... (H-54), 1680 წ.

2043. ამ: სააჯოსა: ღთისაგან: კულა: ვეღარ: ვითხოვ: ვეროსა: გლახ: სულსა: დახსნას: ბნელი: და: ნათლისა: გზასა: აროსა: მართალთა: თანა: შეჰრაცხოს: ზდიდეს: მართ: ვითა: საროსა: ედემს: ბუნაგი: აუგოს: სამოთხეს: დააყენოსა:

2044. აწ: გაისუენეთ: სატირლად: ტურფა: რაც: გქონან: ნახლებნი: ოთაღნი: მგზავსი: ედემთა: კარავნი: ნაჭირ: ნახლებნი: თავთა: იცემდით: მჴარ: დაჴრით: მონები: ჩემი: ნახლებნი: ჩვენ: დაგუმარხენით: შთაიცვით: წახვედით: არ: შინ: ნახლებნი:

2045. ესე: წესია: სოფლისა: საპჭოდ: მცალს: არა: წამისად: ამად: არ: გეტყვი: მიენდუნეთ: არცა: ერთისა: წამისად: უწყალოდ: ცულისა: ჰაიერი: ტურფისა: თუალ: წამწამისად: ბოლოდ: უმუხთლოდ: ვერ: მორჩი: თუ: თავიც: წააწამისად:

სიკუდილის ავთანდილისა და ცოლისა მისისა თინათინისა:

2046. აზომ: არ: არის: სოფლისა: საღამო: არცა: დილია: სიზმრისა: უფრო: სიზმარი: ჩრდილისა: უფრო: ჩრდილია: არ: ამოჰკრეფენ: სწავლულნი: მათ: მათგან: გამოცდილია: ავი: და: კარგი: სწორად: სჩანს: სიცოცხლე: თუ: სიკუდილია:

2047. ავთანდილ: და: ცოლმან: მისმან: დაყუნეს: წელნი: სამოცათნი: ღ~თნ: მისცნა: ორნი: ძენი: სიტურფითა: მსგავსი: მათნი: გაუნდოვდეს: საჭურეტელად: ბროლ: ბადახშნი: მინა: სათნი: სიბერემან: გაუცუდნა: მათ: გლახ: მათნი: ხასიათნი:

2048. ავთანდილ: და: ცოლმან: მისმან: სული: ცათკენ: გაგზავნესა: ორნი: ესე: ჴორციელნი: იგი: მათსა: სინაზესა: ჴორცითაცა: შეაერთნეს: მას: წყაროსა: ზესთა: ზესა: მზე: მრავალთა: დაუტევეს: მიიახლნეს: ერთად: მზესა:

2049. ვინცა: კარავნი: გააკრავნა: და: თიკანნი: გაათიკნა: მანვე: თხანი: თიკანთაგან: გაარჩივნა: გააბლიკნა: გონიერნი: გაამაღლნა: სულნი: მათნი: მოირკინა: ერთმანეთსა: ეზიარნეს: რამანცაღა: ჩამოდრიკნა:

2050. მითქუამს: და: კულა: ვსთქუა: სოფლისა: სიცრუვე: კულა: და: კულადობა: იგი: გარდაჴდეს: გაისმა: ოდენ: ამბავი: მათობა: სადაა: კბილთა: სითეთრე: ანუ: ღაწუთაღა: ნათობა: მტვერად: შექმნილა: წაუჴდა: მათ: მათი: ხასიათობა:

აქა ფრიდონისაგან ორგანვე მისვლა და ტირილი და მოთქმა:

2051. მოვიდა: ფრიდონ: ტირილით: ზახილით: თავსა: მცემელი: იხოჭს: და: იგლეჯს: და: მოსთქვამს: არ: უნდა: გარდამცემელი: მოიღო: მეტად: დიადი: გლახაქთა: გასაცემელი: უნდოდა: თუმცა: ეშოვნა: ლახვარი: დასაცემელი:

