... (S-5207), XIX ს.

232. მივა ტარიელ მოყვსითა ფრიდონ და ავთანდილითა გამარჯვებული ნადირობს საბინდოთა და დილითა იტყვის თუ ვერ გარდავიხდი მე ვალსა თქვენ სადილითა თქვენ დამარჩინეთ თუ არ მკვდრად ვიწევ ხვარაზმშას ჩრდილითა

233. წამოვიდეს მხიარულნი ნადირობით თამაშობით მტერთა ზედა მოქცეოდეს მათგან იყვნეს უშიშრობით მათ მოემწყო ხვარაზმელი არ დაეგდო შამუშობით ერთმანერთსა აქებდიან მხიარულნი არ ქუშობით

234. მოვიდეს მოქალაქენი გამოეგებნეს ზარითა მუტრიბთა ხმანი ისმოდეს ბარბითთა შენაზარითა ნესტანდარეჯან დაშვენდა ელვითა მით მწყაზარითა მას სიხარულსა ვერ დავწერ ხელითა ვერცა აზარითა

235. რად ვაგრძელებდე მუნ დაყვნა მრავალნი დღენი ამონი მერმე გაუშვნა სავსენი მნათობნი დაუღამონი წავლენ ფრიდონ და ავთანდილ ტკბილნი გამომსალამონი დადგა ტარიელ თუც ცრემლი სდის ხმელთა დასალამონი

236. აავსნა მისაცემლითა ოქსინოთა და შარდითა სტავრითა საკრამანგითა მძიმითა სადუქარდითა წავლენ ფრიდონ და ავთანდილ პირითა მინა ვარდითა გავლენ ზღვასა და მიდიან საროთა განაზარდითა

237. მივიდეს მათი ქვეყანა მათ დახვდა ამოდ ნებითა მოეგებნიან სძღნობდიან წესითა და რიგებითა თინათინს პირსა სინათლე ემატა დაშვენებითა მულღაზანზარი შეიქნა მეტითა აშენებითა

238. ეს ამბავი დარჩომოდა სარგის ლექსთა შეუწყობლად აგრევ თმოგვი თმოგველთაგან შესავლითურთ დარჩა ობლად ესე სიტყვა მოახსენეს ვინ ჩანს გმირთა რაზმთა მწყობლად მიბრძანა თუ ლექსად თქვიო მჭევრ ქართულად დაუშრობლად

239. ერთმანერთისა მეშველთა მებრძოლი იმაჯანიან ორთავე მტერი მოყვარედ მათ წინა მოიყვანიან მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები უაკვანიან ორგულთა მკლავნი შემუსრნეს ერთგულთა აგულვანიან

240. ყოვლთა სწორად წყალობათა ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს ავის მქმელნი დააშინნეს კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს

ანდერძი ტარიელისი ოდეს მიიცვალებოდა მის ჟამისა ნათქვამი

241. აჰა მოგესმნეს სოფლისასაქმენი თავით ქვენამდი მოგვიგონენით ყოფადნო პირველ ყოფილნი თქვენამდი რა გესმნეს ძნელნი ანდერძნი ღაწვთა ტირილით ქვე ნამდი ყურად იხვენით რაცა ვთქვა მე სულთა აღმოფრთქვენამდი

242. გხადი ყოველნო სულ დგმულნო ხვეწნით და მე თაყვანებით ხილვად აწ ჩემთა საქმეთა თქვენ აქა მონაყვანებით სული განეყვის ხორცთაგან მძლავრებით არ წაყვანებით მეწყალვის ვხედავ გლახ მისი მოგლა და მონაყვანებით

243. ჟამ ერთ გაუშვით ყოველი სოფლისა უბანდაბანი უგულებელს ყავთ ზრუნვანი სახლი და ვანი და ბანი მოიმკვეთანი გაჭრანი სიცილი მღერა და ბანი ისმინეთ ჩემნი ანდერძნი ცუდია დაფ დაბდაბანი

244. ისმინეთ შემომერტყენით მიდამო მოსხედით მომეკარენით ზოგთა მზირ მიყავთ ერდოთა სარკმლით და მომეკარენით ნესტანდარეჯან მკოცნიდი ბაგით და მომეკარ ენით ჯვარს ვაცმევინებ სოფელსა ურია მამეკარენით

245. გულისხმა ყვენით აღმოვსთქვამ მე თქვენსა შესაძინელსა დასაუნჯებსა სულთასა არ კარგვით არ საძინელსა მღვიძრად ყოფასა სწავლასა არ რულსა არ საძინელსა ცრემლთა ადენდით ცხელებთა არ ყინვით ცივ საძინელსა

246. მე ვიყავ მეფე ეგეთი ვითარ მოგითხრა წერილმან ბოლოდ დამადგა სოფელმან ნავთმან ფისმან და წერილმან საჭმლად მიშოვა ჭიამან ბუზმან და ძაღლის მწერილმან ვაი თუ დაგსაჯნეს მიჯნურნო მამამან ამოწერილმან

247. ადამის თესლი სხვა ერთი მე მჯობდა ვერითა ვერ სახით ვერ ახოვნებით დამეგმოს სიავე რითა აწ მამიახლდა სიკვდილი მამლამის თვალთა ბღვერითა დამბღუჯა ვერვინ გაგვყრის გაზითა ვერცა კვერითა

248. ნუ მიენდობით სოფელსა საქმესა ცუდა მუხთალთა არვის მიგინდობს რაძი ვინ კარგთა უყოფდეთ უთვალთა ბოლოდ ჟამს დაგცემს შეგიბრკობს ფერხთა და მართ ნაკუთალთა ყველასა ერთად მოგიყრის მის დღეჩი დანახუთალთა

249. ესე დღე ყოვლთა ზედა აც ქვეყანად ვინცა იშობა მუხთალსა ცრუსა სოფელსა სჭირს კაცთა ზედა იშობა არ აღირიცხვის სიცქაფე მისი ვით ზღვისა ქვიშობა ბოლოდ ასრე იქს ცუდია ცქნაფვა და მისგან შიშობა

250. ყოველნი დავიხოცებით სრულად ერთობით და რამად მით დაგიტეობ მცნებასა მიენდვნეთ ცუდად არ ამად ვიტყვი მუხთალსა სოფელსა ცრუდ და მიუნდოდ არამად წყეულმან ნახეთ რა მიყო ძმანი არ მაძმნა და რამან