... (S-5207), XIX ს.

251. ვერათ მორჩებით უწყოდით ვერ ხვეწნით ვერ მუდარებით ვერ გარდახვეწით აღფრინვით და მთათა დაბუდარებით ციხის ციხეთა აგებით ცათაცა დაედარებით მაშინ მოგგონდეს ყოველი ოდესცა ისუდარებით

252. აღარას გვარგებს ტირილი სულთქმიდეს მაშინ ახევდეს ერთი მეორეს უჭვრეტდეს მტირალი ქუში ნახევდეს სჯობს იუნჯებდეს მუნასა აქა არ შეინახევდეს გარეთ გასცემდეს უხმობდეს ატლასთა არ შინა ხევდეს

253. თქმულ არს სიკვდილი უფალ არს ხორცთა და ანაგებისა არ ეშინიან მძლავრთაგან ნივთთა და მონაგებისა არ შეეწყალვის ჭაბუკი გლახა არ ეძაგებისა არა კვირდების თვალ წარბი ჰაერი ღაწვ ბაგებისა

254. სოფელი ამად გვაღორებს გვღებავს ფერად რა მინისა ჟამად გიუხვის რაც სთხოვი ესე მთნავს ესრა მინისა [.........................................................................................] ჩემსა არ ჯერ ხართ სახედ გიც ვისისა და რამინისა

255. არ გაგითავდეს არავის ესე სოფელი წამიერ ისწრაფის მუნვე მიქცევად მოკვდავი ეს მიწა მიერ მას ნეტარ ვინცა სიმართლით წავიდა უბიწ ამიერ ცუდია აქა მეფობა სრულობით ვერ იწამიერ

256. თქვენცა ისმინეთ მეფენო მთავარნო და დიდებულნო არა ძალით თქვენით რას მქნელნო ღმერთისგან გადიდებულნო თვისნო არ თვისნო მშვინავნო ძმანო და მადიდებულნო აწ განეყავით გლახაკთა ლარნო აქამდი დებულნო

257. იყვენით მართლმსაჯულობით სიმართლის მიმსახველობით ღმრთის შიშით სჯულთა მტკიცნობით მცნებათა დამარხველობით ქვრივთა ობოლთა მსჯელობით გლახაკთა გამკითხველობით არ ბნედით არ აშიკობით არ გაჭრით არ ახ ველობით

258. მიუნდობელო სოფელო რას ბრუნავ რას მუხანათობ ოდესმე სწუხ და აბნელებ ოდესმე არ სწუხ ანათობ არვის მიგვინდობ წამ ერთცა ჟამთა არვებ თუ ხან ათობ დაგვწვავ კვამლურებ ბნელითა არ ვითა ხე მუხანათობ

259. უხვაიშნოო წყეულო მოდი სიკვდილო მომკალო მომზადენ ცელნი მოლესენ ჩემო უჟამოდ მომკალო თქვენთვის შევიქენ საჭმელად ჭიანო მჭადმით მო მკალო ჩემი გავწელე დავაგდე ამ სოფლის მე დამთმომ კალო

260. მოდით მომიზღეთ მიჯნურნო ცრემლნი რომ ისესხენითა მიჯნურნო ეგზომ ტურფანი ჩემებრ სხვას ვის ესხენითა გარდაეშალე ბროლ ზედა ყორნისებრ თმის ესხენითა აღელდი მელნისა ტბაო გიშრის ტყის ძირს ესხენითა

261. ვეღარ ვმლიქვნელობ ჩემებრივ აშიყნო მე აწ არ ენით თანა მამყევით მიჯნურნო საფლავის არე წარენით ცრემლნი დასთხივეთ თქვენ ჩემთვის გლახ თავნი გაიმწარენით საფლავი სრად და საწოლად სუდარი მიზეწარენით

262. აწ მშვიდობითმც არს რომელმან სჯულ მიდვა და მადინაო მშვიდობით ტურფავ მაჩიტო მაქაო და მადინაო სოფელმან მსგავსად წყაროსა სისხლის რუ დამადინაო გულით მით წითობს მომენდე შენ არად ამადინაო

263. თქვენცა მშვიდობით პატრონნო მსაჯულნო ჩემებრ მეფენო სახელმწიფენო ჭურჭელნო ოქსინოვ ქვეშე მეფენო თავადნო სპანო მტერთათვის ლომებრ მბრდღვინავნო სეფენო ყოვლნი მტიროდით საბრალოდ ჩემთვის ცრემლისა მჩქეფენო

264. თქვენცა მშვიდობით მშობელნო აწ ჩემთვის ჭმუნვით გასულნო თვისნო ტომნო და ძმანო და შვილნო ძენო და ასულნო იარაღნო და მონანო აწ ჩემგან სხვაგნით წასულნო აწ მიიბარეთ გლახ სული ზეცისა ძალთა დასულო

265. ვაიმე დაისხნეს კავშირნი არ მფეთქენ მე მაჯანია ცუდ იქმნეს მკლავნი მაგარნი ვა მტერთა მემაჯანია მკლავნი რომელსა ვერ მბრძოდა იგ დევი ქაჯ მაჯანია გამოისალმნეს გაუშვა ქვე მდგომმან ხორცმან ჯანია

266. ესე ისმინეთ ყოველთა დიდმან მცირემან მონამან თვით არ გეწიოს რაც ავი სთქვა სხვათა დანაგმონამან დარეჯანს ესმა ანდერძი სრულყო არ დანაბრკონამან არე ვარდისა მელნის ტბამ აღელდა მორწყო მონამან

267. ანდერძი სრულ ყო გარდახდაენავ დაიყავ პირო და ნესტანდარეჯან მოსთქვმიდა სისხლის ცრემლითა ტიროდა იგიცა მოკვდა არა თქვა სიცოცხლე დავაპირო და შვილნი ტიროდეს შეიქმნა გლოვა არ სტვირი ყვიროდა

268. გვანდეს დაბნელდეს თუ მზენი ან ერთგან ორნი მთვარენი დიოდა მსგავსად ნილოსა მუნ ცრემლნი მონაღვარენი ვნახე და დავჰკრთი სოფელსა და თავნი სხვაგნით ვარენი ვთქვი თუ მივენდო ღმერთსა და ბრალინმცა აღუარენი

269. მტირალთა პირ დახოკილთა მხართა იტვირთეს აიღეს იგ უსახონი მიჯნურნი თაბუთისაკენ წაიღეს იარაღიცა ტურფანი მათნი მათთანა გაირეს ცისა მნატობნი ტიროდეს სული აროდეს დაიღეს

270. მდუღარად ტიროდეს შვილნიცა მათნი ძენი და ქალნია მოსთქმიდეს მზენო სოფელმან ვითარ მოგხადნა ყალანი ოხრად უთქვენოდ ყოველნი ცეხე ქალაქი ყალანი დაგვწვენ ცეცხლისა გვერდების უწყალოდ ჩვენ აქ ალანი