... (Q-1541), 1712 წ.

39. [...]ა ქალია ჴელმწიფედ, მართ ღვთისა დანაბადია჻ არ გათნევთ იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლავდია჻ [...]თა მისთა ებრ საქმეცა, მისი მზებრ განაცხადია჻ [... ]ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია჻

40. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამის პასალარისა჻ საროსა მჯობი ნაზარდი, მსგზავსი მზისა და მთვარისა჻ ჯერ უწვერული სადარო, ბროლ მინა საცნობარისა჻ [.......................................................... წამწამთა ჯარისა჻

41. გულსა მისა მიჯნურობა, მისი ქონდა დამალულად჻ რა მოშორდის ვერ მჭვრეტელმან, ვარდი შექმნის ფერ ნაკლულად჻ ნახის ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად჻ საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქს გულ მოკლულად჻

42. რა მეფედ დასმად მეფემან, ბრძანა მისისა ქალისა჻ ავთანდილს მიჴვდა სიამე, ვსება სჭირს მისო ქალისა჻ თქვა ზედას ზედა მომხვდების, ნახვა მის ბროლ ფიქალისა჻ ნუთუ მით ვპოვო წამალი, მე ჩემის ფერ გამქრქალისა჻

43. არაბეთს გასცა ბრძანება, დიდმან არაბთა მფლობელმან჻ თინათინ ჩემი ჴელმწიფედ, დავსვი მე მისმან მშობელმან჻ მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან჻ მოდით დანახეთ ყოველმან, შემსხმელმან შემამკობელმან჻

44. მოვიდეს სრულასდ არაბნი, ჯარი გამრავლდეს ხასისა჻ ავთანდილ პირ მზე სპასპეტი, ლაშქრისა ბევრ ათასისა჻ ვეზირი სოგრატ მოახლე, მეფისა დასთა დასისა჻ მათ რომე საჯდომი დადგეს, თქვეს უთქმელია ფასისა჻

45. თინათინ მიყავს მამასა, პირითა მით ნათელითა჻ დასვა დათავსა გვირგვინი, დადგა თავისა ხელითა჻ მისცა სკიპტრა და შემოსა, მეფეთა სამოსელითა჻ ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა, ცნობითა ბრძნათ ზე მხედველითა჻

46. უკუდგეს და თაყვანისცეს, მეფემან და მისთა სპათა჻ დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა჻ ბუკსა კრეს და წინწილანი, დაატკბობდეს ტკბილსა ჴმათა჻ ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჴრის ყორნისა ბოლო ფრთათა჻

47. მამისა ტახტსა საჯდომად, თავი არ ეღირსებოდა჻ ამად ტირს ბაღი ვარდისა, ცრემლითა აივსებოდა჻ მეფე სწვრთვის მამა ყოველთა, ძისაგან ითავსებოდა჻ მისად ქნამდის დამწველი, ცეცხლი არ დამევსებოდა჻

48. უბრძანა ნუ სტირ ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი჻ დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ჴელმწიფედ ჴმობილი჻ აქათგან ესე სამეფო, მართლ შენია მონდობილი჻ ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი჻

49. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან, მზე სწორედ მოეფინების჻ დიდთა დაწვრილთა წყალობა, შენმცა ნუ მოგეწყინების჻ უჴვი აჴსნილსა დააბამს, იგი თვით ების ვინ ების჻ უხვად გასცემდი ზღვათაცა, შესდის დაგაედინების჻

50. მეფეთა შიგან სიუჴვე, ვით ედემს ალვა რგულია჻ უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია჻ სმა ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია჻ რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია჻

51. ამა მამისა სწავლასა, ქალი ბრძნად მოისმინებდა჻ ყურსა უპყრობდა ისმენდა, წვრთვასა არ მოიწყინებდა჻ მეფე სმასა დამღერასა იქს, მეტად მოილხინებდა჻ თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა჻

52. მოიჴმო მისი გამზრდელი, ერთგული ნაერთგულევი჻ უბრძანა ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი჻ მომართვი ჩემი ყველავი, ჩემი ნაუფლის წულევი჻ მოართვეს გასცა უზომო, უანგარიშო ულევი჻

53. მას დღე გასცემს ყველაკასა, სივაჟისა მოგებულსა჻ რომე სრულად ამოაგებს, მცირესა და დიდებულსა჻ მერმე ბრძანა ვიქ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა჻ ჩემსა ნუ ვინ ნუ დამალავს, საჭურჭლესა დადებულსა჻

54. უბრძანა წადით გაჴსენით, რაცა სად საჭურჭლენია჻ ამილახვარო მოასხი, რემა ჯოგი და ცხენია჻ მოიღეს გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია჻ ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია჻

55. ალაფობდეს საჭურჭლესა, მისა ვითა ნათურქალსა჻ მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე ნაბამსა ნასუქალსა჻ რომე გვანდა სიუხვითა, ბუქსა ზეცით ნაბუქალსა჻ არ დაარჩენს ცალიერსა, არ ყმასა და არცა ქალსა჻

56. დღე ერთ გარრდაჴდა პურობა, სმა ჭამა იყო ხილობა჻ ნადიმად მსხდომთა ლაშქართა, მუნ დიდი შემოყრილობა჻ მეფემან თავი დაკიდა, და ჰქონდა დაღრეჯილობა჻ ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო, შექმნეს ამისი ცილობა჻

57. თავსა ზის პირ მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია჻ სპათა სპასპეტი ჩაუქი, ვითა ვეფხვი და ლომია჻ ვაზირი ბერი სოგრატი, თვით მასთანავე მჯდომია჻ თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი კრთომია჻

58. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე, გონებასა ჩავარდნილა჻ თვარე აქა სამძიმარი, მათი ყოლე არა ქნილა჻ ავთანდილ თქვა სოგრატ ვკითხოთ, გვითხრას რადმცა შეგვეცილა჻ ვკადროთ რამე სალაღობო, რასათვისცა გაგვაწბილა჻