... (Q-622), XIX ს.

196. ავთანდილ მიდგა ეუბნა მათ კაცთა გულ მდუღარეთა მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე; მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დიდი გვაქუს ციხე ქალაქი ხატაეთს არე მარეთა

197. კარგი გვესმა სანადირო ნადირობად წამოვედით გვყუეს ლაშქარნი უთვალავნი წყლისა პირსა გარდავჴედით სანადირო მოგვეწონა თვესა ერთსა არ წავედით ვხოცეთ მჴეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით

198. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა; მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით მე უკეთ მოვკლავ მე გჯობო სიტყვანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი ვისარჩლეთ ვითაკილენით

199. დღეს ავყარენით ლაშქარნი სავსენი ირმის ტყავითა ვთქვით გავაჩინოთ მართალი ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვიახლნეთ მარტონი დავდგეთ თავის თავითა თვით დანახულსა მოვჰკლუიდეთ ნუ ვესურით დამნახავითა

200. ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასულა უბრძანეთ მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი ისი ტყენი და ღრენია დავხოცეთ მხეცნი ფრინველი რც ზედა გარდაგვფრენია

201. ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი პირ გამქუშავია ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა; გარე თმა ვეფხის ტყავია ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია

202. უჭურიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით ვთქვით თუ მზეაო ქვეყნად ნუ ვეუბნებით ცად ენით მისი მოგვინდა შეპყრობა ვჰკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისა დადენით

203. მე უხუცესმან უმცროსსა; კაცი დავსთხოვე ქენებით ჩემან შედეგმან ტაიჭი მისი თვით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა უალეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით

204. ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა ყოლე არად ამოგვკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა დაგვამწიფნა

205. უმცროსსა ძმასა მივეცით უფროსსა დავეზიდენით ჴელი მოჰკიდა დადეგო ესეცა ჰკადრა კიდ ენით მან ხრმალსა ჴელი არ მიჰყო ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაჰკრა მათრახი ვნახეთ სისხლისა კი დენით

206. მით ერთითა მათრაჴითა თავი ასრე გარდაჰფრიწა ვითა მკუდარი უსულო ქმნა ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა აამიწა თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი კუშტი ამაყი წა

207. აღარ დაბრუნდა წავიდა წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ნახეო იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად

208. აჰა მიხუდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხუდეს საწადელი რას ეძებდეს მისი პოვნა მაშინ მისგან აღარა ჴამს გარდასრულთა ჭირთა ჴსოვნა

209. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა ღ~თიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა

210. ვითა მე მივხუდი წადილსა ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღ~თი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა მისი სადგომი მიდითო იქს ნება ნებასა ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი მიეცით მოსვენებასა

211. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა

212. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს ჴამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს

213. რადგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭურეტად მივეწევი შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად ანუ მომკლავ ანუ მოვკლავ დავიკარგეთ მეტის მეტად

214. ავთანდილ იტყვის ეზომი ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არა არს თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნიდგან ვძებნნე ღონენი ; ჩემნი არ დასამრუდენი

215. წინა უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშურალნი არ შეჭამადთა მჭამელნი არსადა ხანი არ დაყვეს ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა მინდორთა მოსალამენი