... (S-5207), XIX ს.

1. სამთავე ვლეს ღმერთსა მათებრ სხვა ნურა ნუ დაბადოსა მოეგებნიან მტერობა ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდელადოსა ვითა მართებდათ პურობდეს ღვინოსა სმიდეს არ დოსა

ტარიელისაგან ინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა

2. ქედსა ზედა გარდამოდგა მეტად დიდი ქარავანი კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი მეფე ბრძანებს მოასხითო ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი

3. მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია უბრძანესვინ ხართ შავითა რად ტანნი შეგიბლესია მათ მოახსენესსით მოვალთ იქ ასრე დანაწესია ჰინდოეთს ნისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია

4. გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა მაგრამ თავი უმეცარ ყვეს არა მისცეს ყოლა გრძნობა უცხოურად ეუბნების მათ ვერა ცნეს მათი ცნობა არ ესმოდა ინდოური არაბულად ყვეს უბნობა

5. უბრძანეს გვითხარ ვაჭარნო ამბავი ჰინდოეთისა მათ კადრეს ზეცით მოსრულა ჰინდოეთს რისხვა ზეცისა დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა მუნ შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა

6. თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს არის წყლიანი ფარსადან მეფე ჰინდოთა იყო ხელმწიფე სვიანი მას ესვა ქალი მნათობი მზისაცა უფრო მზიანი კბილ მარგალიტი ტან ალვა ღაწვ ბალახშ ყორანთმიანი

7. მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა ამირბარმან სიძე მოკლა ხმა მეფესა დაუვარდა იგი ქალი პატარაჲ მამის დასა გაეზარდა ბუქთა მისგან მონაქროლთა ჰინდოეთი გარდაჰქარდა

8. მამიდაი ქაჯი იყო გრძნეულობა იცის კარგა მით შემართა საშინელი მზე ხმელეთსა დაუკარგა თვითცა მოკვდა უბედური მართ საცოცხლოდ არად ვარგა იგი ქალი დაიკარგა ალვა მორჩი სხვაგან დარგა

9. ცნა ამირბარმან წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად იგიცა წახდა ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად ორნივე წახდეს პოვნაღა მათი არს აწ საგებნელად მეფემან ბრძანა ჰე ღმერთო რად ცეცხლსა მომიდებ ნელად

10. მეფე გაშმაგდა მათისა უღონოქმნილი ძებნისა ვად შეიცვალა ჰინდოეთს ხმა წინწილისა ებნისა ცოტასა ხანსა გავეძლო დება სახმილთა გზნებისა აწ თვითცა მოკვდა შეექნა ბოლო სრისა და ტკებნისა

11. რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა საქმენი გააკვლადნა ქალმან დიდნი დაჲკივლნა ფიცხლა თავსა მოიხადნა ტარიელცა დაიძახნა დაფარულნი გააცხადნა ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა თოვლი გადნა

12. მომკალ ქალსა თავ მოხდილსა თუ მზე ვითა ეურჩოსა სული ვარდსა დავამსგავსე თავშიშველი ყაყაჩოსა თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იხმობს ვირებ ჩოსა გავს თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ხარხანჩოსა

13. ქალი საბრალოდ მამასა სტირს ბულბულისა მსგავსია თმა გაიგლიჯა გაყარა ღაწვი ცრემლითა ავსია ვარდი შექნილა ზაფრანად ლალი მართ ვითა მხავსია მზესა ღრუბელი ეფარვის ამად ნათელი დავსია

14. იხოჭს და იგლეჯს ზახილით ტირს სიტყვა ხაფი უარე სისხლი და წყალი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე მოვკდეო შენთვის მამაო შვილი ყოველთა უარე ვერა გმსახურე ასულმან ვერცა რა შეგაგუარე

15. ჩემთვის ბნელქმნილო მამაო ნათელო თვალთა ჩემთაო ჩემთა რა გაცნევს ამბავსა გულისა მონაცემთაო მზეო რად ღა გაქვს სინათლე რადღა ანათობ თემთაო რად არ დაჲქეც ქვეყანავ რადღა მართიხარ ზე მთაო

16. ტარიელ მოსთქვამს გამზრდელო ჰა ჰა რა საქმე მსმენია მიკვირს თუ მზეღა რად ჰნათობს რად არა დაუჩენია მზე მოჰკუჱ ყოვლთა სულდგმულთა სოფელი აღარ შენია ღმერთსა მოჰმადლე შემინდევ რაცა შენ ჩემგან გწყენია

17. მაშინ გაჰხდეს ყველაკანი მტირალად და ცრემლთა მღვრელად დიდი ხანი მოიტირეს თავის თავის გაუყრელად ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულ სადაგად არ თუ ჭრელად მაგრა ექმნნეს სულსა მღებელ კათოლიკოს მაწყვერელად

18. ზე ადგეს და მოახსენეს ჰე მნათობნო ცისა მზენო დასთმეთ გული დაიწყნარეთ ქენით რაცა მოგახსენო იგი ღმერთმა გაამაღლა ვითა ორბი მისნო ფრთენო აქ ყოვნა არა გვმართებს არცაღა გვცალს გლოვად ჩვენო

19. მადლი უბრძანეს აწვივნეს ქვე დასხეს ზე ადგომილნი მუნვე დგეს იგი ვაჭარნი პირსა ფერ ჰაერ კრთომილნი განკვირვებულნი საბრალოდ მართ ვერას ვერ მიხდომილნი ებრძანა ძმაო რა გიკვირს ჩვენ იგი ვართ წახდომილნი