... (S-5207), XIX ს.

212. მერმე ჰკადრეს ჰე ხვარაზმშა ხელმწიფეო ბედნიერო მორჭმულო და თვით მპყრობელი ზნე უკლებო გონიერო გვიკვირს რაცა თქვენ გიქნია პირველ კაცო მეცნიერო რად აშვილეთ შვილი თქვენი ყოვლით ზნითა შვენიერი

213. თუ გასმიოდა ტარიელ ნახვითა ანუ სმენითა მემკვიდრე სადმე არისო რად არა მოიხენი თა აწ გარდაუშვით პირველი სისხლი პირითა ჩვენითა აქათ წადით და მეფობით ბრძნითა გონებაენითა

214. ხვარაზმშა წყნარი სიტყვები თქვნა ბრძენთა სწავლა რიგისა პირველად ქება ავთანდილს და ნურადინს მიუგისა მე თქვენი ქება ვითა ვთქვა ბუდე ვარ აწ აუგისა მკლავს სირცხვილისა ლახვარი ბასრისა შუბ დაუგისა

215. ოდეს ძე ჩემი ეთხოვა სასიძოდ ჰინდოთ მეფესა მაშინ არსადით ვიცნობდით ტარიელს სისხლთა მჩქეფესა უმკვიდროდ ყოფა ეწერა მას წიგნსა მათსა სეფესა ამად ვერ მივხვდი მიგმობდით ჭკუასა დანაყეფესა

216. მართებდა თუცა ტარიელს ებრძანა ჩემთვის კაცითა მართ ერთხელ ვითა ეგრეცა არ მრავლად კვლა და კვლაცითა მე ვარ მემკვიდრე პატრონი მე მმართებს ღმრთითა და ცითა ნუ მოსცემ შვილსა თვარ დავხვდე რაზმითა ცემა ტკაცითა

217. თუ მაშინ არ დამეშალა თქვენ უმართლე ხართ მდურვასა მე თავსაცავე ვაბრალობ მას საშინელსა ურვასა მაგრა უმეცრად შთავიჭერ ცრემლთა მორვისა ცურვასა ამად ვერავინ დამიშლის გულსა სისხლისა წურვასა

218. ეს ასრე იყო რაც გკადრე თქვენცა გასმოდეს მგონია თვარ გაიკითხენ ჰინდონი გკადრებენ უშმაგონია ავთანდილ ჰკადრა მეფეო ესე ვერ გაგიგონია მაგისთანანი სიტყვანი აწ არად სავარგონია

219. თავმან თქვენმან თუ მოგვისმენ ამას გკადრებთ დაუცდომლად სჯობს წახვიდეთ ტახტსა თქვენსა იყვნეთ სისხლთა დამთმო მჯდომლად არა გაკლდეს დიდებისა ხელი ცათა შეუცთომლად შენდობა ხამს რადგან ადამ აღარ დარჩა შეუნდობლად

220. ხვარზამშა თქვა ვინადგან გწადს აგრე ვქნა რაცა ბრძანე [...........................................................] ესე კარგად გაიგონე [..................................................................................................] [....................................................................................................]

221. ესმა მუქრა მეფისა ღმრთივ გვირგვინ გულ აზატისა [..............................................................................................] [..............................................................................................] [..............................................................................................]

222. [..........................................................................................] [.........................................................................................] წინაშე ვარ გარდაუშვებ რადგან ასრე მიზაბუნეთ შემაკითხეთ სპათა ჩემთა თარას გვერდსა შემაგონეთ

223. ადგეს ფრიდონ და ავთანდილ ტარიას გამოეზრახნეს ხვარაზმშას სიტყვა ყოველი წყნარად თქვეს არ დაიზახნეს თარა ვაზირსა უხმობთო ვინ ბრძენთა გამოესახნეს მიდგეს ფრიდონ და ავთანდილ სიგანთა არ უვაგლახნეს

224. შიგნით შეყივლეს ისმინეთ ჩვენი ხმა თქვენთვის ზარისა თარა ვაზირი გარდმოდგეს სახასო ბრძენთა თავისა ხვარაზმშა ბრძანებს ნახვა სწადს შენი არ ჭკუად ავისა გამოდი ჩვენ გამოგინდობთ არ მიზდი გინდა ნავისა

225. გამოვიდა თარა ბრძენი პლატონისა დიდად დარი ხვარაზმელის მართ ნახვისა ღმრთისა ხვეწით მემუდარი რა ხელმწიფე მისი ნახა მუნ გაცოცხლდა ვითა მკვდარი თქვა თუ ღმერთო კურთხეულ ხარ აღარ ვნახე სასუდარი

226. თაყვანისცა მერმე ყელსა მოეხვივა თარა ბრძენი მოახსენა ღმერტო რა ვთქვა მადლთა სენთა მე სიგრძენი ამა ომთა მოარჩინენ არ უობლენ წვრილნი ძენი რა მადლი ვთქვა რომ ასეთნი წყალობანი მიბოძენი

227. დასხდეს მეფე და ვაზირი არჩევენ სათათბიროსა მეფე ბრძანებდა სიტყვასა გულ მდუღრად ასატიროსა ვაზირო გვანდა ძე ჩემი ბროლ ლალსა გასაჭვიროსა ვით მეტყვი სისხლი გაუშვი მაგ ძნელსა სავაზიროისა

228. ვაზირი ჰკადრებს მეფეო თქვენ უმართლე ხართ მას დია მაგრა ჰყავს ტყვედ დარჩენილი ვინცა მესისხლე ცხადია არ გაგიშვებენ ცოცხალსა უფიცავს მას მაჰმადია თუ გარდაუშვებ გამართლებს ვინ ღმერთისა დანაბადია

229. მეფემან ბრძანა ადვილად ნუ მეუბნები ვაზირო თუ დავივიწყო ძე ჩემი მმართებს რომ გული ვატირო ანუ გავიჭრა მონდორად და თავი გავინადირო მიჯობს რომ მოვკვდე და ჩემი დარჩომა არ დავაპირო

230. ვაზირმან ჰკადრა მეფეო ისმინე სიტყვა ასები აქამდი ჩემი კადრება არ გაგეგონა ნასები ტარიელს თქვენთა სისხლთაგან სწადს სავსე შესვას თასები თქვენად საკლავად მოუსხამს უცხო სპა ბევრ ათასები

231. სისხლი გაუშვა ხვარაზმშა მტკიცე ქნეს მოზავებული შეფიცეს ყოვლი სიმტკიცე წინასწარ მოსწავებული კარგ ვაზირობით არა ჩანს თარასგან დაშავებული ხვარაზმშა დადგა წავიდა ტარიელ გამარჯვებული