ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

316. ქალი დაუჯდა კუშტგვარად ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქვე ზის ტირილად აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოჰგუბდა ცრემლისა საგუბარია კვლა იქით ქალი ატირდა მისთვის გულნალმობარია

317. ყმა მტირალი შეებრალა ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა მაგრა უჯდა უცხოს უცხო არ ბაგენი აუბარნა ყმამან ცნა თუ გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა ცრემლდენილი შეეხვეწა ადგა მუხლნი მიუყარნა

318. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად გაგარისხე დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება შვიდგზის თქმულა შესანდობლად

319. თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება ხამს ესეცა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არვინ არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათვის სხვა მეტიმცა რა გამონე

320. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისა ხსენება გულამოხვინჩვით დაიწყო ასკეცად ცრემლთა დინება კვლა გაამაღლა ზახილით ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღ~თნ წადილი მისცა გულისა ლხინება

321. იტყვის თუ ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების კვლა უთხრა დაო მიჯნური მტერთაცა შეებრალების ესეცა იცი სიკვდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების

322. ვარ მიჯნური ხელი ვინმე გაუწყვედლად სულთა დგმისად ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულვარ სადა მი სად გული თქვენი მიპოვნია მისი შენდა შენი მისად

323. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე მისთვის ხელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ ტყვე მქმენ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მომკალ ჭირი ჭირსა მომიმატე

324. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი

325. რაცაღა ხარ ვერ მაცთუნვებ გარდაიქცევი ხმელთა ქველად დაკარგულნი ვინმე სადით ვიარები მარტო ველად მე ვისთვისმე ნაცვლად ღ~თნ მიმცა ცეცხლთა დასაწყეველად მალედ მომკალ დამხსენ წვასა მიმეც მხეცთა შესაჭმელად

326. ჩემსა თავსა მიჯნურობა მართალია არ ნაჭორად ჩემი ვერა ვერ მოგკიდე მეუბნები მრუდსა სწორად ვინცა აქა გამომგზავნა არვინ მიჩნს მისად სწორად მისგან კიდე სხვა მნათობი შევაწონე ერთ დრამ ორად

327. გამოჭრილვარ ვიარები დამწვავს ცეცხლთა სახმილია ამა ყმისა მიზეზითა სრულ ხმელეთი მომივლია ჭირთა ნაცვლად შენ გიპოვე თუ არ მეტყვი ცრემლს მილია თქვენად ძებნად მოვიძულვე სახლი კარი ზღუდე ვლია

328. თუ შენ გწადდეს ჩემი შეყრა იგი გეტყვის არას არა მაგრა ჩემი ყოფა ღ~თნ ვიცი ბოლოდ დამამწარა შენგან კიდე არვინ მივის თავ იჩემი მოგაბარა იტყვის მივხვდი ჩემსა ლხინსა მე არ ღირს ვარ მიწა არა

329. მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით თუცა თავი არ გამონე არ შენ მოგეც თავი ჩემი დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვკვდე ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე

330. მე მისითა მიზეზითა არ მინახავს დღე ნათელი მუნით ვზივარ დევთა ქვაბსა ვდუღ და მომდის ცხელი ცრემლი მიწას ვლახავ თუ ზე ვფრინავ არა ვიცი მე მართალი ღ~თნ მომკლას ან მილხინოს დიდ არს მისი სამართალი

331. აწ რაცა გითხრა თუ ამა საქმესა დამმორჩილდები რასაცა ეძებ მიხვდები უცილოდ არ ასცილდები თუ არ მომისმენ ვერ ჰპოვებ რაზომმცა ცრემლსა მილდები მოგხვდების მდურვა სოფლისა მოჰკვდები გაცასწბილდები

არაკი ავთანდილისა ასმათს რომე უბრძანა მაშინ თვითან

332. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას გავსო არა სხვასა ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ მიადგა ჩაყიოდა ტირს იძახის ვაგლახვასა

333. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მომიცადე წავალ თოკთა მოსახმელად მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქვეშეთსა გაეცინნეს გაუკვირდა მეტად კიდე შემოჰყივლა არ გელოდე სად გაგექცე სად წავიდე

334. აწ დაო შენთა ხელისაა ჩემი საბელი ყელისა სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აბყრობა ხელისა რასაცა მიზამ შენ იცი შენ ხარ წამალი ლხენისა თვარა ვისმც ექნა გვარლითა შეკვრა თავისა მრთელისა