... (Q-1541), 1712 წ.

156. ლაშქრობა და ნადირობა, შენი ჩემსა დაასახე჻ აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე჻ მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე჻ არ მოვბრუნდე მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე჻

157. მაშინღა ჰკადრე მეფესა, არ საქმე სასურვალია჻ აცნობე ჩემი სიკვდილი, იყავ მართ ვითა მთრვალია჻ მიხვდათქო საქმე რომელი, ყოვლთათვის გარდუვალია჻ გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო ვერცხლი და რვალია჻

158. მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედრე჻ ნუთუ ადრე დამივიწყო, მახსენებდე ზედაზედრე჻ მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე჻ ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე჻

159. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა შეეზარა჻ თვალთათ ვითა მარგალიტი, ცრემლი ცხელი გარდმოყარა჻ მოახსენა უშენომან, გულმან რამცა გაიხარა჻ ვიცი რომე არ დასდგები, მაგრა გიშლი ამად არა჻

160. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო, ესე სიტყვა ვით მიბრძანე჻ რაგვარა ვქმნა პატრონობა, რამც გიფერე რამც გიგვანე჻ შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე჻ სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები წამიტანე჻

161. ყმამან უთხრა მომისმინე, მართლად გითხრობ არა ჭრელად჻ რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად჻ მარგალიტი არვის მიხვდეს, უსასყიდლოდ უვაჭრელად჻ კაცი ცრუ და მოღალატე, ხამს ლახვრითა დასაჭრელად჻

162. ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა჻ უშენოსა პატრონობა, ვის მივანდო ვინ იქმს კარგა჻ სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა჻ კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა჻

163. განგებაა სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი჻ მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი჻ აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა ფლასი჻ წიგნსა მოგცემ გმორჩილობდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი჻

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა჻

164. დაწერა თუ ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო჻ ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო჻ თქვენ ჩემისა საწადლისა, მიდგომილნო ვითა ჩრდილნო჻ წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოხდილნო჻

165. მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ გიწერ მე რასა჻ თვით ვიქმ ხელითა ჩემითა, ამა წიგნისა წერასა჻ ცოტასა ხანსა ვარჩიე, გაჭრა სმასა და მღერასა჻ პურად და საჭმლად მივენდევ, ჩემსა მშვილდსა და ცერასა჻

166. საქმე რამე მიც თავისა, ზე სადმე გარდსახვეწელი჻ დავყო მარტოდ და ღარიბად, ესე წლეული მე წელი჻ გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი჻ მე დამახვედროთ სამეფო, მტერთაგან დაულეწელი჻

167. მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს჻ სიკვდილსა და სიცოცხლესა, სადამდისცა ჩემსა სცნობდეს჻ ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს არ აჭნობდეს჻ შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა დაადნობდეს჻

168. თქვენცა იცით გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი჻ ამას ასრე მორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი჻ ბუკსა იკრას აქნევინეთ, ყოვლი საქმე ჩემგან ქმნილი჻ მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს არ სიცილი჻

169. ესე წიგნი გაასრულა, წყლიანმან და სიტყვანაზმა჻ წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა჻ ბრძანა მინდორს შევჯდებიო, ლაშქარიცა დაერაზმა჻ მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა჻

170. ბრძანა წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა჻ მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა჻ მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა჻ მიწყივ მისად საგონებლად, მისი მკვლელი თინათინა჻

171. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა჻ ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა წაეკიდა჻ ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკვლელი გაეკიდა჻ მისგან ტვირთი კაეშნისა, ტვირთად ვარგად გაეკიდა჻

172. რა ლაშქართა ინადირეს, და პატრონი მოითვალეს჻ იგი პირმზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს჻ მათსა დიდსა სიხარულსა, სიმძიმილი ანაცვალეს჻ ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს჻

173. ღმერთი ლომო შენად ნაცვლად, სხვასა ვისცა დანერგვიდეს჻ დარბოდეს და სხვაგნით სხვათა, მოამბეთა მოასხმიდეს჻ ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს჻ მისნი სპანი გულმოკლულნი, ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს჻

174. შერმადინ ერთგან შეყარნა, ხასნი და დიდებულები჻ უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები჻ რა მოისმინეს ყველაი, დარჩა გულდანაწყლულები჻ თავსა იცემდეს არ იყო, გული უცრემლო ულები჻