... (Q-622), XIX ს.

118. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა მგოსანი და მუშაითი უხმეს პოეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი ყველა დარბაზს შემოხადა მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა

119. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მას პერანგი იმღერდა და იხარებდა წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო ტანი ალვა პირი მანგი

120. ავთანდილს მიხუდა მოსმენა საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა არ ერდგან შეუყრელისა ამოა ჭურეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა

121. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არვისგან რცხვენოდა მას ნახავს ვისთა თვალთაგან ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მსგავსად შვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაფენოდა

122. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი

123. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა დაჯდა კრძალვითა რიდითა პირის პირ პირსა უჭურეტდა სავსე ლხინითა დიდითა

124. ყმამან კადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქნების მზესა მთვარე შეეყაროს დაილევის დაცაჭკნების აზრად არათ აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეკვირვების

125. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყვა არ დუხჭირად იტყვის თუმცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად მიკვირს მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვირად მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად

126. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს მინდორს მჴეცნი დაგეხოცა ყმა გენახა უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა კიდით კიდე მოლახოცა

127. აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრამ შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყუეტლად თვალთა ღაწვი გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა გული შენი დაუტყვია

128. ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ჴარ ჴორციელი არვინა გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ დასტურია არ ნაჭორად წადი იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად

129. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა აგრე საიმედო ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემეყარე

130. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი ჰპოვო მოდი გამარჯვებით მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოვებ დავიჯერებ იყო თურე უჩინარი კოკობი და უფრჭუნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი

131. ფიცით გითხრობ შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მამხუდეს ჴორციელი ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლვიდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი

132. მოახსენა ყმამან მზეო ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე ანუ რამცა შევიწამე მე სიკუდილსა მოველოდი შენ სიცოცხლე გამიწამე ვითამ მონა სამსახურად გაღანამცა წავეწამე

133. კულავცა ჰკადრა აჰა მზეო რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი მედიადა ვარდი ჩემი არ დაჭკნების შუქი შენი იეფადა

134. კულავ შეფიცეს ერთმანერთსა დააპირეს ესე პირი გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა ხშირი გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი

135. ერთგან დასხდეს ილაღობეს საუბარი ასადაგეს ბროლ ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭურეტთა თავი ხელი ასადაგეს ცეცხლთა მანდით მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს

136. ყმა წავიდა სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა თვალთა რეტად აყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ჰქონდა გულისათვის სიყვარულსა ავალებდა

137. თქვა მზეო ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ვაედი გასრულვარ ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვქნა ვერ ჭვრეტა რა მამხვდეს კულავ უგრძესადრე ჴამს მოყურისათვის სიკუდილი ესე მე დამიც წესადრე