ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

335. ქალმან უთხრა მომეწონა ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარი ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მომისმინე გიპოვნია საძებარი

336. იმა მოყმისა ამბავი არსად არა იპოვების თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის არ ვისგან დაიჯერების მოილოდინე მოვიდეს რაზომცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვნების

337. ყმამან უთხრა ვარდო დაჭნი დრო მოვიდა შენის ზრვისა ერთმანერთსა მოეხვივნეს ცრემლით კოცნნ სახე პირსა ასმათ ტირის სისხლის ცრემლსა ტევრი შექმნა ნათხზის თმისა იგი ტირან სოფლისათვის და სოფელი მათთვის ტირსა

338. გითხრა თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა მე ასმათ მქვიან რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა მაშა თუ არ ერთხელისა

339. ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა ისი მინდორს არონინებს ტანსა მთერთა მემაჯანსა ვსჭამ გლახ მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა აწვე მოვა არა ვიცი თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა

340. ამას გვედრებ მოიცადო თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს შევეხვეწო ნუ თუ ვით რა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამეცნე თავი შენი შევაყვარო თვით გიამბოს საქმე მისი საყვარელსა გაახარო

341. ტირს ვაიმე საყვარელო წახველ რასმე ქვეყანასა თავი შენდა საძებარად შევაცურვე შიგან ზღვასა მოვეშორვე გამზრდელთ და სწორნი ჩემნი ვაგლახ ვასა ანუ მოვჰკვდე ანუ დავრჩე მოველოდდე ნეტარ რასა

342. უთხრა დავო ღ~თნ შეზღოს საიქიოს მისაღები ღ~თსა სწადდეს ჩემი ლხინი ასრე ამად არ ვიწვები ჩემთა ცეცხლთა დავსებასა სხვასა ვისმცა ვეხვეწები თუ მიბრძანებს ჩემებრ ხელსა განაღამცა ვიახლები

343. ქალი ჰკადრებს საუბართა იგი მოყმე ატირდების ვაგლახ მეო საყვარელო ცეცხლი ცხელი მოედების ვინ შეიპყრა გული ჩემი შენგან კიდე ვის ხელთდების ოდის მომცეს კაცსა ხლებად აქათ ასრე მემტერების

344. ქალსა ყმამან მოუსმინა დაჰმორჩილდა დართო ნება ამა ზედან მოიხედნეს ხევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული ვნახე შუქთა მოფინება უკვირდეს აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება

345. ქალმან უთხრა ყმაო ღ~თნ მოგცა ჟამად რაცა გინა მაგრა თავი უჩინო ჰქმენ დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინა თუ ვითა რა მოვაგვარო შენი ნახვა არ ეწყინა

346. ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან დამალვით მალითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა ჰშვენოდა კაპარჭხრმალითა ატირდეს მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა

347. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი ცხენიცა შეიყვანა მან დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან

348. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ტყვე საკნით ნააზატები მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები მას ზედა დაჯდა იგი ყმა სულთქვამს ჭირმონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები

349. მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი აჰხლიჩა ქნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ჰქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა

350. ცოტად მიწვა მიიძინა თუცა ყოლა ვერა მეტი შეჰკრთა დიდნი დაიზახნა წამოიჭრა ვითა რეტი იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი

351. რად დაბრუნდი მოახსენა მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა დაეფანჩვა მარეკი და

352. სევდად მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე არ მივეო ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე თქვა ნუთუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე

353. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ასნაკეცნი ბევრისბევრად მოახსენა მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

354. ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევლად შენად ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე თუმცა ჭირი არ გაკლია შენ მოჰკვდე და იგი წახდეს ესე შენთვის რა მადლია