... (S-5207), XIX ს.

309. ერთი ყმა და ერთი ქალი მართ მათნივე შესაფერნი ღმერთმან მისცნა ესე შვილად საჭვრეტელად შვენიერნი ელვანი და შვენებანი მათგან ჰქონდეს მათ მიერნი მზგავსნი მსგავსსა წარმოშობენ ციერნი და მიწიერნი

310. დღენი მათნი წაიარეს დაბერდეს და დაუძლურდეს ტარიელის ლომნი მკლავნი მეტად გაუუსუსურდეს ბედისაგან მადრიელნი სოფელსავე მოემდურეს სოფლისაგან გაბჭობათა ბრძენთა წიგნი დადასტურეს

311. სოფელს მყოფსა ყველაკასა ესე არვის არ ასცილ დეს მათ სოფლისა შვენებათა წყალ ჯავარი გაუწბილდეს მიჯნურობა გაუსუსტდა გონებანი გაულბილდეს სიყვარული გააცივეს ერთმანერთსა უკუგრილდეს

312. ტარიელ და ცოლმან მისმან ტახტოსნობა მოიწყინეს მეფედ დასხნეს შვილნი მათნი ნაცვლად მათად დაადგინეს ერთსა წელსა დაიხოცნეს მიწვეს მიწად მიიძინეს მზესა ლომი არ გაყარეს მასვე თანა დააწვინეს

ანდერძი ავთანდილისა რომელი თქვა ჟამსა სიკვდილისა მისისა

313. ისმინეთ ძენო კაცთანო ანდერძი ავთანდილისა იტყვი მსგავსია სოფელი ეს მუხანათი ჩრდილისა სწორია ჟამი მწუხრისა კრულთანა ავთანდილისა ადრე დალპების გაცვდების ვით ქსელი ნაქვს მანდილისა

314. რა მიიახლა სიკვდილად დაუწყო ხდამა სულითა ხელთა იხრიდა კრთებოსა სიტყვითა დამასულითა თქვა ვეღარ მიხსნა ძმამან და ვერცაღა დამა სულითა შემიწყნაროსო რომელმან მიწა ადამა სულითა

315. რაზომც გამეფდა ცად ვინ თქვა კაცი შთამოსრულ ან ასულ ცუდია აქა დიდობა ვარდი აწ მეც ვჩან დანასულ უხვაიშნოა ესე დღე. ძე რაღას მარგებს ან ასულ მიწა მიიქცეს მიწადვე ხორცი მოკვდების განა სულ

316. სიჭაბუკისა ყვავილი დაჭნა ჩანს ავად ვარდია პირველ მტერთ ზედა სიმაღლით ვსჩნდი ორბებრ მონა ვარდია აწ წაველ მგზავსი გმირისა და ფერად მინა ვარდია თანა წამამყევ თინათინ ჩემს უკან ნუ დავარდია

317. იგიმცა კაცი კრულია ვინცა მიენდოს სოფელსა მოლიზღარსა და მუხთალსა სიცილით ჰკოცნით სოფელსა პირველ სიცოცხლის მქადესა ბოლოდ უარის მყოფელსა მუნ დამკარგავსა კაცთასა აქაც ხანდაუყოფელსა

318. შეიწყნარენით ნაარსნო მცნებას გასწავებ არ ავსა ნუ მოყოლიხართ სოფელსა ნიავსა ქარსა არავსა მუნ იუნჯებით სად ღმერთი დასდგამს სიმართლის კარავსა სადა ვერ უკბენს მღილი და ძალ უც პარვა მპარავსა

319. მიჯნურობისა სახმილმან დამწვა მძლავრ ანაგზემან და მზე მოვკვდე თავის გამოღმა შენ დამიტირე მზემან და სხვამ ჩემოდნობა ვერა ქნას ყოველმან მონაზემან და ცავ შთამოიქეც მნათითურთ აწ რადღა ყოვნი ზე მანდა

320. მტიროდით თქვენთვის დამწვარსა მიჯნურნო ჩემთვის ურვილნო გამზრდელნო თქვენცა გაზრდილნო ტურფად ისპანო ჭურვილნო ხასნო აზიზად ნანახნო თავნო ნაზობით ბურვილნო სულთქმით მამთქვემდოთ ბაგენო და უბანებით სურვილნო

321. თინათინ პირველ სურვილი პირის შენისა ამარე აწ ლომმან თავი გამარა და მზეო შენ მასამარე აქა ნარბენთა სწორად ვლოთ უიცი იგიც სამ არე ერთად წავიდეთ აჰა მზა ჩვენთვის თაბუთი სამარე

322. უჩემოდ დაჭკნი ვარდნო და იავ ფერთა მკრთითა იყავ ვით დაგთმევ ლალო და ბროლო ძოწო და სათო რა მიყავ კვლავ იაგუნდი ნაღველი გატყდი და შუავ გაიყავ აწ მარგალიტო და მორჭმულო ნუ მტირ და ბაგე დამიყავ

323. აწ ეს ვითხოვ ღ~თისგან სააჯო დიდად ძნელია სად არის ჩემი სავანე მუნ გამინათლოს ბნელიო მისის ელვითა მაკრთობდეს არ მცხინვარე ყოს ბნელია ანგელოზთანა ვფრინვიდე ვადიდო ჩემი მჴსნელიო

324. სული რომელი აწ ჩემგან ჩანს უტყუოდ დანასულები მუნ დამამკვიდროს სადაცა ყვანან მართალთა სულები შორს ქნას ნაწილსა რომელთა არს დამზრალ დანასულები რომელსა თიკნად უწოდენ არის მარცხნით წანასულები

325. ამ სააჯოსა ღ~თისაგან კვლავ ვეღარ ვითხოვ ვეროსა გლახ სულსა დახსნას ბნელი და ნათლისა გზასა აროსა მართალთა თანა შერაცხოს ზდიდეს მართ ვითა საროსა ედემს ბუნაგი აუგოს სამოთხეს დააყენოსა

326. აწ გაისვენეთ სატირლად ტურფა რაც გქონან ნახლებნი ოთაღნი მგზავსი ედემთა კარავნი ნაჭირ ნახლებნი თავთა იცემდით მჴარ დაჴდი მონები ჩემი ნახლებნი ჩვენ დაგვმარხენით შთაიცვით წახვედით არ შინ ნახლებნი

327. ესე წესია სოფლისა საპჭოდ მცალს არა წამისად ამად არ გეტყვი მიენდუნეთ არცა ერთისა წამისად უწყალოდ ცვლისა ჰაერი ტურფისა თვალ წამწამისად ბოლოდ უმუხთლოდ ვერ მორჩი თუ თავიც წააწამისად