... (Q-1369), 1823 წ.

159. ვისმცა უთხარ ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა ვის მივანდო ვინ ქნას კარგა სანაპირო გაამაგრე მტერმან ახლოს ვერ იბარგა კულავ ნუთუმცა შემოვიქცე ღმერთმან სრულად არ დამკარგა

160. ფათერაკი სწორად მოჰკლავს ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს მცავს მე თუცა ცისა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ ვინცა იყოს ჩემი ხასი

ავთანდილისაგან წიგნი თავის ყმებზედან

161. დასწერა თუ ჩემნო ყმანო გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო ამას ზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო ერთგან შემოყრილნო

162. მიწაცა თქუენი ავთანდილ ისმინეთ გიწერ მა რასა თვით ვიქმ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა

163. საქმე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი დავჰყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის ვარ თქვენი შემომხვეწელი მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი

164. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს სიკუდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდს სადმე არ აჭნობდეს შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს

165. თქუენცა იცით გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით არს ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი

166. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყუანაზმა წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ მოეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა

167. ბრძანა წადით ყველაკაი აქა მომხრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლათ მისი მკვლელი თინათინა

168. იგი ველი გაირბინა ლაშქართაგან გაეკიდა ვინცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს იმას ვინმცა წაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა

169. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს იგი პირმზე ვეღარ პოვეს პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს ყოვლგან რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენმალეს

170. ღმერთი ლომო შენდა ნაცვლად სხუასა ვისმცა დანერგვიდეს დარბოდეს და სხუაგნით სხუათა მოამბეთა მოასხმიდეს ვეღარა ცნეს მისი საქმე გაიარა აქათ კიდეს მისნი სპანი გულმოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს

171. უჩუენა იგი უსტარი ამბავი მისი თქმულები შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები რა მოისმინეს ყველაი დარჩა გულდანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო გული უცრემლო ულები

172. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა განაღამცა გმორჩილობდეთ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს ყველაკამან თაყვანის სცა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასლვა

173. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდეს ვარდი დაეთრთვილოს დაცაეზროს ვის ბადახში არა გვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს

174. ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა სხუათ მზღვართა არე იარა მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა თქუა თუ მე მასმცა ვიახლე აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა

175. ახალმან ფიფქმან დათრთვილა ვარდი დათოვა დანასა მოუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიჰმართის დანასა თქვის ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა ჩანგსა ბარბითსა და ნასა

176. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა გულსა უთხრის თუ დასთმეო ამად არდია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა მათ თანა ემოყვრებოდა