... (S-5207), XIX ს.

134. გვერდსა მიისვეს მწერალი მთქმელ გამამრჩევი ენათა ტარიელ ნესტანდარეჯან ხმა ტკბილი მოუსმენათა რა გაათავეს წერითა წიგნი ხელთ მისცეს მონათა წადით მიართვით ავთანდილს ჩვენთვის ცრემლ დამადენეთა

135. კვლა ფრიდონისას გაგზავნეს სხვა კაცი ერთი ნავითა მასცა აცნობეს სოფლისა სიცრუვე საბრუნავითა სენთა და ხვარაზმელთაგან ოდენ ვარ საფშვინევითა მტირალი სისხლის ცრემლითა დამხობით საკრინავითა

136. აწ ვითა გვმართებს გმირთა და ჩემთა ფიცისა ძმობილთა აგრე გაფიცხდით საშველად გაწვევთ სასწრაფოდ ხმობილთა თქვენთა ლაშქართა იმედსა ვართ ქვისებრ დაულბობილთა ომსა ნაწვართთა ჩაუქთა მებრძოლთა რაზმთა წყობილთა

137. არაბთ მეფე მორჭმულია იყო მცილე მისი ვინა იმღერა და იხარებდა მოგოსნები უსხდა წინა ჩანგთა ჰკრიან აწყობდიან პირ მთვარენი ვართ და მინა გავიდის და ნადირობდის კვლა მობრუნდეს იყვის შინა

138. იბურთეს და ითამაშეს და თინათინს თანა დაჯდის ეს სოფელი იამოვნის საწუთროსა დაუწყნარდის ყელსა ბროლსა შვენებანი მას ელვანი გარ უვარდის ერთად სხდიან ტახტსა ზედან მათ ბაგეთათ ვარდი ვარდის

139. სმაჭამა და ნადიმობა მსგეფსსა ერთსა გაისვენა ელვამან და შვენებამა მათმან ერთსა დააშვენა მომღერალთა მათ წინაშე არაოდეს მოასვენა მე ვერ ვიტყვი რაცა სჭირდა ბევრი უნდა ქებად ენა

140. რა გარდახდა გამოვიდა ჟამი რამე ღამე დღენი მოციქული შარას გრძელსა მოამოკლებს ირჩევს ცხენი გაგზავნილნი რა მივიდეს ნახეს მორჩი ალვის ხენი რა ავთანდილს მოახსენეს ატირდა და უთქვნა ზნენი

141. კვლავე ჰკადრეს თქვენ მორჭმულნო და აქებდეს ხელმწიფესა მოახსენეს დიდებულო შენ ტურფაი მაღლად მხედსა შენ გაქვს ყოვლი დიდებანი მორჭმულსა და კარგად მქნესა ხვარაზმელთა ჰინდოთ ზედა კლვიდა სევდა ტარიელსა

142. რა ავთანდილს ფრიდონს ესმა ჰინდოთ ესე საწყინარი გულსა ასრე ლახვრად ეცა მართ დაესო აწვე ნარი თქვეს გავხედით საწუთროსა არას კარგასა მოუბნარი აქანამდის მხიარულნი ვტირთ აღარას მოცინარი

143. ავთანდილ სულთქვამს ოხვრიდა მოჰგონდა ტარიელობა მასთანა ყველა სწორ იყვის დგომა გაჭრა და ხელობა უკვირდა მკლავთა დადრეკა უსახროდ მათი ქველობა სჭირს და სოფელი არ იკლებს გულს ლახვარი მჭრელობა

144. მართ ავთანდილს ვით ეწყინა ვინმცა ჰკადრა ვინ არ ღირსნი ყველა წვრილად მოიკითხა ვით ნაქმარნი ხვარაზმისნი უბრძანა და შემოხადნა დიდებულნი სპანი მისნი აწ ტარიელს ვმსახუროთო ვართ მონანი ყმათა ყმისნი

145. თვითო კაცი ერთმანერთსა გაუგზავნეს არ დავსწბეთა ჰინდოთა და ტარიელის საქმისათვის გვინდა ფეთა პაემანი შეუკვეთეს დროთა ხანთა არ დავსცდეთა ერთმანერთის შველისა და ნახვისათვის მოსწრაფეთა

146. აწ ავთანდილ ფრიდონს კაცი გაუგზავნა გაემართნეს ოცდათ დღე შიგ შეიყარნეს იარაღნი მოიმართნეს მუნ დროშანი ვერ დავთვალენ რომე იმათ აემართნეს მათ ორთავე ხელმწიფეთა პირნი მზეებრ იწაღმართნეს

147. მათ ორთავე ხელმწიფეთა სრულად მათთა სამეფოთა აქიმები დაარჩივეს თემთა კარგთა სამყოფოთა წამოვიდეს რაზმ წყობილნ ი გზათა ლევენ სასწრაფოთა მოისმენდით ხმათა მათთა საბუკტაბლაკ სადაფოთა

148. ჰინდოეთს მივლენ ნავითა გამართეს სამუნაოთა სრულნი აბჯრითა მოსილნი ხვარაზმშის საბრუნაოთა სწრაფით დალევენ შარათა წყალთა და მათ უნაოთა ხვარაზმს დასთრიან საფლავთა სატირლად საზრუნაოთა

149. წავიდეს რაზმი დააწყეს გზანი იარნეს რებითა მისძახდეს ხმასა მაღალსა საყვირ ქოს ტაბლაკებითა ზღვის პირს მივიდეს დაჰკაზმეს ნავები კატარღებითა ჩასხდეს გავიდეს დრშათა კარგითა ალამებითა

150. გავიდეს და პირსა დადგეს უთვალავი სპა იახლა უამრავი დროშა იყო რომ ალამი მოენახლა ამოსწვიტენ მათთა მბრძოლთა ყოლა ტკბილად ვინ ემზახლა მებრძოლია ხვარაზმთ მეფე იგი ვერსად დაესახლა

151. გაკრფეს ლაშქარნი ზღვისაგან და მივლენ ტარიელისა უხარის ნახვა ძმობილთა დიდის ჰინდოთ მფლობელისა გაგზავნეს მახარობელი მოვალთ მოსწრაფე ხელისა გვტრფიალობს ნახვა ვარდისა აწ ახლად გაუშლელისა

152. მივიდა მახარობელი ტარიელს ჰკადრეს აქებდეს გახდა ხმა ზარი მოსლვისა სიხარულსა ყოვლნი ხმობდეს ცისკრად იკრეს ნაღარასა ქოსნი ხმასა დაატკბობდეს სამნივ ერთად შეიყარნეს მათთა მჭვრეტთა დაადნობდეს

153. წინ მოეგება მტირალი პირითა მილეულითა აღარ მთვარულად სავსითა არ ნათლად დილეულითა მართ ძრვითა ოდენ ცოცხალი სახითა მისეულითა თაყვანისსცემდის იგ გმირნი წესითა დარჩეულითა