... (H-54), 1680 წ.

2024. რადგან: სწორად: გარდაჴდების: ავი: ანუ: კარგი: ვინა: მაშ: წამი: ერთ: რა: ვის: გავა: გარეთ: იყოს: თუნდა: შინა: აქათ: ბარგსა: რასა: ვზიდავთ: აწვე: წასულა: სხუაგან: გუინა: საკაცე: და: თუნდა: ტახტი: სწორიაო: ბრძენთა: წინა:

2025. ამა: ჩემსა: გაზრახულსა: იკითხუიდეს: ანუ: წერდეს: ფუ: მას: კაცსა: რომელიცა: სოფლისაგან: არ: შესჯერდეს: ტარიელ: და: ცოლი: მისი: სიბერითა: გაუშვებდეს: დაყვნეს: წელნი: ოთხმეოცნი: დაბრმეს: დაღრკეს: დაცაბერდეს:

2026. ერთი: ყმა: და: ერთი: ქალი: მართ: მათნივე: შესაფერნი: ღ~თნ: მისცნა: ესე: შუილად: საჭურეტელად: შვენიერნი: ელვანი: და: შვენებანი: მათგან: ჰქონდეს: მათ: მიერნი: მსგავსნი: მსგავსსა: წარმოშობენ: ციერნი: და: მიწიერნი:

2027. დღენი: მათნი: წაიარეს: დაბერდეს: და: დაუძლურდეს: ტარიელის: ლომნი: მკლავნი: მეტად: გაუუსუსურდეს: ბედისაგან: მადრიელნი: სოფელსავე: მოემდურეს: სოფლისაგან: გაბჭობათა: ბრძენთა: წიგნი: დადასტურეს:

2028. სოფელს: მყოფსა: ყუელაკასა: ესე: არვის: არ: ასცილდეს: მათ: სოფლისა: შუენებათა: წყალ: ჯავარი: გაუწბილდეს: მიჯნურობა: გაუსუსტდა: გონებანი: გაულბილდეს: სიყუარული: გააცივეს: ერთმანერთსა: უკუგრილდეს:

2029. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ტახტოსნობა: მოიწყინეს: მეფედ: დასხნეს: შუილნი: მათნი: ნაცულად: მათად: დაადგინეს: ერთსა: წელსა: დაიჴოცნეს: მიწვეს: მიწად: მიიძინეს: მზესა: ლომი: არ: გაჰყარეს: მასვე: თანა: დააწვინეს:

ანდერძი ავთანდილისა რომელი თქუა ჟამსა სიკვდილისა მისისა:

2030. ისმინეთ: ძენო: კაცთანო: ანდერძი: ავთანდილისა: ვიტყუი: მსგავსია: სოფელი: ეს: მუხანათი: ჩრდილიდა: სწორია: ჟამი: მწუხრისა: კრულთანა: ავთანდილისა: ადრე: დალპების: გაცვდების: ვით: ქსელი: ნაქუს: მანდილისა:

2031. რა: მიიახლა: სიკვდილად: დაუწყო: ჴდამა: სულითა: ჴელთა: იხრიდა: კრთებოსა: სიტყუითა: დამასულითა: თქუა: ვეღარ: მიჴსნას: ძმამან: და: ვერცაღა: დამა: სულითა: მუნ: შემიწყნაროს: რომელმან: მიწა: ადამა: სულითა:

2032. რაზომც: გამეფდა: ცად: ვინ: თქუა: კაცი: შთამოსრულ: ან: ასულ: ცუდია: აქა: დიდობა: ვარდი: აწ: მეც: ვჩან: დანასულ: უხუაიშნოა: ესე: დღე: ძე: რაღას: მარგებს: ან: ასულ: მიწა: მიიქცეს: მიწადვე: ჴორცი: მოკუდების: განა: სულ:

2033. სიჭაბუკისა: ყუავილი: დაჭნა: ჩანს: ავად: ვარდია: პირველ: მტერთ: ზედა: საიმაღლით: ვსჩნდი: ორბებრ: მონა: ვარდია: აწ: წაველ: მგზავსი: გმირსა: და: ფერად: მინავარდია: თანა: წამამყევ: თინათინ: ჩემს: უკან: ნუ: დავარდია:

