წინა ნახა; ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედან მიადგა ჩაყიოდა ტირს იზახის ვაგლახ ვასა

253. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მომიცადე წავალ თოკთა მოსახმელად მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქვეშეთსა გაეცინაცხელნი გაუკვირდა მეტად კიდე შემოყივლა არ გელოდეცხელნი სად გაგექცე სად წავიდე

254. აწ დაო შენთა ხელისაა ჩემი საბელი ყელისა სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ხელისა რასაცა მიზამ შენ იცი; შენ ხარ წამალი ლხენისა ვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა

255. ქალმან უთხრა მამეწონა ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარი ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მამისმინე გიპოვნია საძებარი