2052. ტაგრუცსა: მიჯდა: მოსთქმიდა: ჴმითა: მით: შუენიერითა: იგლეჯდა: თეთრსა: თმა: წუერსა: გაჰყრის: ბროლისა: ჭერითა: მაღლა: იზახდა: ვაგლახსა: ტირილით: არ: სიმღერითა: მართ: წმინდად: გაგლეჯილიყო: ერთობ: თმითა: და: წუერითა:

2053. თქუნა: მეტად: კარგი: სიტყვანი: ფილასოფოსთა: ცნობასა: რომე: ჴორჴითა: იტყოდა: მსგავსი: დავითის: ძნობითა: მე: გლახ: ვით: მოთქუა: სიკეთე: თქუენისა: ცხენოსნობისა: ან: ვით: მოვთვალო: მოკლული: თქუენისა: მშვილდოსნობისა:

2054. რაზმთა: მლეწელნო: ყოველთა: მებრძოლთა: თქუენთა: მძლეველნო: კულა: ასპარეზად: ტურფანო: უსწოროდ: დამნაძლეველნო: თქუენ: ვისცა: შუელა: უბრძანით: უცხონო: შესაძლეველნო: აწ: ჩემთა: ცრემლთა: დენასა: ჴამს: თუ: ვით: გაუძლე: ველნო:

2055. თქუენებრ: ტახტსა: ვის: დაჯდების: ვინ: მოჰკაზმავს: სრასა: სრულად: ან: ნადიმსა: ვინ: გარდიჴდის: ზნეუკლებსა: ჯავარსრულად: ვითამც: დავრჩი: მე: უთქუენოდ: ვიგონებდე: ამას: რულად: ან: ცოცხალი: მე: არ: ვიქნები: გაკიცხული: გაბასრულად:

2056. თინათინს: ნესტანდარეჯანს: ვით: მოეთქუნა: სინაზენი: ტანი: მჭევრი: ალვის: მორჩი: პირი: მჭვრეტთა: ამაზრზენი: ბროლ: ბალახში: ლალ: გიშერი: მარგალიტთა: შენათხზენი: საუბარი: სიტყუა: ტკბილი: ვერ: მჭვრეტელთა: ამაზრზენი:

2057. ფრიდონ: მოსთქმიდა: ოთხთავე: ორთა: და: ორთა: ტიროდა: მაღლად: იზახდა: ვაგლახსა: მართ: ვითა: ლომი: ყუიროდა: თქუენის: პირისა: ჯავარი: აღარა: ლალად: ჭუიროდა: იტყუის: თუ: მოვჰკუდე: რა: მგამა: რადგან: დამაგდე: გმირო: და:

2058. ნურადინფრიდონ: მოსთქმიდა: ორთავე: მისთა: ძმობილთა: უქებს: სიუხვე: ჯავარსა: ძოწ: მარგალიტთა: წყობილთა: სისხლისა: ცრემლთა: ადენდა: უკლებთა: დაუშრობილთა: ავსებდა: სიბრალულითა: ყოველთა: მუნ: შესწრობილთა:

2059. თინათინ: ნესტანდარეჯანს: კულავ: მოუთქუნა: სინაზეენი: პირი: მზისა: უნათლესი: თმა: გიშერი: ვითა: ტევრნი: აწ: ვაგლახ: მე: ვით: დამალეთ: შუქთა: სხივნი: ბევრის: ბევნი: ჰაი: ჰაი: ჩემთუის: მოიწივნა: საშინელნი: მოსაწევრნი:

2060. ამისთანათა: სიტყუათა: გრძლად: და: გულმდუღრად: ტიროდა: მერმე: ადგა: და: ქუანიცა: ტიროდეს: ასრე: სულ: თქმიდა: ტაგრუცსა: გაესალამა: ტანსა: ძაძასა: იცმიდა: თავსა: ნაცარსა: იყრიდა: არა: გუირგუინსა: ირქმიდა: