... (Q-622), XIX ს.

216. დღისით ვლეს და საღამო ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბნი იყუნეს პირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდროან თვალ უწთომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი

217. მან ყმამან ქვაბსა მიმართა განვლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა მონახა დიდნი ხენია მას ზედან ჭურეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭვრეტდა იგი ყმა მივა ცრემლ მინადენია

218. რა ტყენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა ყელსა მოეჭდო მკლავითა

219. ყმამან უთხრა დაო ასმათ ჴიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხუდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს ქალი შებნდა, მოეხვია ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს

220. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეჴვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოსთქმიდიან მოსცემდიან კლდენი ჴმასა ავთანდილ სჭურეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა ქნასა

221. სული დაიღეს მან ქალმან დასთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი მოჴადა აკაზმულობა მას ყმასა შეხსნა შეიღო აბჯრისა წელ მორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდახდა გამოსლილობა

222. ავთანდილს უკვირს ამბავი ისი თუ ვსცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი სწმენდდა რიდისა წვერითა შეკაზმა მოაქუს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა

223. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არ ასე ჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ აგრე დაღრეჯილი კვლავ უფრორე დაიღრიჯდა

224. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა სახე მისივე კაცისა ულვაშ აშლილი წვერ გამო ნუთუ მზეაო ვთქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა

225. მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭურეტს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა თქვა თუ ღთ~ნ ესე საქმე მეტად კარგად მამიგვარა

226. აწ ამას ჩემთვის ღ~თისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიბყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო ჩემიცა უთხრა ყველაი მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ჴრმალი არა ვჰკრა არც მისი დავისობინო

227. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ხესა შემობმული ზედა შეჯდა გაემართა ქვაბი იყო კარ გახმული მუნით ქალი გამოიჭრა გულ მდუღარე ცრემლ დასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ბროლ ბაკმული

228. ვერ იცნა სახე არ გვანდა მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა მიმართა ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ სახესა

229. მას ყმასა თავი არ მისცა ჭურეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა ქუეშე მი და მო ჰკრთებოდა ტარიელს ვისმე უზახდა მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა

230. ეტყოდა სულე რამც გიყავ კაცი ვარ, ადამიანი უფერო ქმნილნი მინახვს ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის ტან სარო პირბაკმიანი სხვად არას გიზამ ნუ გეშის ნუ ჰყივი აგრე ხმიანი

231. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკავ ადვილად თხრობასა ცუდად ნუ სცთები ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა

232. კულავ ეტყვის ყმაო რა გინდა ანუ მენუკვი მე რასა მაგა საქმისა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ მეტყვი მითხარო მე ასჯერ გეტყვი ვერასა ვითა სიცილი ტირილსა ვაგლახი მიჯობს მღერასა

233. ქალო არ იცი სით მოვალ რა ჭირნი მამითმენიან ოდიდგან ვეძებ ამბავთა ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნიხარ სიტყუანი ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიამბე ჩემგან ნუღარა გრცხვენიან

234. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყუების თვრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყუა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიამბობ რაცა გინდაიგი ქენო

235. კულაცა კითხა ზენარობით მიუყარნა მუჴლნი წინა მაგრამ ვერა ვერ დაჰყარა მუდარობა მოეწყინა პირსა ზედა გაგულისდა თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა ყელსა დანა დააბრჯინა