... (S-5207), XIX ს.

290. სიცოცხლესაც ბევრი მსაჯა მე სოფელმან მუხთლად მქცევმან ბევრჯელ მარტო დაბნედილმან არ მტერთ ომში გამომქცევმან ხვარაზმშ შუბი შემომლეწა თვითვე ცხენის წამომქცევმან აწ სიკვდილმან მიძაბუნა ჩემის სახლის დამაქცევმან

291. სიკვდილო რასთვის არ მამკალ როდესაც ვიყავ ხელია დაბნედით მპოვა ავთანდილ თვალთ მავლო მან სახელია აწ ჩემი ასრე წაყვანა ან შენი რა სახელია შემიბრალებდით მსმენელნო თუმცა გვერც გიახელია

292. სიკვდილი მწევს და მპატიჟობს დამიწყო მისკენ ბირება პირველ მიქადა დღეთ სიგრძე აწ არ მითავა პირება გავხედით ორნი მნათობნი ვის ძვირად გვქონდა ღირება ჩვენს უკან ლხინი სიუხვე თქვენც იცით დაიძვირება

293. ის დღე გიჯობდა დარეჯან როს ქაჯთა ციხე ავიღე სხივთა ელვა და ციმციმი შუქნი მიდამო გაიღე შენ და ასმათი შეგყარე სულთქმა გულთაგან დაიღე აწ მზიდე საფლავისაკენ მივლე საკაცე წაიღე

294. ნესტან დარეჯან ატირდა ანდერძს დაიწყო წერება ჩემთა მნახავთა გიმძიმდეს რომ შუქი მამემტვერება არ დაიშალა სოფელმან პირველიდგან ჩემი მტერება არც მე ვშორდები ტარიელს ვეღარვინ ვერ გვეტერება

295. რა დავიბადე გსმენიათ ჩემთ სხვითა კამკამ კრთომანი ზრახვასა თავი დავრიდე მით არ მეწვია ცთომანი ტარიელ ჩემთვის ბნდებოდა მეც მქონდა მისი ნდომანი ხატაველთ ომი უბრძანე ფიცხლავ ქნა მან მიხდომანი

296. გამაჯვებული მოვიდა ხელთ კოდილ იყო ომითა რამაზ მოგვარა მეფესა ხელ შეკრულ წინ წადგომითა ხვარაზმშს ძე სთხოვეს საჩემქმროდ არ ვიქმენ მე მიხდომითა ტარიელ მოკლა ანაზდად შეიქნა სულთა ხდომითა

297. მეფე გაუწყრა დას დავარს ვინ ჩემი იყო მზრდელია დავარ მცა ქაჯთა ხელთ მიმცა ქენით ჭირთ გარდამხდელია ნავს ჩამსვეს რაზა დაკლიტეს არ იყვნეს პირ ამხდელია ზღვის წყალსა ვსვემდი სიმწრით მეგონა ველის ყრდელია

298. ქაჯთაგან ფატმან წამგვარა მათ გაუცუდა გრძნებანი უსენ გატეხა საფიცი მთვრალმან ქნა გამჟღავნებანი მიმცეს მეფესა გამპარავთ ქნეს ჩემი ქრთამით ნებანი ფათმანთან მიველ თავისა ვქენ ცხენით წაყვანებანი

299. წაველ გზაზედ დამიჭირა როშაქ მიცნა ქალობითა წამიყვანეს ვერ წაუველ ცხენფიცხლობის მალობითა ქაჯთ მეფემან მკითხა ვინ ხარ ვერ მათქმივა ძალობითა მოვიდეს და ციხით ვიხსენ ავთანდილის წყალობითა

300. წამიყვანეს ქაჯნი ხოცეს ციხე შექნეს სამთავ ქცევით ფატმან ვნახე ფრიდონისას ვიყავ კაის ყოფა ქცევით ასმათ წამყვა ქვაბნი გავლეთ არ ვყვით ცრემლი განაქცევით რა თინათინ ვნახე მნახა ჩვენ ვქნით შუქნი განაქცევით

301. წამოველ მოველ ინდოეთს მოგვშორდა საქმე მტერული მტერნი გავაძეთ ვიშვებდი არ ვიყვი მე უფერული აწ კარს მამადგა სიკვდილი გულსა ლახვარი ძგერული ესე სოფელი ამიჩნდა სიზმარი ძილი მე რული

302. აწ თან მივსდევ მე ტარიელს სიკვდილსა და საფლავს შინა ანდერძს გკადრებ გვახსენებდეთ ვინც დასდგეთ თქვენ აქ შინა თუ ჩვენ მივსდით ესეც მიკვირს რად თქვენ ვეღარ შეგაშინა სული მივსცეთ წამღებელთა გვამმა ხორცში აღგვაქშინა

303. ჟამმან ჩემმან უხანომან დამიბნელა თვალნი მნათი ღაწვი ვარდი ზაფრანად ქმნა და გაცუდდა მინა სათი დამედარვის ვერცვინ მარტო ვერც თუ შეკრბენ ერთგან ათი აწ სოფელმან ჩემზე ბრუნვით მოიხმარა მისი ხლათი

304. აწ დავმიწდები წახდების ღაწვი ბალახში ლალები სანდომობა და უსული სოფლისა ჯავარ წყალები მიწა დამალპობს წამახდენს ვარ თქვენგან შესაწყალები მამთქმელთა ჩემთა ცრემლი სწვეთს გული შექნია სალები

305. სოფელს მივენდევ მეგონა ყოფა არ წამიხდებისა უყურე ახლა რა მიყო თუ ჩემზე რა მოხდებისა რაცა მე მიყავ სოფელო იგიმც შენ გარდაგხდებისა სულს როგორც მე მცლი გვამთაგან ეგრემც შენ ამოგხდებისა

306. მივალ და მართლა არ ვიცი უცთურად წავლა გზებისა მნახავთა ჩემთა ვის ესმის ედების ცეცხლი გზებისა მოაგონდების შუქ კრთომას არა სხვისა მზებისა რაღა ვიჩივლო დაგმობა სოფლისა მიზეზებისა

სიკვდილი ტარიელისა და ცოლისა მისისა

307. რადგან სწორად გარდახდების ავი ანუ კარგი ვინ ა მაშ წამი ერთ რა ვის გავა გარეთ იყოს თუნდა შინა აქათ ბარგსა რასა ვზიდავთ აწვე წასვლა სხვაგან გვინა საკაცე და თუნდა ტახტი სწორიაო ბრძენთა წინა

308. ამა ჩემსა გაზრახულსა იკითხიდეს ანუ წერდეს ფუ მას კაცსა რომელიცა სოფლისაგან არ შესჯერდეს ტარიელ და ცოლი მისი სიბერითა გაუშვებდეს დაყვნეს წელნი ოთხმეოცნი დაბრმეს დაღრკეს დაცაბერდეს