2034. იგიმცა: კაცი: კრულია: ვინცა: მიენდოს: სოფელსა: მოლიზღარსა: და: მუხთალსა: სიცილით: ჰკოცნით: სოფელსა: პირველ: სიცოცხლის: მქადესა: ბოლოდ: უარის: მყოფელსა: მუნ: დამკარგავსა: კაცთასა: აქაც: ხან: დაუყოფელსა:

2035. შეიწყნარენით: ნაარსნო: მცნებას: გასწავებ: არ: ავსა: ნუ: მოჰყოლიხართ: სოფელსა: ნიავსა: ქარსა: არავსა: მუნ: იუნჯებით: სად: ღ~თი: დასდგამს: სიმართლის: კარავსა: სადა: ვერ: უკბენს: მღილი: და: ძალუც: პარვა: მპარავსა:

2036. მიჯნურობისა: საჴუმილმან: დამწუა: მძლავრ: ანაგზემან: და: მზე: მოვჰკუდე: თავის: გამოღმა: შენ: დამიტირე: მზემან: და: სხუამ: ჩემოდნობა: ვერა: ქნას: ყოველმან: მონაზემან: და: ცავ: შთამოიქეც: მნათითურთ: აწ: რადღა: ჰყოვნი: ზე: მანდა:

2037. მტიროდით: თქუენთვის: დამწუარსა: მიჯნურნო: ჩემთუის: ურვილნო: გამზრდელნო: თქვენცა: გაზრდილნო: ტურფად: ისპანო: ჭურვილნო: ხასნო: აზიზად: ნანახნო: თავნო: ნაზობით: ბურვილნო: სულთქმით: მომთქუემდით: ბაგენო: და: უბანებით: სურვილნო:

2038. თინათინ: პირველ: სურვილი: პირის: შენისა: ამარე: აწ: ლომმან: თავი: გამარა: და: მზეო: შენ: მასამარე: აქა: ნარბენთა: სწორად: ვლოთ: უვიცი: იგიც: სამ: არე: ერთად: წავიდეთ: აჰა: მზა: ჩვენთუის: თაბუთი: სამარე:

2039. უჩემოდ: დაჭკნი: ვარდნო: და: იავ: ფერთა: მკრთითა: იყავ: ვით: დაგთმევ: ლალო: და: ბროლო: ძოწო: და: სათო: რა: მიყავ: კვლავ: იაგუნდი: ნაღველი: გატყდი: და: შუავ: გაიყავ: მარგალიტო: და: მორჭმულო: ნუ: მტირ: და: ბაგე: დამიყავ:

2040. ჩემი: გარდაჴდა: სურვილო: რას: გვარგებს: რაზომ: ვინანო: მოდენით: სისხლისა: რუი: გარ: წურთუნის: ვარდნო: და: მინანო: ჩემთანა: ცისა: მნათობნი: რანო: და: ანუ: ვინანო: მზე: მზეთა: მოვჰკუდე: მტიროდეს: გულნო: კლდენო: და: მინანო:

2041. აწ: ეს: ვითხოვ: ღთისგან: სააჯო: დიდად: ძნელია: სად: არის: ჩემი: სავანე: მუნ: გამინათლოს: ბნელიო: მისის: ელვითა: მაკრთობდეს: არ: მცხინვარე: ჰყოს: ბნელია: ანგელოზთანა: ვჰფრინვიდე: ვადიდო: ჩემი: მჴსნელიო:

2042. სული: რომელი: აწ: ჩემგან: ჩანს: უტყუოდ: დანასულები: მუნ: დამამკვიდროს: სადაცა: ჰყვანან: მართალთა: სულები: შორს: ქნას: ნაწილსა: რომელთა: არს: დამზრალ: დანასულები: რომელსა: თიკნად: უწოდენ: არს: მარცხნით: წანასულები: